ფეხბურთი

19:00 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალმა” შეინ ლონგი შეიძინა

“ჰალმა”, 7 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, “ვესტ ბრომვიჩიდან” თავდამსხმელი შეინ ლონგი შეიძინა. ამის შესახებ, საფეხბურთპ კლუბ “ჰალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

“ვესტ ბრომვიჩი” იძულებული იყო “ჰალის” წინადადებას დათანხმებოდა, რადგან ირლანდიის ეროვნული ნაკრების 26 წლის ფეხბურთელმა, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა.

“როგორც იქნა, გარიგება შედგა. დღეს, თანაგუნდელები ვნახე და თითოეული მეგობრულად შემხვდა. ეს კლუბი აღმავლობის გზაზეა და მიხარია, რომ მისი ნაწილი გავხდი”, – განაცხადა ლონგმა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ირლანდიელი “ჰალის” მეორე შენაძენია - ორი დღის წინ, ხსენებულმა კლუბმა “ევერტონიდან” ხორვატი თავდამსხმელი ნიკიცა ელავიჩი გადაიბირა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112469