LUX საჩუქრები საახალწლოდ…

რას გთავაზობთ Harrods-ი “მისთვის”?

ქალები ხშირად იწონებენ თავს ფრაზით: “არ აქვს მნიშვნელობა, რას მჩუქნიან, მთავარია, ვინ მჩუქნის”. დამერწმუნეთ, ეს გამონათქვამი სწრაფადვე ქრება გონებიდან, როცა ქალს შეფუთულ ნივთს ჩუქნი და თან აუცილებლად აყოლებ:  “ჰო, მართლა, ეს Harrods-ში გიყიდე”

მაშ ასე, ძვირფასო მამაკაცებო, გადახედეთ საკუთარ ბიუჯეტს და ამოირჩიეთ Harrods–ის მიერ შემოთავაზებული lux  საჩუქრებიდან ერთ–ერთი.

sunamo.bmp

ქალის სურნელი – რა მათრობელი რამაა, არაა?! 🙂  ოვაციებით თრობას მაშინ იხილავ, როცა შენი საყვარელი ქალბატონი სასაჩუქრე ყუთს გახსნის და დაინახავს Givenchy–ის “Ange Ou Démon Le Secret–ს”, რომელიც ექსკლუზიურად მისთვის იქნება განკუთვნილი. ეს ბედნიერება სულ რაღაც £ 8.000 დაგიჯდებათ.

chanta

ოჰ, ეს ქალები და მათი ჩანთები. როგორ ურევს გონებას ყველას! 🙂 ღვთაებრივად დახვეწილი, ძვირფასი თვლებით შემკული, ძალიან ინდივიდუალური და სათავისოდ ყველასგან გამორჩეული. ეს Lanvin–ის ხელჩანთაა. £74.500 და ის შენთვის სასურველი ქალის ხელებს დაამშვენებს.

pexsacmeli

როგორ შეგვიძლია ვისაუბროთ ქალის ბედნიერებაზე თუ ფეხსაცმელს არ ვახსენებთ? Harrods–ს, რასაკვირველია, არც ეს დეტალი გამოჰპარვია და წარმოგიდგენთ Casadei–ს ფირმის წითელ ფეხსაცმელს. მოჭედილს ძვირფასი თვლებით, რომელიც ხაზს უსვამს, რომ მას ქალღმერთი ატარებს. ასე რომ, მოიმარჯვეთ £92.500.

kaba.bmp

იდეალური ვიზუალისთვის რაღაც გამოგვრჩა… აჰ, კაბა… ის, რაც ჩაცმის შემდეგ სხვა ადამიანად გაგცევს. მოკლედ, მამაკაცებო, მოაკელით თქვენს საკრედიტო ბარათს  £72.500  და საახალწლოდ უსახსოვრეთ საყვარელ ქალბატონს Armani Collezioni–ის უნიკალური სამოსი, რომელიც არასდროს არავის ექნება, მის გარდა.

არჩევანის გაკეთება რთულია, არაა? არა უშავს, არსებობს ისეთი რაღაც, რაც განურჩევლად ეროვნების, თმისა და თვალის ფერის, წონისა და სიმაღლისა, ყველას უხდება. ის ქალია! უნდა თუ არა, სამკაული რაღაც ახალ კვალს ტოვებს მასში.  Harrods-ი გთავაზობთ Bex Rox–ის ფირმის, მართლაც სრულყოფილ ოქროს სამაჯურს. მართალია, მას გასაღების ფორმა არ აქვს, მაგრამ მენდეთ, ნებისმიერ გულს აღებს. უბრალოდ, ამისთვის £21.000-ია საჭირო.

samajuri

მარიამ გზირიშვილი

დატოვე კომენტარი