ჩვენი ერთ-ერთი ადმინის მიერ გაკეთებული ქასთის სასაცილო მომენტები
Jeff Devis - ის ინტერვიუ :
კორესპონდენტი: ჩვენ გვჯერა, რომ ფანებს ძალიან შეუყვარდათ ბოროტი სტაილსი. თქვენ უფრო მეტად ის გაწუხებთ, თუ როგორ წარმართოთ მეოთხე სეზონი და გრძნობთ თუ არა თავს ზეწოლის ქვეშ იმის გამო, რომ სტაილსმა ასე კარგად ითამაშა ფინალურ სერიაში?
ჯეფ დევისი: რა თქმა უნდა ჩვენ ზეწონას ვგრძნობთ. მე ვფიქრობ, რომ ახლა იმდენად შეშფოთებულები არ ვართ, რომ შევეცადოთ რაღაცა ახლის შექმნა. ჩვენ გავაკეთეთ ბოროტი სტაილსი, რამაც დიდი შედეგი გამოიღო. ახალ სეზონში შევმნით ახალ პერსონაჟს, ახალი მითოლოგიიდან, ახალი საიდუმლოებით. ჩვენ საიდუმლოდ შევინახავთ იმას, თუ რა დევს ჩვენი გმირების გულებში. განსაკუთრებით სკოტის, სტაილსის ლიდიასა და დერეკის გულებში. ეს დერეკისთვის დიდი სეზონი იქნება. ვფიქრობ, რომ ყველანი გაოცებულები იქნებიან.
კორესპონდენტი: მეოთხე სეონი დაიწყება მექსიკური ბანდის ისტორიით.
ჯეფ დევისი: მე გეტყვით, რასი გაკეთებაც მათ სურთ. ეს არის მისია, იპოვონ და გადაარჩინონ დერეკი.
კორესპონდენტი: ჩვენ ვიცით, რომ ძმებმა Carver-ებმა შოუ დატოვეს იმის გამო, რომ ახალ შოუში გადასულიყვნენ. მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ რატომ გადაწყვიტეთ, რომ მოგეკლათ ეიდენი და ითანი დაგეტოვებინათ ცოცხალი ფინალურ სერიაში?
ჯეფ დევისი: ეს იყო მთელი შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილება. ტყუპები ყოველთვის იყვნენ შოუს წინა პლანზე და ისე იქცეოდნენ, როგორც ცუდი ბიჭები. და იმისთვის, რომ ერთ-ერთი კეთილშობილი გამოჩენილიყო, მაყურებლებს მოვაჩვენეთ, რომ ეიდენი სხვების გადასარჩენად მოკვდა. იმისათვის რომ გადაერჩინა სკოტი და მისი მეგობრები. ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა ბოლო სცენა ითანსა და დენის შორის (იცინის)
კორესპონდენტი: სხვათა შორის, ეს სცენა შეუდარებელი იყო. ჩვენ არ გვინახავს მოზარდი, რომელიც არ არის ჩათრეული ზებუნებრივ საქმეებში. ამ შემთხვევაში ყველას ერთი პასუხი აქვს ‘ძმაო, ეს ბეიკონ ჰილსია’
ჯეფ დევისი: ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში განვიხილავდით სცენარისტებს ოთახში. ყველამ იცის, რომ მე დიდი გულშემატკივარი ვარ 'The Lost Boys’-ის. ვფიქრობ, რომ ეს მას ჭკვიანს ხდის. ძალიან მაგარია გაიგო, რა ხდება გარშემო, თუ არ ხარ ჩათრეული ამ საქმეში. ეს ბიჭი უბრალოდ ცდილობს იცხოვროს მისი ცხოვრება და არ იყოს მსხვერპლი სხვა ადამიანის გამო.
კორესპონდენტი: ცხადია, რომ სეზონის ფინალი განვითარდა ელისონის სიკვდილის შემდეგ. როგორ შეიძლება ამან გავლენა იქონიოს მეოთხე სეზონზე და იქნება თუ არა გარკვეული დრო მისი გამოტირებისთვის?
ჯეფ დევისი: ორი თვის განმავლობაში თქვენ ნახავთ მცირე რეზონანს ყველა პერსონაჟზე. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, თუ რამდენი ხანი გსურთ ამ გლოვის გაგრძელება. თქვენ გსურთ, რომ შოუ იყოს საინტერესო, მაგრამ როდესაც სერიალში რაიმე სამწუხარო ამბავი ხდება, ის თავის ინტერესს კარგავს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ გარკვეულწლად სერიალი იუმორისტული მხრით წარმოვაჩინოთ. ჩვენ გვურს, რომ პირველი რამდენიმე ეპიზოდი იუმორით აღსავსე იყოს, მაგრამ ამას გარდა, ეს ყველაფერი მწუხარებაში და გლოვაში გადაიზარდება. ასე რომ, ჩვენ პირველ ეპიზოდს ვუწოდეთ 'Dark Of The Moon’. მთვარის ციკლში, ამ ხნის განმავლობაში ადამიანი უნდა გაუმკლავდეს მწუხარებას და გლოვას.
კორესპონდენტი: სკოტმა ბევრი დანაკარგი განიცადა ამ სეზონში. არა მხოლოდ ელისონის გამო, არამედ ტყუპების გამოც. ჩვენ ვიცით, რომ არც აიზეკი იქნება ამ სეზონში. როგორმე ის ამას გაუმკლავდება?
ჯეფ დევისი: ეს სეზონის დასაწყისში მისთვის აუცილებლად რთული იქნება დაწყნარება, მაგრამ მალე იქნება ახალი გამოწვევები. ამიტომ იგი იძულებული იქნება გადაიტანოს მისი ყურადღება ამ პრობლემებზე. ამ სეზონში ჩვენ დიდი ყურადღება დავუთმეთ სტაილსს, რაც ცუდია. ბოლო ეპიზოდში ჩვენ ყურადღება დავუთმეთ ტაილერ პოუზის იმისათვის, რომ თავი ლიდერად ეგრძნო. ის უბრალოდ ბრწყინვალე იყო. ახალ სეზონში კვლავს გვსურს ამის გაკეთება.
კორესპონდენტი: და ბოლოს, მესამე სეზონი შედგებოდა 24 სერიისგან, მაგრამ თქვენ MTV-ის სთხოვეთმ რომ კვლავ 12 სერიიან სეზონზე გადასულიყავით. რატომ?
ჯეფ დევისი: უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მე მჭირდება დასვენება ჩემი საღი აზროვნებისთვის და მეორე, ეს მსახიობების საკეთილდღეოდ გავაკეთე. მინდა, რომ მათ ყველაფერი მოასწრონ, მაგალითად სხვა ფილმებში მიიღონ მონაწილეობა. თქვენ ნახეთ 'The Maze Runner’-ის ტრეილერი? ეს შესანისნავი იყო! მინდა, რომ ჩვენი კასტი არ იყოს მხოლოდ Teen Wolf-ით დატვირთული, მინდა რომ მათ თავიანთი შემოქმედება განივითარონ სხვა შოუებშიც.