სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების ეტეპი გრძელდება.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’.
ცაგერის მუნიციპალიტეტში პროექტით გათვალისწინებული დანერგვის ეტაპი დაიწყო.   თანამშრომელთა გადამზადება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
 ტრენინგებს უძღვება ა(ა)იპ „ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსი გვანცა სადილიანი.
პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
ვპროექტის მიზანს, ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმის წარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობასა და შემცირებულ ბიუროკრატიას.

სიახლეები