თამაშგარე

10:24 | 6.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მაჭანკალი როდრიგო ტადეისათვის!

ბრაზილიელი ფეხბურთელი როდრიგო ფერანტე ტადეი, მეორე ნახევარის ძიებაშია. იტალიის “რომაში” მოთამაშე 33 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცოლო კაცის ცხოვრებამ ძალიან დაღალა და გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი თავის ქარაფშუტულ ყოფას.

როდრიგო 6 წლის წინ დაქორწინებულიც იყო. მაგრამ თავის ბრაზილიელ ცოლს მალე დაშორდა და ამის შემდეგ, უცოლო კაცის ცხოვრებით აგრძელებს დუნიაზე სიარულს.

სამწუხაროდ, იტალიაში (და არც ბრაზილიაში) არ ჰყავთ იმერელი მაჭანკლები, თორემ ასეთი ცნობილი ფეხბურთელისთვის ცოლის მოყვანის პრობლემა, უცებ მოკვარახჭინდებოდა. მივიდოდა მავანი სოლომონ მორბელაძე რომელიმე ტანადი ასულის მშობლებთან, დაუდებდა წინ ტადეის ფოტოს და ეტყოდა: ”კაცი კაცად არ დეიწუნება. უბრალო ბოვში არ გეგონოთ! მთელი დუნია იცნობს! ფარაც ბლომად აქვს და გავაკეთოთ მაი კაი საქმე”...

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117394