საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნუგზარ სურგულაძე
იურისტი
დაბადების თარიღი 29/11/1950

ნუგზარ სურგულაძე დაიბადა 1950 წლის 29 ნოემბერს. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობით. 1972-1975 წლებში სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასპირანტურაში. 1979 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1994 წელს - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1976-1984 წლებში გახლდათ ივანე ჯავახიშილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1984-1993 წლებში - ამავე ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1993-2006 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, 1997-2005 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, 2003 წლიდან დღემდე - თ. წერეთლის სახელობის სამარლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2005 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 41 სამეცნიერო შრომა, მათ შორის 6 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. გახლდათ ორი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი, ასევე 2 საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი. 2005 წლიდან არის თსუს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს და 2006 წლიდან ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.

შრომები 

  • სეფიანთა ირანის ცენტრალური მმართველობა, თბ., მეცნიერება, 1990. (საქ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლ. და ეთნოგრაფიის ინ-ტი).
  • სეფიანთა ირანის სახელმწიფო წყობილების ისტორიიდან. (საფინანსო უწყების მოხელეები) დის. ისტორიის მეცნ. აკად. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი, 1979. (თბილისის სახ. უნ-ტი).

ბიბლიოგრაფია

თარიღი: 05/03/2020
კატეგორია: იურისტი