წაისვით იოდი მაჯებზე და ნახეთ რა მოხდება- საინტერესო ინფორმაციაა!!!

10167

წაისვით იოდი მაჯებზე და ნახეთ რა მოხდება- საინტერესო ინფორმაციაა!!!

იოდი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია! მისი უკმარისობა გავლენას ახდენს მთლიან სხეულზე, მოქმედებს თავის ტვინის ფუქციონირებაზე და ცვლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. იოდის უკმარისობა შესაძლებელია ბევრი დაავადების მიზეზი გახდეს.

რაც ყველაზე მთავარია-სწორედ იოდზეა დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაც.

როდესაც ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა, ფარისებრი ჯირკვალი იზრდება ზომაში და ფორმირდება ჩიყვი, ჯირკვალი ცდილობს, შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი იოდი ფარისებრი (თირეოიდული) ჰორმონის საწარმოებლად. დროთა განმავლობაში ფარისებრი ჯირკვალი ხდება უფუნქციო და ძალიან ცოტა ჰორმონს გამოიმუშავებს. ამ მდგომარეობას ჰიპოთირეოზი ეწოდება.

ჰიპოთირეოზის დროს პიროვნების ინტელექტულური შესაძლებლობები შეიძლება შემცირდეს. მცირდება ფერტილობაც. ზრდასრულებში ჰიპოთირეოზმა შეიძლება აგრეთვე გამოიწვიოს კანის შეშუპება, დისფონია (ხმის ჩახლეჩა), მენტალური შესაძლებლობების შესუსტება, მშრალი და ქერცლიანი კანი, თმის გათხელება და გაუხეშება, სიცივის აუტანლობა და წონაში მომატება

იოდის უკმარისობა

ძალიან მნიშვნელოვანია დროულად შეამოწმოთ ორგანიზმში იოდის შემცველობა, ამის გაკეთება მარტივი ტესტის საშუალებით შეგიძლიათ:

1. საღამოს ბამბიანი ჩხირის დახმარებით წაისვით იოდი მაჯებზე, გაიკეთეთ 3 ხაზი, წვრილი , საშუალო და მსხვილი.

2. თუ დილით კანზე სამიდან არც ერთი ხაზი აღარ იქნება, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

3. თუ მხოლოდ 1 ხაზი დარჩა, შეცვალეთ თქვენი რაციონი, იოდის დღიური ნორმის მისაღებად მიირთვით ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზის სახეობები, კრევეტები, ფეიხოა და კვერცხი.

4. თუ ყველაზე წვრილი ხაზი გაქრა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში იოდის შემცველობა ნორმაში გაქვთ.გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი, აირიდეთ იოდის ნაკლებობა და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!

გარეგანი ხმარებისას იოდს ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება. შიგნით მიღებისას ის აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, განსაკუთრებით გამოხატულია მისი ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. იოდი მოქმედებს აგრეთვე ლიპიდურ და ცილოვან ცვლაზე. იოდის პრეპარატების ზემოქმედებით შეიმჩნევა სისხლში ქოლესტერინის შემცირების ტენდენცია.

ჩვენება:

გარეგანი ხმარებისას გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური საშუალება, ჭრილობების, საოპერაციო არის დასამუშავებლად და სხვა. აგრეთვე, როგორც ადგილობრივ გამაღიზიანებელი საშუალება მიოზიტების და ნევრალგიების დროს. შიგნით მისაღებად გამოიყენება ათეროსკლეროზის და ენდემური ჩიყვის შემთხვევაში.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, სისხლმდენი ჭრილობები.

Facebook კომენტარები