ფეხბურთი

10:09 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პავლოვი: “პრეზიდენტი თარგამაძის გუნდში დაბრუნებას დათანხმდა”

მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარი მწვრთნელი ნიკოლაი პავლოვი ბოლო დროს ერთობ “ცნობადი სახე” გახდა ქართველ გულშემატკივართა შორის. აი, ამჯერადაც, მან Football.ua-ს მისცა ინტერვიუ, რომლიდანაც ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს გთავაზობთ.

-თუ ოქრიაშვილი “ჩერნომორეცთან” კონტრაქტს არ გააფორმებს, ისევ დაბრუნდება თქვენს გუნდში, თუ მას უკვე აღარ ელით?

-თუ თარგამაძე და ოქრიაშვილი დაბრუნებას გადაწყვეტენ, უკვე არა მხოლოდ ჩემი, არამედ კლუბის საპატიო პრეზიდენტის, ვლადიმირ ბოიკოს აზრიც იქნება გასათვალისწინებელი.

-ბოიკოს სურს მათი გუნდში დაბრუნება?

-არ ვიცი. ეს მას უნდა ჰკითხოთ. თუმცა, თარგამაძის შესახებ ვისაუბრეთ და თუ დავითი ახალ გუნდს ვერ იპოვნის, პრეზიდენტი თანახმაა დააბრუნოს იგი.

-თავად თარგამაძე ბოლო დღეებსა ან კვირებში გამოჩნდა?

-როგორც ვიცი, უახლოეს დღეებში ის გუნდში უნდა დაბრუნდეს. კიდევ გავიმეორებ – თუკი სხვა გუნდს ვერ მოძებნის. ამ შემთხვევაში ის დუბლშემადგენლობასთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს, შემდეგ გადავწყვეტთ, გადავიყვანოთ თუ არა პირველ გუნდში.

-დუბლებში გადაყვანა ერთგვარი სასჯელია?

-არა. ეს სასჯელი არ არის. მაგრამ ის თითქმის ერთი თვეა აღარ გამოჩენილა. ჩვენ მზადება 8 იანვარს დავიწყეთ და 27-ში უკვე უცხოეთში მივემგზავრებით შეკრებაზე. გამოდის, თარგამაძეს 20 დღე გაუცდა. ახლა მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, შეეგუოს სიტუაციას. ამიტომ მას დუბლებში უფრო გაუადვილდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114774