ამსტერდამი, ჰოლანდია.

ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი, განლაგებულია ჩრდილო ჰოლანდიის მხარეში, ქვეყნის დასავლეთით. ქალაქის მოსახლეობა 2018 წლის 31 მაისის მონაცემებით 859 732 ადამიანია. სახელი ამსტელ დამი-დან (Amstel dam) მოდის და ქალაქის წარმოშობაზე მიუთითებს, ანუ დამბა მდინარე ამსტელზე. ქალაქი XII საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფლის სახით დასახლდა. დიდებას კი ჰოლანდიის ოქროს ხანაში მიაღწია სავაჭრო საქმეში თავისი ინოვაციური მიღწევების წყალობით. ამ დროიდან მოყოლებული ამსტერდამი ფინანსურ და ბრილიანტების წამყვან ცენტრად გადაიქცა.
XIX-XX საუკუნის მიჯნაზე ქალაქი გაფართოვდა და ახალი უბნენი შეიმატა. ამსტერდამი ნიდერლანდების ფინანსური და კულტურული ცენტრია. უამრავ ჰოლანდიურ კომპანიას და მსოფლიოს მოწინავე 500 კომპანიიდან 7-ს ქალაქში სათავო ოფისები აქვს განთავსებული, მათ შორის, Philips და ING. ამსტერდამის საფონდო ბირჟა ქალაქის ცენტრშია განლაგებული.

ამსტერდამის ყველაზე ცნობილი სანახაობები Rijksmuseum-ის მუზეუმი ვან გოგის მუზეუმი,ანნე ფრანკის  სახლი, წითელი ლამპიონების უბანი და კანაფის მაღაზიები მსოფლიოდან ყოველწლიურად 4,2 მლნ დამთვალიერებელს იზიდავს.

იტალიის შემდეგ ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ საოცარ ქალაქში და ქვეყანაში იყო. ქალაქმა მომხიბლა თავისი ვიწრო ქუჩებით , შეიძლება ითქვას რომ სულ ცოტათი გავს ვენეციას, ხიდებითა და ვიწრო ქუჩებით…

მოგზაურობის ფოტოები კი ასე გამოიყურება…

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started