ტბის შესახებ: ტობავარჩხილი — კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კმ.², წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კმ.², უდიდესი სიღრმე — 35 მ., საშუალო სიღრმე — 15,8 მ., წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. მ.³. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე. წყლის დონე დაბალია — ზამთარში, მაღალია — ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის.
მდებარეობა: მდებარეობს სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ინტერნეტში შეხვდებით ასევე ინფორმაციას იმის შესახებ რომ ტობავარჩხილი წალენჯიხის მუნიციპალიტეში მდებარეობს. რა ხდება სინამდვილეში. არის 3 ტბა, აქედან 2 – კალიაშის ტბა და ცაშკიბულის ტობავარჩხილი (ოხონჯე) მდებარობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ჭიათაგვალას ტობავარჩხილი კი წალენჯიხაში.
ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე.
ლაშქრობა: ტობავარჩხილი არის მოლაშქრეთა ერთ-ერთ საყვარელი და საოცნებო ადგილი. ეს არის ბუნების ულამაზესი ნაწილი. ზღვის დონიდან 2650 მეტრზე თქვენ იხილავთ ცაში აზიდულ ფრიალო კლდეებს, ხობის წყლის ხეობის ულამაზეს პანორამებს, ალპური ზონისთვის დამახასიათებელ სილამაზესა და რაც მთავარია თავად ტბას, რომელიც ულამაზესია და მართლაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს მნახველს.
როგორ მოვხვდეთ ტობავარჩხილზე: თბილისი – სენაკი- ჩხოროწყუ – ს.მუხური.
თბილისიდან შეგიძლიათ ღამის მატარებლით ჩახვიდეთ სენაკში. მატარებელი სენაკში დაახლოებით ღამის 4 საათზე ჩადის. სადგურში დაგხვდებათ სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მატარებლის ჩამოსვლას ელოდება და რომელიც მიდის ჩხოროწყუში. (3ლ). ჩხოროწყუდან სოფელ მუხურამდე – მარშუტკის ფასი – 1 ლ. სოფელი მუხურადან იწყება ფეხით სასიარულო გზა.
ტობავარჩხილამდე მიმავალი ბილიკი მარკირებულია.
რუკა: immage 2. უკეთესი რუკა
როგორ მოვხვდეთ ტობავარჩხილზე:
ტობავარჩხილისკენ მიმავალი ბილიკი მარკირებულია. გზად გვხვდება საინფორმაციო დაფები. ესეც მარკირება (2017წ.)
თბილისი – სენაკი – ს.მუხურა – შელეთი(20კმ) – ნათიფურას მთა – ოხოჯე
საინტერესო ინფორმაცია მარშრუტის შესახებ წაიკითხეთ აქ toba
ლაშქრობა ტობავარჩხილზე (2014წ.)
ტობავარჩხილის გზაზე არსებული ყველაზე დიდი დაბრკოლება (2017წ)