სხვა

13:31 | 2.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

20 000 ფუნტი მედლის დასაცავად - ემილიანო მარტინესმა ბელგიური მალინუა იყიდა

არგენტინის ნაკრებისა და ,,ასტონ ვილას" მეკარე ემილიანო მარტინესმა ბელგიური მალინუას ჯიშის ძაღლი იყიდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული მედალი არ მოჰპარონ.



ბელგიური მალინუა 30 კგ.-ს იწონის და ,,ასტონ ვილას" მეკარემ მასში 20 000 ფუნტი გადაიხადა. ამ ჯიშის ძაღლს ხშირად სამხედროებიც იყენებენ.

ემილიანო მარტინესი არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა და საფრანგეთის ნაკრების მეკარე უგო ლორისი ასევე სხვადასხვა ჯიშის ძაღლების პატრონები არიან და მათი მიზანიც სწორედ მედლის და ჯილდოების დაცვაა.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბოლო წუთზე კოლო მუანის უმნიშნვნელოვანესი ბურთი აუღო, შემდეგ პენალტების სერიაშიც გამოიჩინა თავი და მსოფლიო ჩემპიონატის მედალთან ერთად, ტურნირის საუკეთესო მეკარის ტიტულიც დაიმსახურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116645