Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელენე აბაშიძე
გეოლოგი
date of birth 1922

1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით.

1944 წელს განაწილებით მუშაობა დაიწყო სოფ. პერევისის (ჭიათურის რ-ნი) საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და სასწავლო ნაწილის გამგედ; 1945-1946 წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდთა სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და პარალელურად სქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მეთოდისტად; 1951-1962 წლებში წყვეტილად მუშაობდა განათლების სისტემაში, სატყეო მეურნეობის სამინისტროში მეთოდისტად, ამავე სამინისტროს მელიორაციულ ექსპედიციაში ჰიდროგეოლოგად, "კავკასნახშირგეოლოგიაში" ჰიდროგეოლოგად, რამაც განაპირობა მისი შემდგომი სპეციალიზაცია; 1952-1956 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გრუნტის მექანიკის განყოფილებაში, ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით; 1968-1982 წლებში მუშაობდა ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1989-1995 წლებში კი ეკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოში უფროს მეთოდისტად; მუშობა გააგრძელა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. საკანდიდატო დისერტაციაში  წამოჭრა კარსტის შესწავლის პრობლემები, კერძოდ, მან პირველმა უარყო მეცნიერებაში დამკვიდრებული "ხსნადობის თეორია". სადოქტორო დისერტაციამ აღიარება მოუტანა ავტორს - ამერიკის ბიბლიოგრაფიების საერთაშორისო ინსტიტუტში და მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის "წლის ქალის" წოდება და სიგელი დაიმსახურა. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი. იკვლევდა საქართველოს კარსტულ უბნებში არსებული წყალსაცავების ფილტრაციულ საკითხებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გლაუკონიტიანი კირქვების ხსნადობა კარსტის განვითარებასთან კავშირში შაორის კარსტული მხარის მაგალითზე", დაიცვა 1967 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიური და ჰიდრო-დინამიური მექანიზმი", დაიცვა 1998 წელს

ბიბლიოგრაფია