Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გია მურღულია
ფილოლოგი
date of birth 1954

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოოგის ფაკულტეტი. 1976-1982 წლებში  იყო "მეტეხის თეატრის" სალიტერატურო ნაწილის გამგე; 1982-1990წლებში თბილისის 23-ე, მე-18 და მე-6 საშუალო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი; 1990-2000წლებში კი პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორი; 2005 წლიდან დღემდე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი; 2007 წლიდან არის საგანმანათლებლო ჟურნალების "ქართული სიტყვა" და "სკოლის მართვა" დამფუძნებელი და მთავარი დირექტორი. გია მურრულია გარდა  პედაგოგიური მოღვაწეობისა,  სამეცნიერო და ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწევა. იგი არის "განათლების ლიდერთა ლიგის" და "პარტნიორი სკოლების კავშირის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მისი თაოსნობით დაარსდა დავით გურამიშვილის ფონდი. არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პედაგოგი "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის", ასევე სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი.

მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა არის  "დავითიანის" მხატვრულ სახეთა სისტემა", დაიცვა 1989 წელს.

1998 წელს მიიღო იაკობ გოგებაშვილის პრემია.

ბიბლიოგრაფია