დაამარცხეთ გამონაყარი სახეზე ნიორის დახმარებით. ამაზე ეფექტური საშუალება არ არსებობს!

7246

დაამარცხეთ გამონაყარი სახეზე ნიორის დახმარებით. ამაზე ეფექტური საშუალება არ არსებობს!

ნიორის სასარგებლო თვისებებზე არაერხელ გვისაუბრია. მას შეუცვლელი ადგილი უჭირავს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კოსმეტოლოგიაშიც კი დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.

აკნე და გამონაყარი დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს არამარტო ქალბატონებში, არამედ მამაკაცებშიც. ალბათ, რამდენ საშუალებას, მათ შორის, ძვირადღირებულ პროდუქტებსა და პროცედურებს მიმართავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამ დროს კი საკმაოდ მარტივი და ბიუჯეტური გამოსავალი არსებობს ნიორის სახით.

როგორ ვუმკურნალოთ გამონაყარს ნიორის დახმარებით?

ნიორი შეიცავს ალიცინს, რის გამოც მას ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. ალიცინი კლავს იმ ბაქტერიებს, რომლებიც წარმოქმნიან გამონაყარს სახეზე. ალიცინი, ასევე, ხელს უშლის შეშუპებას და ანთებას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

სწორედ ამ თვისებების გამო, ნიორი აქტიურად გამოიყრენება აკნესა და გამონაყარის სამკურბალოდ. არსებობს რამდენიმე რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად და მცირე დროში მოამზადოთ.

  1. დაჭყლიტეთ 3-4 კბილი ნიორი და დაიდეთ პრობლემურ ადგილას. გაიჩერეთ 5-10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ წვას იგრძნობთ, მაშინვე ჩამოიბანეთ.

2. 3 ან 4 კბილ დაჭყლეტილ ნიორს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა წაისვით სუფთა კანზე. გაიჩერეთ ნიღაბი 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით.

3. 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და წყალი შეურიეთ ერთმანეთს. დაჭყლიტეთ 5 კბილი ნიორი და გააჩერეთ რამდენიმე წუთით რომ წვენი გამოუვიდეს. გაწურეთ დაჭყლეტილი ნიორი და მისი წვენი შეურიეთ ძმრისა და წყლის ნაზავს. მიღებულ ნაზავში დაასველეთ ბამბის დისკი და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. როდესაც შეშრება, ჩამოიბანეთ თბილის წყლით.

თუ რომელიმე ამ პროცედურას პერიოდულად ჩაიტარებთ, გამონაყარსა და აკნეს სამუდამოდ დაემშვიდობებით.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები