ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები 50%-ით გაიზარდა – შსს

სექსუალური ძალადობა

სრულწლოვანი პირების შემთხვევაში გაუპატიურების მაჩვენებელი საქართველოში 42 პროცენტით გაიზარდა. დანაშაულის შესახებ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ცნობით, ოფიციალური სტატისტიკა პირველი იანვრიდან პირველ ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს. მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს გაუპატიურების 142 შემთხვევა დაფიქსირდა, გასულ წელს – 100.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეჯამებული სახით აქვეყნებს ინფორმაციას სხვა სახის სექსუალური ძალადობის შესახებ [სისხლის სამართლის კოდექსის 138-დან 141-ე მუხლების ჩათვლით]. იგი ასახავს სექსუალური ძალადობის შემთხვევებს ბავშვებთან.

ამ მუხლებზე დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი 50.26 პროცენტითაა გაზრდილი.

წელს 287 ასეთი შემთხვევა დააფიქსირეს სამართალდამცველებმა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 191.

მეტის ნახვა