27, მაისი 2019 15:45:00
აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად დაგვჭირდება: 200 გრამი ცომი, მარილი - 1 ჩ.კ, კვერცხი - 1, შაქარი - 1 ჩ.კ, საფუარი - 12 გზეთი , 1 ს.კრძე - 200 მლ ,ფქვილი - 600 გ, გახეხილი ყველი - 180 გ, კვერცხი - 3, კარაქი - 20 გ.
ავურიოთ ფქვილში საფუარი, შაქარი და მარილი და დავასხათ რძე, მოვზილოთ ნაზი ცომი და ვაცალოთ ამოფუება. შემდეგ გავაბრტყელოთ მრგვალად. შემოვახვიოთ ორივე მხრიდან და წვეროები შევუკრათ, მივცეთ ნავის ფორმა, წავუსვათ ამ ნავებს კვერცხის გული.
ყველს დავამატოთ ერთი კვერცხი და ეს მასა გავანაწილოთ ნავის ფორმაში. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ ცოტა რომ შეწითლდება გამოვიღოთ ღუმელიდან, დანით ხაჭაპურის გულში გავაკეთოთ ჩაღრმავება და შიგ უმი კვერცხი მოვათავსოთ, შევაბრუნოთ ღუმელში 5 წუთი, სანამ ცილა შეიკვრება. გამომცხვარი ხაჭაპური გამოვიღოთ ღუმელიდან, დავადოთ ზემოდან კარაქის ნაჭერი და აჭარული ხაჭაპური მისართმევად მზადაა.
დეტალები სიუჟეტში: