Preloader

ხარისხი ჩვენი სტანდარტია

proeqtebi

იხილეთ პროექტები ერთი კლიკით

22.04.2024

რატომ უნდა იცხოვრო დაბალსართულიან პროექტში ?

დღევანდელ ურბანულ ლანდშაფტში, სადაც მაღლივი ცათამბჯენები დომინირებენ ქალაქის ჰორიზონტზე, დაბალ სართულზე ცხოვრების მიმზიდველობა ნელ-ნელა აღორძინების ეტაპებს გადის. იზრდება ინტერესი დაბალსართულიანი, ინდივიდუალური დიზაინის საცხოვრებელი კომპლექსებისკენ, რომელიც ითვალისწინებს მეტად გარემოს მნიშვნელობას და იდეალურად ერწყმის ლანდშაფტს. ამავდროულად ასეთი საცხოვრებელი უფრო დახურულ გარემოს ქმნის, გაძლევთ შესაძლებლობას იცხოვროთ ხმაურიან უხმაურობაში და კომფორტულ, მყუდრო და სრულყოფილ ცხოვრებას ეზიაროთ. ამ ბლოგში ვისაუბრებთ იმ ძირითად უპირატესობებზე, რასაც დაბალსართულიანი პროექტი გთავაზობთ.

ინდივიდუალური პროექტი და არქიტექტურული მიმზიდველობა — დაბალსართულიანი კომპლექსები ინდივიდუალური დიზაინით, გამორჩეული და დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა. განსხვავებით მაღალსართულიანი პროექტებისა აქ უფრო მეტად იგრძნობა არქიტექტურული პრინციპების და მახასიათებლების არსებული ლანდშაფტთან ჰარმონიული სინთეზი, რაც ხაზს უსვამს მის უნიკალურობას.  

გარემოსთან მუდმივი კავშირი — სიმშვიდე, სიწყნარე, ბუნებასთან სიახლოვე დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. დაბალსართულიან კომპლექსში ცხოვრებისას უფრო თვალსაჩინოა საცხოვრებლის ხედთან, ლანდშაფტთან, რეკრეაციულ ზონებთან და მოსასვენებელ სივრცესთან კავშირი.

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა — ცალკე პუნქტად უნდა გამოიყოს ის ინფრასტრუქტურული ელემენტები, რომლებიც დაბალსართულიან კომპლექსებს ახასიათებს. უმეტესად, ასეთი პროექტი ინდივიდუალური გეგმარების მიხედვით შენდება, რის გამოც დეტალებსა და ხარისხს გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დაბალსართულიან კომპლექსში ბინის შეძენისას, გარდა უმაღლესი ხარისხის მასალებით მოპირკეთებული პროექტისა, თქვენ გაქვთ თანამედროვე სტანდარტის საპარკინგე ზონა, უსაფრთხო, დაცული გარემო და საერთო ეზო.

ბუნებრივი განათება და ხედები - დაბალსართულიანი შენობები, როგორც წესი, იძლევა უფრო მეტ ბუნებრივ შუქს ცალკეულ ერთეულებში, რადგან ისინი არ დაიჩრდილებიან მაღალი შენობებით. მაცხოვრებლებს აქვთ შესაძლებლობა დატკბნენ არსებული მწვანე სივრცის ხედებით და დღე ჰარმონიული განწყობით დაიწყონ.

მყუდრო და კომფორტული ცხოვრება — დაბალსართულიან კომპლექსში ბინების რაოდენობა შედარებით მცირეა, რაც მეტად პრივატულობისა და სიმყუდროვის განცდას ქმნის. ამავდროულად მცირე მასშტაბის კომპლექსის მოვლა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა გაცილებით იოლია, საერთო პრობლემის მოგვარება კი ბევრად ეფექტურად ხდება, რადგან მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაცია უფრო სწრაფი და ეფექტურია. 

ნაკლები ხმაური და მეტი სოციალიზაცია  - მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვე და პატარა სამეზობლო წრე მეტად მეგობრულ და სოციალიზებულ გარემოს ქმნის. გარშემო ნაკლები ხმაურია და არც მეზობლების დიდი რაოდენობა გიქმნით დისკომფორტს. გიყალიბდებათ მჭიდრო ურთიერთობები, რაც თქვენს ყოველდღიურობას გაცილებით უფრო ჰარმონიულს და კომფორტულს ხდის. 

ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე - დაბალსართულიანი შენობები განლაგებულია ისეთ გარემოში, რომელიც ახლოსაა თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ობიექტთან, როგორიცაა პარკი, მაღაზიები, სკოლები, რაც მოსახლეობას საჭირო სერვისებსა და ობიექტზე ფეხით მარტივად მისვლის შესაძლებლობას აძლევს. 

ასეთი ტიპის პროექტები ძირითადად ეკოლოგიურად სუფთა და წყნარ ადგილებში შენდება სადაც სუფთა ჰაერი, სიმშვიდე და ბუნების პეიზაჟებია. ასეთ კორპუსში ცხოვრებას ირჩევს ადამიანი, რომელიც ქალაქის სწრაფი რიტმით, ხმაურით დაიღალნენ და მეტი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გან­ტვირ­თვისკენ მიისწრაფვიან.