ახალშობილები კოფეინის ინექციით გადაარჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კოფეინით თერაპია თრგუნავს ნეირონების მასობრივ კვდომას იმ ახალშობილებში, რომელთაც ნეონატალური ჰიპოქსია სჭირთ. ასე იკლებს ნერვიული სისტემის დაზიანების შეუქცევადი პროცესის განვითარების რისკი. ამ დასკვნას ევროპელი და ამერიკელი სწავლულები აკეთებენ, რომელთაც წრუწუნებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. „კოფეინი დღეისთვის შესწავლილი ნივთიერებებიდან ყველაზე ეფექტიანია, რომელსაც შეუძლია, ჟანგბადის ნაკლებობის შედეგებს შეებრძოლოს. ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ კოფეინი უძლიერესი ნეიროპროტექტორიცაა“, - აცხადებენ სპეციალისტები. 

კოფეინის ინექციების წყალობით, დაღუპული და დაზიანებული ნერვული უჯრედების რაოდენობა და მასშტაბი, დაახლოებით, 3.5-ჯერ შემცირდა. ნეონატალური ჰიპოქსია ათასში ერთ ახალშობილში გვხვდება. მას ჰიპოთერმიის - სხეულის ტემპერატურის კონტროლირებადი დაქვეითების საშუალებით ებრძვიან. ის შემთხვევათა მხოლოდ 40%-შია წარმატებული. კოფეინოთერაპია კი მის დამატებად შეგვიძლია განვიხილოთ.