ა(ა)იპ საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის წევრთა განმეორებით საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“-ს  მიერ, განმეორებითი  წევრთა საერთო კრება,  ჩატარდება 2024 წლის 31 იანვარს 10:00 სათზე შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 118 (გამოფენა ექსპო ჯორჯია) პავილიონი 3.
კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:
1.    ა(ა)იპ საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის  (ს/კ 406350112)  2024 წლის ბიუჯეტის განხილვა- დამტკიცება
2.    ა(ა)იპ საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის  (ს/კ 406350112) ,  მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას  დაქვემდებარებული შემდეგი ნარჩენის/ნარჩენების მიმართულებაზე: 1. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები; 2. ზეთები; 3. საბურავები და 4. ბატარეები და აკუმალუტორების რეციკლირების გადასახადის განხილვა-დამტკიცება.

შენიშვნა: საერთო კრება ჩატარდება შემდეგი პრინციპით;  გამოცხადებული პირების  სიითი გადამოწმების შედეგად, განხორციელდება მათი რეგისტრაცია და ხმის მიცემა იწარმოებს, რეგისტრაცია გავლილ პირებზე,  დასამტკიცებელ საკითხზე, დარიგებული,  ხმის მისაცემი  დაბეჭდილი ბუკლეტების მეშვეობით.

 

 
სხვა სიახლები
ა(ა)იპ საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის წევრთა განმეორებით საერთო კრებაზე მოწვევის შესახებ