10 პრობლემა, რომლებსაც იოდი და სოდა მოგიგვარებთ. გაიგეთ მეტი…

7036

10 პრობლემა, რომლებსაც იოდი და სოდა მოგიგვარებთ. გაიგეთ მეტი…

იოდის და სოდის სასარგებლო თვისებებზე ალბათ ბევრი გსმენიათ. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ყველას ოჯახში უნდა მოიძებნებოდეს. შეიძლება ითქვას, რომ ორ ყველაზე დაბალფასიან საშულებას ყველაზე მეტად შეუძლია თქვენი დახმარება რთულ სიტუაციებში.

დღეს გასწავლით თუ რა პრობლემების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ იოდი და სოდა:

1. ტონზილიტისა და ჩირქიანი ანგინის დროსაც კი შეიძლება ანტიბიოტიკებზე უარის თქმა. დაასველეთ თითი, ჩაყავით სოდაში და რაც თითზე აგყვებათ, ის წაუსვით ავადმყოფს ჯირკვლებზე. ამ პროცედურის შემდეგ სასურველია, ორი საათი არც საკვები მიიღოთ და არც წყალი დალიოთ.

2. ცხვირში სიმშრალის დროს, ხველებისას სველი თითი ჩაყავით სოდაში, გამოისვით ნესტოებში და რამდენჯერმე შეისუნთქეთ ჰაერი. ეს პროცედურა სურდოს აგარიდებთ. აგრეთვე, არ გაგირთულდებათ სინუსიტი, თუ დროულად უმკურნალებთ.

3. გაცივების წვეთებსაც სოდით ან იოდით მოამზადებთ. დაგჭირდებათ: 6-7 წვეთი იოდი ან სოდა დანის წვერით. დაუმატეთ 2 ჩ/კ ადუღებული, თბილი წყალი და აი, ცხვირის წვეთები მზადაა. შეგიძლიათ იოდის ინჰალაცია გაიკეთოთ: მოხსენით იოდის ფლაკონს თავსახური და ჯერ ერთი ნესტოთი შეისუნთქეთ, მერე _ მეორით.

4. თუ ხველა გაქვთ და გულმკერდი გტკივათ, რამდენიმე დღის განმავლობაში, გაიკეთეთ იოდის ბადე. პროცედურა ეფექტიანი პლევრიტის დროსაც.

5. ჭრილობაში ინფექციამ რომ არ შეაღწიოს, იარის ირგვლივ იოდი წაისვით და ზემოდან ლეიკოპლასტირი დაიკარით. იოდი სასწაულად ეფექტიანი დაჩირქებადაწყებული ჭრილობების მოსაშუშებლადაც.

6. თუ ქალური ანთება გაქვთ, იოდი გიშველით. 3-4 საღამო, მუცლის დაბლა იოდის ბადე გაიკეთეთ.

7. თუ კანში ხიწვი შეგესოთ, ნუ ეცდებით მის ნემსით ან სხვა ინსტრიუმენტით გამოღებას, წაისვით იოდი (რამდენიმე პროცედურა დაგჭირდებათ) და დააცადეთ, ხიწვი თავისით გამოვარდება.

8. მყესების დაჭიმულობის, დაჟეჟილობის დრო მტკივან ადგილას იოდი წაისვით. აღდგენითი პროცესი დაჩქარდება და ამინდის ცვალებადობის დროს ტრავმა თავს აღარ შეგახსენებთ.

9. თუ ფრჩხილის სოკო გაქვთ, იოდი დაგეხმარებათ. გაიკეთეთ თითების ცხელი აბაზანა. ფრთხილად მოიშორეთ დაზიანებული ადგილები და დაიმუშავეთ იოდით. სასურველია, პროცედურა საღაამოოობით გაიკეთოთ. ყოველდღიური პროცედურის შემდეგ ფრჩხილებს
მოიწესრიგებთ.

10. თუ კუჭ-ნაწლავის აშლილობა გაწუხებთ, ერთ ჭიქა წყალში გახსნილი რამდენიმე წვეთი იოდი დალიეთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები