ფინიკის პალმა კურკიდან და როგორ გავზარდოთ სახლის პირობებში

4455

როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა სახლის პირობებში და შეიძლება თუ არა ამ მიზნით მაღაზიაში ნაყიდი ფინიკის კურკის გამოყენება? ამ ბოლო კითხვაზე თამამად ვპასუხობთ „დიახ“!

თუ მოთმინება გყოფნით, 3-4 წელში ჩვეულებრივი კურკა, რომელსაც დაუფიქრებლად ნაგავში ყრით, მწვანე ლამაზმანად გადაიქცევა და ჰაერს თავისი ფოთლებით გაწმენდს. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და თანამედროვე ინტერიერს ხიბლს მატებს.

როგორ გავზარდოთ ფინიკის პალმა

„აი, პალმებს ქარავანი ხმაურით უახლოვდება: მათ მწვანე ჩრდილში ბანაკი გაიშალა“. ლერმონტოვი ფინიკის პალმას (ფენიქსი) „ოაზისის დედოფლად“ ტყუილად არ მიიჩნევდა.

ის ხალხს და ცხოველებს საკვებს უზიარებს, აუზებს გაშრობისგან იცავს, ადგილობრივებს მცხუნვარე ამინდში ეხმარება, სახლის და საყოფაცხოვრებო ნივთების საშენ მასალად გამოიყენება.

მე-19 საუკუნეში ფინიკის პალმები დიდგვაროვანი სახლების პოპულარული დეკორაცია გახდა. დღეს მზა პალმა შეგიძლიათ ყვავილების მაღაზიაში შეიძინოთ, თუმცა ზრდასრული ხე საკმაოდ ძვირი ღირს და ახალ ადგილს დიდხანს ეჩვევა.

სწორედ ამიტომ, ფინიკის კურკიდან ხის გაზრდა ბევრად უფრო საინტერესოა. ასეთი „ფენიქსი“ ლამაზი, უპრეტენზიო და თავიდანვე ბინის პირობებს შეგუებულია.

სამწუხაროა, რომ საკუთარი ხელით გაზრდილი პალმის ფინიკის ჭამა არ გამოგივათ. ყვავილობას და ნაყოფიერებას პალმა მხოლოდ 15 მეტრი სიმაღლის მიღწევის შემდეგ იწყებს. დამეთანხმეთ, სახლის პირობებში ამის გაკეთება რთული იქნება.

დასარგავი მასალის მომზადება

კურკის გაღვივების დასაჩქარებლად ზუმფარის ქაღალდით კურკის ზედა, მყარი ფენა მოაშორეთ. კიდევ ერთი მეთოდი არსებობს: მზა კურკა ცხელ, 80 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში რამდენიმე წუთით ჩადეთ.

დარგვის წინ 1 დღე თბილი წყლით სავსე ქილაში გააჩერეთ. შემდეგ სველი ბამბის დისკებით სავსე პლასტმასის კონტეინერში გადაიტანეთ.

კონტეინერი გათბობის ბატარეას დაადეთ, რომ ტემპერატურის აღმოცენებისთვის ოპტიმალური ტემპერატურა შეინარჩუნოთ. 2 კვირაში თესლები უნდა აღმოცენდეს, ანუ შეგიძლიათ მიწაში გადარგოთ.

კურკების დარგვა

ყველა ეტაპის გავლის შემდეგ კურკები საერთო, ფართო კასრში ჩარგეთ. კასრი ტორფით (ნახერხი) და ქვიშით ან პალმისთვის განკუთვნილი მზა ნარევით გაავსეთ. ოპტიმალური ტემპერატურა 25-30 გრადუსი უზრუნველყავით.

თესლი 40 დღეში გაღვივებას დაიწყებს, ხოლო 50-60 დღის შმედეგ ძლიერი, ნეკა თითის ზომა ვერტიკალური ფოთოლი გამოჩნდება.

როცა ახალგაზრდა ფინიკის პალმა 10 სმ-ს მიაღწევს, ცალკე ქოთანში გადარგეთ. 9-12 სმ დიამეტრის ქოთანი გამოიყენეთ. ნიადაგის ნარევი 4 ნაწილი ნეშომპალას, 2 ნაწილი ქვიშის, 1 ნაწილი ტორფის და 2 ნაწილი ხის მიწისგან მოამზადეთ.

პალმის მოვლა

იმის გათვალისწინებით, რომ ფინიკის სამშობლოდ ტროპიკები ითვლება, მისთვის მზის სინათლე, ზომიერი ტენიანობა, რბილი ფხვიერი ნიადაგი და მაღალი ტემპერატურის რეჟიმი სასარგებლოა.

პალმის ფოთლები პერიოდულად თბილი წყლით დანამეთ. ზაფხულში ზრდის დროს მცენარეს უხვად მორწყვა სჭირდება. ქოთანი მზისკენ ისე შეატრიალეთ, რომ ფოთლის წვერი ოთახისკენ იყოს მიმართული. ამასთან პალმა თანაბრად გაიშლება და მხოლოდ ერთ მხარეს არ გაიზრდება.

ახალგაზრდა მცენარე, რომელიც 5 წლის ასაკის ჯერ არაა, ყოველწლიურ გადარგვას საჭიროებს. უფრო ასაკოვან მცენარეს კი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, რადგან ფინიკის პალმას არ უყვარს, როცა აწუხებენ.

ფოთლების მდგომარეობის ცვლილებით შეძლებთ გაიგოთ, ხეს რაიმე მოსწონს თუ არა. ჩვეულებრივ, მზის დეფიციტის, ცუდი მორწყვის, ტემპერატურის სწრაფი ცვლილების და ორპირი ქარის გამო ფოთლები შავდება.

ძველად პალმის ფოთოლს მშვიდობის, შემოქმედების და გამარჯვების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. ახლა უკვე იცით, თუ როგორ გაზარდოთ ფინიკის პალმა კურკიდან. კურკა მიწაში ჩარგეთ და ფინიკის პალმა თქვენს სახლს მყუდრო ოაზისად გადააქცევს.