ღილის ქსოვა ყაისნაღით.

სტანდარტული

osat botn

Crochet hole 16

აქ შემოგთავაზებთ ღილის ქსოვის რამოდენიმე სტილს ფოტოგაკვეთილებით,თუ როგორ მოვქვსოვოთ ყაისნაღით ღილები,ნაქსოვის გასაფორმებლად.

სტილი 1.

1.დავიწყოთ ასე:ამოვიყვანოთ 3 თვალი.ძაფის საწყისი ბოლო დავტოვოთ 9 – 10 სმ.სიგრძის,ბოლოსკენ  დაგვჭირდება.

Crochet hole 9

2.დავხუროთ წრე.

Crochet hole 10

3.შემოვატაროთ პირველი წრე ჩვეულებრივი უზორით,მხოლოდ ყოველ თვალში ამოვიყვანოთ ორი ახალი თვალი.ამით თვლების რაოდენობა გაიზრდება.

Crochet hole 11

4.გავიმეოროთ იგივე მეორე წრეზე შემოვლის დროსაც.თუ დიდი ზომის ღილი გვინდა, წრეების რაოდენობა გავზარდოთ.

Crochet hole 12

5.ჩვენს შემთხვევაში (მომცრო ღილისთვის)მესამე წრეზე დავიწყოთ თვლების კლება.ე.ი. ამოვიყვანოთ ყოველი მეორე თვალი(ე.ი.ვქსოვთ თითო თვალის გამოტოვებით).

Crochet hole 13

6.ვაგრძელებთ ასე,სანამ ყაისნაღზე მხოლოდ ერთი თვალი არ დარჩება.

Crochet hole 14

7.ამ ბოლო თვალით ამოვუხვიოთ ისე,როგორც ჩვეულებრივ ქსოვას ვასრულებთ.მივიღებთ მრგვალ ღილს,ძაფის კუდებით სხვადასხვა მხარეს.

Crochet hole15

8.გვჭირდება მახათი(დიდი,მსხვილი ნემსი ფართო ყუნწით,სპეციალურად საქსოვი ძაფებისთვის).ავასხამთ იმ ძაფს,რომლითაც ქსოვას მოვრჩით და გავატარებთ ღილის შუაგულში,ღილის იმ მხარეს,სადაც ქსოვის დასაწყისში ძაფის  ბოლო დავტოვეთ.

Crochet hole 16

9.ღილი უკვე მზად არის დასაკერებლად.

Crochet hole17

სტილი 2.

არის მეორე მეთოდი,უფრო დიდი ღილების მოსაქსოვად.მაგალითად ფერადი ღილების მოქსოვა ბოთლის თავსახურებით.

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

საბოლოოდ ასეთ შედეგს ვიღებთ. 🙂
osat

 

 

სტილი 3.

 

1.ძაფი რამოდენიმე წრედ/ფენად (მსხვილი რომ დარჩეს)დავახვიოთ რამე ღერძზე ან თუნდაც ჩხირზე.საკმარისი როდენობით რომ დავახვევთ ღერძზე,ძაფი არ გავწყვიტოთ,გრძელი ბოლო დავტოვოთ და ავაგოთ მახათზე.

h1

h2

 

2.მახათზე აგებული გვაქვს ძაფის გრძელი ბოლო.ნემსი გავუყაროთ ღერძის მხრიდან დახვეულ ძაფს და წრეზე მივყვეთ ამოვუხვიოთ,ავავსოთ მთელი წრე.

 

H3

3. როდესაც შეივსება ბოლომდე,მხარე,რომელიც ღილის უკანა მხარე უნდა იყოს,იმ მხრიდან ჩავუმაგროთ ძაფებს ბოლოები,რათა არ დაიშალოს.ამის მერე უკვე შეგვიძლია ღილი გამოვიყენოთ სურვილისამებრ.

საბოლოოდ ასეთ შედეგს მივიღებთ:

botn

დატოვე კომენტარი