თსსუ–ის სტუდენტების საზაფხულო სტაჟირება ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

თსსუ–ის სტუდენტების საზაფხულო სტაჟირება ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 24 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გაემგზავრნენ საზაფხულო სტაჟირებაზე ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

სტუდენტების შერჩევა მოხდა აკადემიური მოსწრების, ინგლისური და რუსული  ენის  ცოდნის მიხედვით. მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები 2 კვირის  განმავლობაში სტაჟირებას გაივლიან საუნივერსიტეტო კლინიკებში.

პარალელურად ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თსსუ-ის საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში.

აღნიშნული გაცვლითი პროგრამა მესამე წელია ხორციელდა თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ.