8681კურტ ვონეგუტი – (1922- 2007)  მწერალი, დრამატურგი, ესეისტი მეოცე საუკუნის ამერიკელ მწერალთა შორის ერთ-ერთ ყველაზე თვასაჩინო ფიგურად არის მიჩნეული. მისი შემოქმედება  სატირის, შავი იუმორის და სამეციერო ფანტასტიკის ელემენტებს აერთიანებს…….

კურტ ვონეგუტი – მწერალი რომელზეც ბევრი გამეგო და არაფერი წამეკითხა… საბედნიეროდ ქართულადაც ითარგმნა და  მისი ოთხტომეული გამოიცა და ერთ ერთ ჟურნალს მოაყოლეს…მე ორი შევიძინე,  ორიც ჯერჯერობით მაკლია….თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მისი მთავარი და აღიარებული ნაწარმოებები როგორიცაა  “სასაკლაო # 5” “საუზმე ჩემპიონებისათვის” “ლურჯწვერა”  და მსგავსნი ვერ მოხვდენენ ამ ოთხტომეულში….

სამაგიეროდ მოხვდა “ჟამთაძვრა” .. ასევე გადავაწყდი ამ წიგნის ელ ვერსიას სადაც “დროთა რღვევა” ასე იყო ნათარგმნი..მოკლედ ასეა თუ ისეა ეს პოსტი ამ წიგნს ეძღვნება…

 

დრო უკან დაბრუნდა, თუმცა არაფერი იცვლება ამით, უბრალოდ ადამიანებმა ისევ უნდა გაიარონ ხელხლა ის 10 წელი რაც “გადაეხვა” ისევ უნდა შეეშალოთ, ისევ უნდა შეუყვარდეთ ან დაშორდნენ, ისევ უნდა იყვნენ ბედნიერები თუ უბედურები…მოკლედ არაფერი იცვლება უბრალოდ “ჟამთაძვრა” მოხდა……………………..მაგრამ მალე დაბრუნდება ნებელობის თავისუფლებაც…თუმცა მისი დაბრუნების მერეც არაფერი შეიცვლება …..ატომური ბომბებიც იქნება, ომებიც, უამრავი შეცდომები და დანაშაულები…და ა.შ.

წიგნი ძალიან კარგი საკითხავია, დიდი აბსურდის თეატრი ტრიალებს, აქეთ ვონეგუტი იქით ტრაუტი, დაწუნებული  ნაგვიდანამოღებული მოთხრობები, გიჟური ფაქტები და ისტორიები… მაგარი ანეგდოტები თუ ენამოსწრებული პასუხები … ერთი ძალიან მომეწონა “ძინ-ძინ შენი დედააც …” მაგარი ღადაობა იყო… რამდენჯერმე წავიკითხე …სინამდილეში უაზრო ანეგდოტია უბრალოდ მაგრად ვიხარხარე…წიგნი კი იწყება ასეთი ციტატებით დახუნძლული:

ადამიანთა უმრავლესობა ჩუმი სასოწარკვეთილებით ცხოვრობს

ცხოვრება ერთი კასრი განავალია

 

როგორ შეიძლება არ მოგეწონოს წიგნი სადაც ასეთი სიგიჟეები წერია:

სატანამ ეს ვაშლი ევასთან გველს გაატანა. ევამ ჩაკბიჩა ვაშლი და ადამს გადააწოდა. ადამმაც მოკბიჩა და შემდეგ ორივენი ჟიმაობას შეუდგნენ.

 ეს ისე თემას გადავუხვიე… ვონეგუტმა კი ჩამითრია, შემიპყრო, დრო გააჩერა, უკან გადაახვია, ამერიკელი მწერლებისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ენით გელაპარაკება, გიყვება ისტორიებს, სხვადასხვა მოთხრობებს მის მონახაზებს და ამ ლაქალაქში იმდენ საინტერესო რამეს ამბობს, გაფიქრებს, გაინტერესებს …ესეისტებში და ესსებში ამ ბოლო დროს გავერკვიე ცოტა და მის ნაწერსაც დაჰკრავს ეს ესეისტური რაღაც.. ალბათ სუბიექტურობა, თავის აზრს და განწყობას გაჩვენებს არ მალავს..

არაფერი ანგრევს ისე სწრაფად სიყვარულს, როგორც იმის გაცნობიერება რომ შენი უწინდელი , მისაღები საქციელი ახლა სასაცილოდ ეჩვენებათ.

ეს ზემოთ დაწერილი ფრაზა რა ზუსტია…..ცვლილება, ყველაზე აუტანელი ცვლილება………..

ქვემოთა ფრაზა ამოვარჩიე  კარგი რსრ -ს კითხვა გამოვა (არ მომპაროთ!) ))

ტრაუტის თქმით, ერთადერთი სამუშაო რასაც მას დიდი დეპრესიის დროს სთავაზობნენ, იყო “გუგულიანი საათის გაწმენდა ჩიტის სკინტლისაგან” 

მოკლედ ძალიან საინტერესო მწერალია…მომენტებში უარყოფითად განვეწყე ვაღიარებ…ასე ვთქვათ ამაგდო ისეთ რაღაცეებს ამბობდა …თან ეტყობოდა სუბიექტურობა და  მისი აზრები მაგრამ უფრო და უფრო კითხვისას ეს განწყობა პირიქით შემეცვალა და ბოლოს უკვე ვონეგუტით აღფრთოვანებულმა დავხურე წიგნი…ასე რომ ვინც წაკითხვას დააპირებთ გაბედულად გადაშალეთ, მოკლე  თუმცა საინტერესო მოგზაურობა გელოდებათ!

P.S

“გრძნობენ კი ადამიანები სიცოცხლეს, სანამ ცოცხლები არიან? ყოველწუთს?”

 

P.P.S.    არა

 

კომენტარები
  1. salomeaa ამბობს:

    არ წამიკითხავს ეს მწერალი და პირველივე შესაძლებლობისთანავე წავიკითხავ: )

  2. Mariami ამბობს:

    უმაგრესი წიგნია✨

დატოვე კომენტარი