1. შეარჩიეთ ვიდეო, რომლიდანაც აპირებთ სასურველი გიფის გაკეთბას. ეს შეიძლება იყოს ვიდეო youtube-დან ან უბრალოდ ვიდეო პირადი კოლოქციიდან.
2. მოძებნეთ თქვენ მთავარ მენიუში პროგრამა movie maker , გახსენით და აარჩიეთ ბრძანება Edit , იპოვეთ ფაილი, რომელიც უკვე შერჩეული გაქვთ და მაუსის ორმაგი დაკლიკებით ატვირთეთ.
3. მას შემდეგ, რაც გახსნით ვიდეოს დაგჭირდებათ დაამატოთ პატარა დეტალი. დასაწყისისთვის დააკლიკეთ Edit ბრძანებას ზედა პანელზე.
აქ გვაქვს რამდენიმე ფუნქცია, რომელითაც შეიძლება ვიდეოში ცვლილებების შეტანა. ყველაზე მარტივი საშუალება გიფის შესაქმნელად ატვირთული ვიდეოს ქვედა მხარეს მოთავსებული მოძრავი როლიკით ვიდეოს ზომის შემცირებაა. იგივე მოქმედების შესრულება შეგვიძლია start point და end point-ის საშუალებით. გიფის მუშაობის საუკეთესო დრო 10-დან 30-წამია.
მას შემდეგ, რაც სასურველი ვიდეო მზად იქნება, შეინახეთ start მენიუდან save ღილაკის საშუალებით.