რომელ ძაღლს არ ცვივა ბეწვი

თუ გსურთ რომ ძაღლი იყოლიოთ, მაგრამ არ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ძაღლის ბეწვს, ან ალერგია გიშლით ხელს, გამოსავალი არსებობს.

არსებობენ ძაღლის ჯიშები, რომლებსაც ნაკლებად ცვივათ ბეწვი და ის შესანიშნავია მათთვის, ვისაც ალერგია აქვს ან უბრალოდ არ შეუძლია ყოველდღიურად გაასუფთაოს სახლი ძაღლის ბეწვისგან.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ძაღლი არ არის სრულიად ჰიპოალერგიული, ალერგიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ ბედნიერად იცხოვრონ ისეთ ძაღლთან ერთად, რომელსაც ბეწვის მცირე ცვენა ახასიათებს.

ძაღლის 5 ჯიში რომელსაც ბეწვი არ ცვივა

ძაღლის ჯიშები, რომლებასაც არ ცვივათ ბეწვი ან სხვა ჯიშებთან შედარებით, მცირე რაოდენობით ცვივათ.

1. პუდელი

პუდელი

პუდელი შესანიშნავი ჯიშია, თუ გსურთ ისეთი ძაღლის ყოლა რომელსაც ნაკლები ბეწვი ცვივა. პუდელი გამოირჩევა ხვეული, ჰიპოალერგიული ბეწვით, რაც მშვენიერია ალერგიის მქონე ადამიანებისთვის.

თუმცა უდნა გაითვალისწინოთ ერთი რამ – ეს არის პუდელის მოვლა. მათი ხვეული ბეწვი საჭიროებს რეგულარულ მოვლას და თქვენ რამოდენიმე თვეში ერთხელ მოგიწევთ მიიყვანოთ ძაღლების სალონში ან თქვენი ძალებით მოუაროთ მის ბეწვს.

2. შნაუცერი

შნაუცერი

შნაუცერი პოპულარული ძაღლის ჯიშია, რომელიც ცნობილია თავისი ინტელექტით, ერთგულებითა და მხიარული ბუნებით. ისინი ასევე ცნობილები არიან გამორჩეული გარეგნობით, საფირმო ულვაშებითა და წარბებით.

ამ ჯიშის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ მათ არ ცვივათ ბეწვი, რაც მშვენიერია თუ თვქვენ ალერგია აგქვთ ძაღლის ბეწვის მიმართ.

თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არცერთი ძაღლი არ არის სრულიად ჰიპოალერგიული და მძიმე ალერგიის მქონე ადამიანებს შესაძლოა მაინც გამოუჩნდეთ სიმპტომები.

3. მალტეზე

მალტეზე

მალტეზე ძაღლის პოპულარული ჯიშია, რომელიც ცნობილია გრძელი, თეთრი და აბრეშუმისებრი ბეწვით.

და თუ არ გსურთ თქვენი სახლი ძაღლის ბეწვით იყოს სავსე, მაშინ ეს შესანიშნავი ჯიშია, რადგან მათ თითქმის არ ცვივათ ბეწვი.

თუმცა, როგორც ძაღლის სხვა ჯიშები, მალტეზეც მოითხოვს რეგულარულ მოვლას, რათა ისინი ყოველთვის ლამაზები იყვნენ და თქვენს სახლში ძაღლის სუნი არ დაგროვდეს.

4. ავღანური მწევარი

ავღანური ძაღლი

ავღანური მწევარი არის მშვენიერი და ელეგანტური ძაღლის ჯიში, რომელიც ცნობილია თავისი გრძელი, აბრეშუმისებრი ბეწვით. მისი ბეწვი შედგება თეთრი, კრემისფერი, მოწითალო და მოვერცხლისფრო ფერებისგან.

ამ ჯიშის ბეწვი არა მხოლოდ ლამაზია, არამედ მას ფუნქციური დატვირთვაც აქვს. მას იყენებდნენ მთებში სანადიროდ და მისი ბეწვი იცავდა მას ცივი და მკაცრი გარემოსგან.

ისინი საჭიროებენ მუდმივ მოვლას, ბანაობას და დავარცხნას. ნებისმიერ ძაღლის ჯიშს სჭირდება რეგულარული მოვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას უსიამოვნო სუნი აუვა და შესაძლოა თქვენ ძაღლს რწყილები გაუჩნდეს.

5. ამერიკული უბეწვო ტერიერი

უბეწვო ტერიერი

ამერიკული უბეწვო ტერიერი არის უნიკალური ჯიში და ის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, ნაკლებ მოვლას საჭიროებს.

სხვა ტერიერებისგან განსხვავებით, ამ ჯიშს არ აქვს ბეწვი, არამედ აქვს გლუვი, რბილი კანი, რომელიც მოვარდისფრო, მოთეთრო და მოყავისფრო ფერებისგან შედგება.

და თუ თქვენ სრულიად უბეწვო ძაღლი გსურთ, ამერიკული უბეწვო ტერიერი შესანიშნავი ძაღლის ჯიშია.

შეჯამება

ასე, რომ შეგიძლიათ აარჩიოთ ძაღლი რომელსაც არ ან მცირე რაოდენობით ცვივა ბეწვი. თუმცა, გარდა ამისა, ძაღლის აყვანისას აუცილებელია გაითვალისწინოთ სხვა ფაქტორები, როგორიცაა ენერგიულობა, ტემპერამენტი და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩაატაროთ კვლევა და იპოვოთ ჯიში, რომელიც შეესაბამება თქვენს ცხოვრების წესს და პირობებს.