სპაგეტი ზღვის პროდუქტებით

30 წთ
მაღალი ცილებით

თქვენ დაგჭირდებათ

  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 400 გ პამიდორი (კონსერვირებული), პატარა ნაჭრებად დაჭრილი
  • 350 გ გრძელი ლაფშა ან სპაგეტი
  • 350 გ ზღვის პროდუქტების მზა ნარევი (კრევეტები, კალმარები, მიდიები) VICI
  • მწვანილი – ოხრახუში
  • მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1
ზღვის პროდუქტებით პასტის მომზადება საწებლით დავიწყოთ. დიდ ტაფაში გააცხელეთ ზეთი, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი, მწიკვი მარილი და ნელ ცეცხლზე ამზადეთ 5 წუთის განმავლობაში.
2
დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, კიდევ რამდენიმე წუთი ამზადეთ. დაუმატეთ პამიდვრის პატარა ნაჭრები წვენთან ერთად, დუღილამდე მიიყვანეთ და სუსტი დუღილით ამზადეთ 10 წუთის განმავლობაში.
3
პასტა მოამზადეთ საფუთავზე დაწერილი ინსტრუქციის შესაბამისად. გადმოასხით, ცოტა წყალი დაუტოვეთ და მაკარონთან აურიეთ ქვაბში.
4
ზღვის პროდუქტები და ტომატის საწებელი დაუმატეთ მზადების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე . გაათბეთ, შეკაზმეთ მარილითა და შავი პილპილით, დაუმატეთ ერთი მუჭი დაჭრილი ოხრახუში და ზღვის პროდუქტები აურიეთ მაკარონსა და საწებელში. პასტა ზღვის პროდუქტებით მაშინვე შეგიძლიათ სუფრასთან მიიტანოთ.