საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ ჯოლოგუა
ფილოლოგი
დაბადების თარიღი 1954

 

1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წლიდან დღემდე მუშაობს თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჟურნალისტიკის, (2016 წლიდან - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა) ფაკულტეტზე   ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. პარალელურად მუშაობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრად.

თამაზ ჯოლოგუას კვლევის ძირითადი სფეროები: მე-19 ს-ის ქართული ჟურნალისტიკა, ლიტერატურა, საზოგადოებრივი აზრის ისტორია.

თამაზ ჯოლოგუა ავტორია 70-მდე სამეცნიერო სტატიის, 3 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოსი.

თამაზ ჯოლოგუა არის  XIX საუკუნის საქართველოში სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის  ერთ-ერთი ბიოგრაფი.

დაჯილდოვებულია დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედლითა და პრემიით. 

ბიბლიოგრაფია:

დიმიტრი ყიფიანი (1830-1860), თბ.: თსუ გამომცემლობა, 2002.

დიმიტრი ყიფიანის ორი საისტორიო თხზულება, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2016.

დიმიტრი ყიფიანის კულტურულ-საგანმანათლებლო, სალიტერატურო და ჟურნალისტური მოღვაწეობა, თბ.: 1999.

,,ტფილისის კერძო ბიბლიოთეკა’’ (მასალები 19 ს. ქართული საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის), თბ.: ნეკერი, 1997.

ქართული ჟურნალისტიკის ისტორია (19 საუკუნე), თბ.: არტანუჯი, 2013.

თარიღი: 11/06/2021
კატეგორია: ფილოლოგი