5 საუკეთესო ძაღლის სათამაშო

ძაღლის სათამაშო აუცილებელი ნივთია, რაც როგორც გასართობი საშუალება, ასევე, ვარჯიშისთვისაც მნიშვნელოვანია.

თუმცა, სწორი და კარგი სათამაშოს არჩევა ძაღლისთვის შეიძლება რთული იყოს და ეს სტატია სწორედ რომ ამაში დაგეხმარებათ.

საუკეთესო ძაღლის სათამაშოები

ქვემოთ ჩამოთვლილია ხუთი სათამაშო ძაღლისთვის, რომელიც გაართობს ძაღლს და ასევე, სავარჯიშოდაც გამოდგება.

1. ბურთი

ბურთი ძაღლისთვის

კლასიკური სათამაშო ძაღლებისთვის არის ბურთი – ეს შეიძლება იყოს სპეციალური ბურთი ძაღლისთვის, ჩოგბურთის ბურთი ან სხვა. ბურთი საუკეთესო ვარიანტი თუ გსურთ ძაღლს ასწავლოთ ნივთის მოტანა. ბურთის არჩევისას გაითვალისწინეთ როგორც ძაღლის, ასევე, ბურთის ზომა.

2. კონგ კლასიკი

კონგ კლასიკი არის ძაღლის სათამაშო, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ. ის შესანიშნავია ლეკვებისთვის, რადგან ძალიან კარგია ღეჭვისთვის, სადაც შეგიძლიათ ძაღლის საკვებიც მოათავსოთ. ასევე, მშვენიერი საშუალებაა ძაღლის გონებრივი სტიმულირებისთვის.

3. თოკი

სათამაშო თოკი ძაღლისთვის

თოკის სათამაშოები შესანიშნავია არა მხოლოდ თამაშისთვის, არამედ სასარგებლოა თქვენი ძაღლის კბილების ჯანმრთელობისთვის. თოკის ბოჭკოები ხელს უწყობს კბილების გაწმენდას და ღრძილების მასაჟს, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს ჰიგიენას. ის ასევე კარგი საშუალება შეიძლება იყოს ძაღლის გასაწვრთნელად.

4. ინტერაქციული ძაღლის სათამაშო

ინტერაქციული ტიპის სათამაშო ძალიან კარგია ნებისმიერი ჯიშის ძაღლისთვის. ამ ტიპის სათამაშოები სხვადასხვა ტიპის და ფორმისაა და გარკვეული ფუნქციები გააჩნია. მშვენიერი საშუალებაა გასართობად და ინტერაქციული თავსატეხი სათამაშოები უზრუნველყოფს გონებრივ სტიმულაციას და ხელს უწყობს გამძლეობას.

5. წრიპინა სათამაშო

ერთ-ერთი ძაღლის სათამაშოს ტიპის, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ არის წრიპინა სათამაშო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ძაღლის გასართობად, როგორც ლეკვისთვის, ასევე ზრდასრული ძაღლისთვის. ამ ტიპის სათამაშოთი ძაღლი შეიძლება თავისითაც გაერთოს.

შეჯამება

თქვენი ძაღლისთვის სწორი სათამაშოების არჩევა აუცილებელია იმისათვის, რომ მან არ მოიწყინოს, გონებრივი სტიმულირებისთვის და ფიზიკური აქტივობისთვის. ყველა აქ ჩამოთვლილი სათამაშო კი სწორედ რომ ამის შესრულებაში დაგეხმარებათ.