თამაშგარე

13:37 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდა „ბოტაფოგას“ გაუნაწყენდა

მგონი არ დარჩენილა არც ერთი ქვეყნის (სადაც ფეხბურთი ყველაზე განვითარებული და პოპულარული სპორტია) ლამაზმანი, რომელიც თავის საყვარელ გუნდს გულშემატკივრობს და მის გამო თავის ძუძუ-თეძო-საჯდომს არ ამზეურებს საქვეყნოდ,- აქაოდა ისეთი გულუხვი ვარ, მსხვერპლად „ვწირავ“ ჩემი სხეულის საუკეთესო ადგილებსო. ამ ამბავში პაწაწინა სიმართლის ნამცეცი მართლაც ურევია, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ არაერთ ცნობილ თუ არაცნობილ ფეხბურთელს აუკენკია ეს „ნამცეცები“ და კარგადაც „დანაყრებულა“.

ასეთ „მეთეძოვეთა (მომიტევეთ ასეთი გამოთქმისთვის) სიას მიეკუთვნება ბრაზილიელი ძუძუ–თეძო–გავა გამომზეურებული ფერნანდა დ’ავილა, – ძალოსანი, მოცეკვავე და მოდელი, არაერთგზის სილამაზის კონკურსგამოვლილი და ამჟამად „ბოტაფოგას“ ფანი. ფერნანდა, რომელსაც თავის სამშობლოში შავი იუმორით „წელწვრილთა დედოფალს“ ეძახიან, ცოტა უკმაყოფილოც კია, რომ მიუხედავად მისი თავგადაკლული გულშემატკივრობისა, კლუბის მესვეურებს არასოდეს არ მიუწვევიათ და ამაოდ „ღვრის ოფლს“ ეროტიკულ ფოტოსესიებზე..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137971