თამაშგარე

10:53 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესის ჩაცმულობა საქილიკოდ იქცა

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გალა-დაჯილდოვებაზე, კატალონიის “ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის ექსტრაორდინალური ჩაცმულობა მთელი მსოფლიოს სალაპარაკო თემა გახდა. ალუბლისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ლეო არაერთმა ესთეტმა თუ ფსევდოესთეტმა გააქილიკა.

საერთოდ, ლეო მესი ჩაცმა-დახურვის დიდად მოყვარული კაცი არ გახლავთ და ისევე როგორც მწვანე მინდორზე, ჩაცმის ამბავშიც ორიგინალური გადაწყვეტილებების მოყვარულია. თუმცა, პრიალა და უცნაური შეფერილობის სამოსით დაჯილდოვებაზე მისი გამოცხადება მაინც მითქმა-მოთქმის საგანი გახდა.

ევროპელ მოქილიკეებს რასაკვირველია არც ქართველები ჩამორჩნენ. ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელებში დაწერილ ქართულ კომენტარებში წაიკითხავთ: “მესი ლილოში “იზმანება”. “ასეთი კოსტუმი 70-იან წლებში ბიძაჩემმა ჩამომიტანა ხარკოვიდან“, “რა უბედურებაა, მესია თუ კოკოითი?!“ და მისთანანი... შენ ხალხს სალაპარაკო მიეცი და... 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152367