ფეხბურთი

15:44 | 8.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჯი-სუნ პარკი პსვ-ში დაბრუნდა

როგორც მოსალოდნელი იყო, ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” ნახევარმცველი ჯი-სუნ პარკი ჰოლანდიურ პსვ-ში დაბრუნდა. ამ ინფორმაციას ჰოლანდიური კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

32 წლის კორეელი მომდევნო სეზონში ქპრ-ში იჯარის წესით იასპარეზებს. სეზონის ბოლოს, პარკს ლონდონელებთან კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.

შეგახსენებთ, რომ 2005 წელს, პარკი “მანჩესტერ იუნაიტედში” სწორედ პსვ-დან გადავიდა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110962