Academia.eduAcademia.edu
henri kupraSvili erovnuli usafrTxoeba Tu e r o v n u l i u S i S r o e b a ?! gamomcemloba `universali~, 2014 Tbilisi 2014 2 ცნობილია ტერმინ „უშიშროების“ გამოყენების ისტორიული ტრადიაცია – ქართული ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილია შინაარსობრივად მისი ხმარების კონტექსტი, მაგრამ, „ყოვლისმცოდნის“ იმიჯმორგებული მავანი გავლენიანი ადამიანების ვოლუნტარისტული თვითნებობის შედეგად, ამ ბოლო პერიოდში, ძირძველი ქართული სიტყვა „უშიშროება“ თვითნებურად გამოცხადდა არასასურველ ტერმინად, პრაქტიკულად ამოაგდეს იგი ხმარებიდან და სანაცვლოდ მასმედიაში დაამკვიდრეს შინაარსობრივად მისგან განსხვავებული ტერმინი „უსაფრთხოება“ ანუ დღეს უკვე ორი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად გამოიყენება ერთი ტერმინი. ეს ტენდენცია შეიძლება გასაგები ყოფილიყო ენათმეცნიერებს, ამ დარგის სპეციალისტებს, რომ წამოეწიათ საკითხი, მაგრამ, სამწუხაროდ, არასპეციალისტები და მედროვენი აქტიურობენ და საზოგადოებას ახვევენ თავიანთ სუბიექტურ აზრს, რითაც ირღვევა ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილი ენობრივი ნორმები და არსებული ისტორიული ტრადიცია. რედაქტორი პროფ. ბადრი ცხადაძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რეცენზენტები: პროფ. იგორ კვესელავა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ჯემალ გახოკიძე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი © h. kupraSvili, 2014 gamomcemloba `universali~, 2014 Tbilisi, 0179, i. WavWavaZis gamz. 19, : 2 22 36 09, 5(99) 17 22 30 E–mail: universal@internet.ge ISBN 978-9941-22-407-2 3 სარჩევი რ ე დ ა ქ ტ ო რ ი ს ა გ ა ნ termini da terminologia, rogorc enis SesaZleblobis, erisa da pirovnebis inteleqtualobis niSani ........................................................... 5 Sesavali ................................................................................................. 10 §1. termini „non grata (TERMINUS „NON GRATA“) ................. 12 §.2 terminebis „uSiSroebisa“ da „usafrTxoebis“ lingvistur-istoriuli da politikuri anatomia ....... 22 termini „uSiSroeba“ ....................................................................... 22 termini „“”’usafrTxoeba“ .................................................................. 40 daskvna .................................................................................................... 49 Ggamoyenebuli literatura...................................................... 51 sakuTar saxelTa saZiebeli .................................................... 56 reziume inglisur da rusul enebze .................................. 59 TERMS „USHISHROEBA“ (SECURITY) AND „USAPRTKHOEBA“ (SAFETY) AND ISSUES RELATED TO THEIR USAGE .............. 59 ТЕРМИНЫ «УШИШРОЕБА» (SECURITY БЕЗОПАСНОСТЬ) И «УСАПРТХОЕБА» (SAFETY – БЕЗОПАСНОСТЬ) И ВОПРОС ИХ УПАТРЕБЛЕНЯ ......................................................................... 62 4 რ ე დ ა ქ ტ ო რ ი ს ა გ ა ნ termini da terminologia, rogorc enis SesaZleblobis, erisa da pirovnebis inteleqtualobis niSani ჩვენ წინაშეა ცნობილი მეცნიერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორის, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, ჟურნალისტისა და ისტორიკოსის ბატონ ჰენრი კუპრაშვილის წიგნი ,,ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება?!’’. ბროშურამონოგრაფია გამიზნულია პარლამენტარების, დიპლომატების, საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების, მკვლევარ-პედაგოგების, სტუდენტებისა და ასევე ენათმეცნიერ-ტერმინოლოგებისათვის. წიგნი მომცროა, მაგრამ ეხება ფრიად აქტუალური და საჭირბოროტო საკითხის გარკვევას – ,,უშიშროებისა’’ და ,,უსაფრთხოების’’ მართებულ გამოყენებას. ნებისმიერ ენაში არაერთი სინონიმი არსებობს, მაგრამ ეს სინონიმური წყვილები შინაარსობრივად ვერ ენაცვლება ერთმანეთს. მაგალითად, შდრ. არქიტექტორი და ხუროთმოძღვარი (აქ ხუროთმოძღვარი არქიტექტორის შინაარსაც ითავსებს, მაგრამ სიტყვა-ტერმინი არქიტექტორი - არ ითავსებს ხუროთმოძღვრის შინარსს! ყველა არქიტექტორს ხუროთმოძღვარს ვერ ვუწოდებთ!). ასე სინონიმურ წყებათა რიგს განეკუთვნება ტერმინები უშიშროება და უსაფრთხოება, მაგალითად, უშიშროების საბჭო, გაეროს უშიშროების საბჭო (ამ ტერმინთა განმარტებისათვის იხ. ქართული დიპლომატიური ლექსიკონი ტ. 1-2, რ. მეტრეველის რედაქციით. თბ., 1999; ასევე ჰ. კუპრაშვილის წინამდებარე წიგნი) და არა ,,გაეროს უსაფრთხოების საბჭო’’. ასე რომ, უშიშროება და უსაფრთხოება, ისე როგორც წმინდა და სუფთა, ძნელი და რთული ,,ლიტერატურული’’ და ,,სალიტერატურო’’ სიტყვები, ერთი შეხედვით, აბსოლუტურ სინონიმებად შეიძლება მოგვეჩვენოს. მაგრამ ეს ასე არაა. მეტიც: არ არსებობს ენაში აბსოლუტურად იდენტური, ერთი და იმავე 5 შინაარსის შემცველი სინონიმები, ისინი მხოლოდ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჩაენაცვლოს ერთმანეთს. თუ როგორია ამ სინონიმური ტერმინების – ,,უშიშროებისა’’ და ,,უსაფრთხოების’’ ხმარების გავრცელების არე და გამოყენების ქრონოლოგია, ამ ნაშრომში თავად იხილავთ. ჩვენი მხრიდან, როგორც ლინგვისტი და ქართველოლოგი, ქართული ენის მკვლევარი, დავძენთ, რომ შიში ძირძველი სიტყვაა: შიში ისტორიულად *სიშ ფორმისაგან წარმოდგა (სი-შ-ი. ამ სიტყვის ფუძეში ძირია შ, შდრ. მ-ე-შ-ინ-ი-ა, ძვ. ქართ. მ-ე-შ-ინ-ის), რომელიც ძველ ქართულში გასუბსტანტივებული (ზმნურობადაკარგული) სიტყვაა და მასდარად (ნაზმნარ სახელად) არ განიხილება. ეს უძველესი ოდენპრეფიქსული წარმოება ძველ ქართულში იშვიათია [იხ. არნ. ჩიქობავა, სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბ., 1942; ბ. ცხადაძე, მასდარის წარმოება ძველ ქართულში აწმყოს ფუძის ისტორიასთან დაკავშირებით, თბილისი, მეცნიერება’’, 1984 და სხვ.]. შიშისგან ქართულ ენასა და მის დიალექტებში არაერთი სიტყვაა ნაწარმოები, მაგალითად: საშიშარი ულამაზო, ცუდი შესახედავი ქალი ან კაცი (ს. ჟღენტი, ქართული ენის გურული დიალექტი); შიშამქრალა ძალიამ მშიშარა (ა. მარტიროსოვი, გ. იმნაიშვილი (ქართული ენის კახური დიალექტი); შიშიბელა (ქართული ენის ფშაური დიალექტი) მშიშარა, გულდედალი, მხდალი (იხ. ვაჟა-ფშაველას მცირე ლექსიკონი); შიშკალიფაი/ე-ჲ (ქართული ენის იმერული დიალექტი) შიში, მორიდება (ვ. ბერიძე); შიშლოურა შიშით, მორიდებით (პ. ჯაჯანიძე. ქართული ენის გურული დიალექტი); შიშლოურთი შეშინებული, ფრთხილი (ა. ღლონტი, ქართული ენის გურული დიალექტი); შიშლოური შეშინებული, მოულოდნელი წამოხტომა ან საქმის გაკეთება (ნ. კიწმარიშვილი, ქართული ენის გურული დიალექტის ზემოგურული კილოკავი); 6 შიშროული (ქართული ენის ლეჩხუმური კილო) შიშმორეული, შეშინებული (მ. ალავიძე); შიშხათი დაშინება სიმკაცრით (გ. შარაშიძე), შესწორება სიმკაცრით (ნ. კიწმარიშვილი, ქართული ენის გურული დიალექტის ზემოგურული კილოკავი); შიშიბრიქი დანიწვერობის ერთ-ერთი ილეთი (უ. სახლთხუციშვილი, ქართული ენის კახური დიალექტის გარეკახური კილოკავი). შიშ ფუძე დასდებია საფუძვლად ზოგიერთ ქართულ გვარსახელს: შიშნია, შიშნიაშვილი (ი. მაისურაძე, გ. ლეონიძე). შდრ. შიშნეული; უშიშა, უშიშარაისძე, შიშმანა, შიშმანაშვილი (ი. მაისურაძე). შიშს ქართული ენაში (და მის დიალექტებში) ომონიმური მნიშვნელობაც აქვს: შიში 1. მოსალოდნელი (ან თავსდატეხილი) საფრთხის განცდით გამოწვეული წუხილი. შიში 2. (აჭარ.) შამფური (ნ. გურგენიძე). შიში 3. ცხენის ფაფარი (კ. დანელია). იხ. ა. სიხარულიძე, ქართული ენის ომონიმთა ლექსიკონი (მეორე შევსებული გამოცემა), თბ., 2010, გვ. 389. რაც შეეხება საფრთხეს ( ძვ. ქართ. საბრჴე, შდრ. ფრთხილი) და მისგან ნაწარმოებ უსაფრთხოებას, იგი იშვიათად ხმარებული ნეოლოგიზმია, რომელიც სიტყვა-ტერმინის ,,უშიშროების’’ ბადალია და თითქმის მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედიდან აქტიური მოხმარების გახდა. ეს რომ ასეა, ვრწმუნდებით წინამდებარე წიგნის ავტორის, პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის მონოგრაფიული გამოკვლევით, რომელშიც ჩანს ავტორის პროფესიონალიზმი, განათლება, ავტორიტეტულობა. დღეს, სამწუხაროდ, ამ ტრიადას ვინმე იშვიათად აქცევს ყურადღებას, განსაკუთრებით პოლიტიკურ წრეებში, მასმედიაში... თანამედროვე პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა არ იციან როდის, რომელ შემთხვევაში სწორედ თქვან და იხმარონ ესა თუ ის სიტყვა. მაგალითად, რთული და ძნელი. მეტიც: ისე დავკნინდით, რომ ლამის ყველა ,,ძალიან’’ მართებული 7 სიტყვის ნაცვლად ,ძაან’’-ს ამბობს, ,,შიშის’’ ნაცვლად ,,შიშებს’’, ,,მოლოდინის’’ ნაცვლად - ,,მოლოდინებს’’, ,,დავაკონკრეტებ’’-ის ნაცვლად ,,დავკონკრეტდები’’, ,,მიტინგი გავმართე’’-ს ნაცვლად ,,მიტინგი გავაკეთე’’, ,,ვეუბნების’’ ნაცვლად ,,ვეუბნევი’’, ,,ჰესის’’ ნაცვლად ,,გესი’’ და ა. შ. აქ რბილი ლასის შესახებ არას მოგახსენებთ (მათ შესახებ ვრცლად იხ. ბ. ცხადაძე, ე. ცხადაძე, გამოყენებითი სტილისტიკა. წიგნი პირველი. თბ., 2010). ლამის ხელახლა დასაარსებელია ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება’’. სამწუხაროა, რომ გაუქმებულია: 1. პრეზიდენტთან არსებული ქართული ენის სახელმწიფო კომისია; 2. ენის სახელმწიფო პალატა; 3. პარლამენტში ქართული ენის ქვეკომიტეტი; 4. ყველა რადიო და ტელეგადაცემა, რომელიც ქართულ ენას ეძღვნებოდა; 5. პარლამენტში შეტანილი ენის კანონი დღემდე არ განხილულა; 6. არ მუშაობს რეკლამის კანონის ის პუნქტები, რომლებიც ენას ეხება; 7. პრესის კანონში არაფერია თქმული პრესის ენაზე; 8. შემცირდა ქართული ენის საათები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში; 9. მომრავლდა არაქართულენოვანი სასწავლებლები; 10. ქართული აღარაა სავალდებულო საგანი უმაღლეს სასწავლებლებში და ა. შ. გვაქვს გამონაკლისი: 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე უნდა განიხილოს კანონპროექტი ქართული სახელმწიფო ენის ფუნქციონირების შესახებ, რომლის დამტკიცების შემდეგ სახელმწიფო ენის დარღვევისათვის დაწესდება ფულადი ჯარიმები (იხ. ,,სახელმწიფო ენის შესახებ’’ კანონის დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება. 05 2-4 სექტემბერი, 2014. წყარო: http: /www for.ge veew ptp? for id =355339& cat = 3). ვფიქრობთ, ეს მხოლოდ პირველი ,,პროფილაქტიკური ნაბიჯია’’ სახელმწიფოს მხრიდან (სავარაუდოდ, შეიქმნება 50-კაციანი ქარ8 თული ენის დაცვისა და მისი ფუნქციონირების სახელმწიფო დეპარტამენტი) და ამ საწყისი ეტაპისათვის მისასალმებელია. მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის. ეს მხოლოდ დასაწყისის დასაწყისისად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან მოსაწესრიგებელია და გასასწორებელია არაერთი ხარვეზი, ცდომილება, ბადრი ცხადაძე ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საგამომცემლო სახლის ,,ტექნიკური უნივერსიტეტის’’ მთავარი სპეციალისტი, ნორმატიულ-ტექნიკური ჯგუფის წევრი. დედაქალაქი 2014 წლის 17 სექტემბერი 9 Sesavali ქართველების მეტყველებასა და წერილობით სიტყვაკაზმულობაში კარგა ხანია ნათლადაა გარკვეული და განსაზღვრული სიტყვა „უშიშროების“ შინაარსი, მნიშვნელობა და გამოყენების წესი, რასაც გასაგებად ადასტურებენ ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროები – 15-საუკუნოვანი ისტორიული ტრადიაცია.1 ეს კიდევ უფრო განამტკიცა ქართულმა ავტორიტეტულმა ენათმეცნიერებამ, როდესაც უკვე საბოლოოდ დაადგინა ამ ტერმინის გამოყენების შინაარსობრივი კონტექსტი და გამოყენების არეალი (მაგალითად, „ეროვნული უშიშროება“, „სახელმწიფო უშიშროება“, „უშიშროების საბჭო“ და სხვ.). სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის მიჯნაზე, არა ენის სპეციალისტების, მაგრამ „ყოვლისმცოდნის“ იმიჯმორგებული მავანი ადამიანების (შემდგომ ზოგი ხელისუფლებას დაუახლოვდა, ზოგი მთავრობაშიც მოხვდა და მოიპოვა გავლენა) ვოლუნტარისტული თვითნებობის შედეგად, ძირძველი ქართული სიტყვა „უშიშროება“ ზღვა მასალის, 15–საუკუნოვანი ბეჭდური წყაროების დამუშავებაში ფასდაუდებელი დახმარება გამიწია ჩემმა მეგობარმა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასის თავკაცმა, საზოგადო მოღვაწემ, აკაკი წერეთლისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემიების ლაურეატმა პროფ. გოგი დოლიძემ, რისთვისაც მინდა გამოვხატო მისადმი უდიდესი მადლიერება. 1 10 თვითნებურად გამოცხადდა არასასურველ ტერმინად, პრაქტიკულად ამოაგდეს ხმარებიდან და ჩაანაცვლეს შინაარსობრივად სრულიად განსხვავებული ტერმინით „უსაფრთხოება“ (მაგალითად, „ეროვნული უშიშროება“ შეცვალეს „ეროვნული უსაფრთხოებით“), მაშინ როდესაც „უსაფრთხოებაში“, ენათმეცნიერების დადგენილი ნორმებით, მოიაზრება სხვა შინაარსი, სხვა კონტექსტი, მაგალითად, „შრომის უსაფრთხოება“, „უსაფრთხოების ტექნიკა“, „ტექნიკური უსაფრთხოება“, „უსაფრთხო სექსი“ და სხვ. სამწუხაროდ, დღეს უკვე ორი სხვადასხვა შინაარსის გამოსახატავად იყენებენ ერთსა და იმავე ტერმინს „უსაფრთხოებას“. 11 §1. termini „non grata (TERMINUS „NON GRATA“) მასმედიაში, შესაბამისად საზოგადოებაშიც, „უშიშროების“ ნაცვლად „უსაფრთხოების“ თანდათანობით ჩანაცვლების პროცესის ყველაზე ადვილად გადასამოწმებელი (ამ შემთხვევაში, მხოლოდ ამიტომ ვიშველიებ, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე) ნათელი მაგალითია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის (2004-2013) ტელევიზიით გაშუქებული ინტერვიუები. იგი 2005 წლამდე სწორ კონტექსტში იყენებდა ტერმინ „უშიშროებას“, მაგრამ, გარემოცვისა და მასმედიის გავლენით, შემდგომ პერიოდში, ჩვენი პრეზიდენტი ერთმანეთში ურევდა ამ ტერმინებს და ბოლოს კი მხოლოდ ხელოვნურად თავსმოხვეულ ტერმინ „უსაფრთხოებას“ ხმარობდა. ერთადერთი გამონაკლისია თავად სახელწოდება საქართველოს პრეზიდენტის უმაღლეს სათათბირო ორგანოსი („ეროვნული უშიშროების საბჭო“), რომე- ლსაც ვერაფერი მოუხერხეს, რადგან ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო. არადა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ნამდვილი კურიოზები, როცა: 12 1. ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი აცხადებს – „ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშავდება „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის" ახალი ვარიანტი (ხაზი ჩემია – ჰ.კ.); 2. ან პარლამენტში შედის პრეზიდენტის ხელმოწერილი დოკუმენტი: „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ (№07-1/330; 16.12.2011), სადაც წერია „დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების (?!) კონცეფციას“ (ხაზი ჩემია – ჰ.კ.). ლოგიკურად ჩნდება კითხვა: თუ საბჭო არის „ეროვნული უშიშროებისა“, რატომ უნდა ვუწოდოთ კონცეფციას „ეროვნული უსაფრთხოების“ და არ მოვიხსენიოთ იგი მანამდე არსებული ტრადიციული სახელწოდებით – „ეროვნული უშიშროების“ კონცეფცია? რაც შეეხება შინაარსობრივად ტერმინ „უსაფრთხოების“ ასეთ აღქმას, რომ ვითომცდა სიტყვის შინაარსი იმგვარად ესმით, რომ, მათებური გაგებით, ეროვნულთან კონტექსტში სწორედ უსაფრთხოება უნდა იქნეს გამოყენებული“, ვოლუნტარისტულია და უგულებელყოფს ობიექტურად არსებულ კანონზომიერებას. სპეციალისტის მიერ მეცნიერულად დადგენილი და სახელმწიფოს მიერ აღიარებული ენის ნორმა აკადემიურ დონეზე საკამათო შეიძლება გახდეს ისევ ენის სპეციალისტისათვის და არა დილეტანტებისათვის, რადგან რამდენი ადამიანიც არის, იმდენი 13 სუბიექტური აღქმა არსებობს და ყოველი მათგანის ჭირვეულობაზე წესებისა და ნორმების ცვლა ქაოსს გამოიწვევს. ანდა შევეხოთ ტერმინ „უშიშროების“ მოწინააღმდეგეთა მეორე ახირებას, რომ „უშიშროება“ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტთან (КГБსთან) ასოცირდება და ამიტომ არ უნდა გამოვიყენოთო – ესეც უსუსური პოლიტიკური სპეკულაცია და უაზრო სენტიმენტალიზმია. გასაგებია, რომ მართლაც საშინელ ასოციაციებს იწვევს ამ ჯალათური საბჭოთა ინსტიტუტის და მასთან დაკავშირებული ადამიანების ამაზრზენი და დანაშაულებრივი საქმიანობა2. გარკვეული დროის შემდეგ "კაგებეს" ამგვარი ემოციური დატვირთვა აღარ ექნება, ჩვენი ენა კი დარჩება კიდევ ერთი, ვიმეორებ, ძირძველი ტერმინის გარეშე. სუკ-ს მენტალურად და შინაარსობრივად უნდა გავემიჯნოთ, ძველი ქართული სიტყვა რა შუაშია? „კგბ“ კი არა, როგორც ერი და ქვეყანა თვითონ რუსეთიც კი არ არსებობდა, როდესაც პირადად, სხვაზე არანაკლებ განმიცდია სუკ-ის დევნა 1967, 1975 და 1979 წლებში. საერთოდ, მთელი ცხოვრება დაღად დამყვა მუდმივ სტრესში ყოფნა, რადგან გამზარდა ბებიამ, რომელიც „მოღალატის“ ცოლი იყო. ბაბუაჩემი ლუკა კუპრაშვილი (18961924) საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში 28 წლისა დაიღუპა ოკრიბის ტყეში. დარჩა 18 წლის მამაჩემზე ფეხმძიმე მეუღლე. გასაგებია, მთელი ცხოვრება იგი ბოლშევიკების როგორი პრესის ქვეშ იქნებოდა ოჯახთან ერთად. 2 14 ქართველები ამ სიტყვას იყენებდნენ. გაუგებარია, ხელოვნურად რატომ უნდა შეველიოთ რომელიმე ტერმინს და ამით გავაღარიბოთ მშობლიური ენა. ეს ტენდენცია შეიძლება გასაგები ყოფილიყო, ენათმეცნიერებს, ამ დარგის სპეციალისტებს, რომ წამოეწიათ ეს საკითხი, მაგრამ არასპეციალისტები და მედროვენი რომ აქტიურობენ და საზოგადოებას ახვევენ საკუთარ სუბიექტურ აზრს, ესაა მიუღებელი. თუ რა იგულისხმება ტერმინ „უშიშროების“ შინაარსში, ამის შესახებ, როგორც დასაწყისში აღინიშნა, ქართულმა ისტორიოგრაფიამაც ასახა მისი ისტორიულად ტრადიციული გაგება და ქართულმა ენათმეცნიერებამაც – სახელოვანი მკვლევრის, მეცნიერების კორიფეს, აკად. არნოლდ ჩიქობავას (1898–1985) ხელმძღვანელობით ხომ დიდი ხანია გამოტანილია სრულიად კომპეტენტური დასკვნა. სწორედ ამ მეცნიერული და ისტორიული ტრადიციის საფუძველზე, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, პირველად, ოფიციალურად გაჩნდა ტერმინი „ეროვნული უშიშროება“ ანუ, როდესაც 1995 წელს მიღებულ კონსტიტუციის 73-ე მუხლში ჩაიწერა „ეროვნული უშიშროების საბჭო“ [1], ხოლო 1996 წლის 24 იანვარს პარალმენტის მიერ მიღებული იქნა „კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ [2]. 15 ცნობილია, რომ ტერმინი „National security” („ეროვნული უშიშროება“) თანამედროვე გაგებითა და შინაარსით ამერიკელებმა დაამკვიდრეს.3 სწორედ ეს (ორ გაერთიანებულ ინგლისურ სიტყვაში ჩადებული) შინაარსი იგულისხმეს ახალი ქართული პოლიტიკური ტერმინის – „ეროვნული უშიშროების“ სახელწოდებაში. ვიმეორებ, საქართველოში 1995 წელს შემოღებულ ტერმინში „ეროვნული უშიშროება“, გათვალისწინებულ იქნა საქართველოში სიტყვა „უშიშროების“ გამოყენების ტრადიცია და ამავე დროს, ამერიკულ ტერმინთან მისი შინაარსობრივი თანხვედრა. ამ შემთხვევაში ტერმინი „ეროვნული“ გამოიყენება ფართო გაგებით და გულისხმობს მთელ ქართველ ხალხს, ქვეყნის მთელ მოსახლეობას, შესაბამისად მათი უშიშროების უზრუნველყოფას.4 ცნება „ეროვნული უშიშროება“ პოლიტიკურ ლექსიკონში პირველად გამოყენებულია 1904 წელს პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის (Theodore Roosevelt, 1858-1919) წერილში აშშ-ის კონგრესისადმი, სადაც იგი პანამის არხის ზონის მიერთებას „ეროვნული უშიშროების“ ინტერესით ასაბუთებდა. შემდეგ წლებში ეს პრობლემა ცენტრალურ ადგილს იკავებს ამერიკელ პოლიტოლოგთა გამოკვლევებში. ეროვნული უშიშროების საბჭო კი 1947 წელს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა (Harry S. Truman, 1945-1953) შექმნა. 4 ეროვნული უშიშროება არის პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების საშინაო და საგარეო საფრთხისაგან დაცულობა და ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რომლის ხარისხსაც განაპირობებს სახელმწიფოს მიერ მოსალოდნელი საფრთხეების ამოცნობისა და მათი დროულად განეიტრალების უნარი. 3 16 ხოლო ტერმინი „უშიშროება“, მოიაზრებს პოტენციური და რეალურად არსებული არაერთი საფრთხისა და მუქარისგან პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცულ მდგომარეობას ან ამგვარი საშიშროების არარსებობას. ინგლისურ ენაშიც ტერმინი „Security“ („უშიშროება“) იხმარება უმთავრესად სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში: security), „ეროვნული „უშიშროების უშიშროების“ საბჭოს“ (Security (National Council), „საინფორმაციო უშიშროების“ (Security information) და სხვ. ხოლო ტერმინ „Safety"-ს („უსაფრთხოება“) ინგლისურ ენაში, ისევე როგორც ქართულში, საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი და იხმარება, „წარმოებაში ტექნიკური უსაფრთხოების“ (Industrial safety), „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების“ (Road safety), „უსაფრთხოების ღვედების“ (Safety belts), „ტექნიკური უსაფრთხოების წესების“ (Safety code regulations) გამოსახატავად. შედარებისათვის ამ კუთხით განვიხილოთ ავტორიტეტული და ცნობილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დოკუმენტები. აქაც ტერმინი „Security“ ქართული „უშიშროების“ კონტექსტშია ნახმარი, რასაც ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების სახელწოდებაც მოწმობს: Political Affairs and Security Policy Division, Emerging Security Challenges Division, Science for Peace 17 and Security, Cooperation and Regional Security Division და სხვ., ხოლო ტერმინი „Safety“ (უსაფრთხოება), იმავე ნატოს დოკუმენტებში ყუმბარების აფეთქებასთან და, აქედან გამომდინარე, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების კონტექსტშია გამოყენებული; ნატოში არსებობს კიდეც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიც: The CNAD Ammunition Safety Group (AC/326 და Munitions Safety Information Analysis Center (MSIAC). ნატოს დოკუმენტებში ნათლადაა გამოკვეთილი ამ ორი ტერმინის გამოყენების ჩარჩოები, მაგრამ ტერმინ „უშიშროების“ წინააღმდეგ მებრძოლ ქართველებს გონება ისე წაერთვათ, რომ როდესაც საქართველოს 18 ნატოსკენ სწრაფვის მხარდასაჭერად თბილისში დამზადდა ბანერები (მრავალ დაწესებულებაში გამოიკრა), საოცრება ის იყო, რომ ნატოს დევიზში ქართულ ენაზე „უშიშროების“ მაგრამ ნაცვლად ასევე მოინდომეს ჩაწერეს არაკომპეტენტურად ცვლილებების შეტანა „უსაფრთხოება“, ინგლისურშიც და Security–ის მაგივრად ტერმინი Safety ჩასვეს. ამ უხეში შეცდომის ნაყოფი ასე გამოიყურებოდა ქართულ ენაზე – „დემოკრატია, უსაფრთხოება, კეთილდღეობა“, ხოლო ინგლისურ ენაზე – „DEMOCRACY, SAFETY, PROSPERITY” (ხაზი ჩემია – ჰ.კ.). ე.ი. მსოფლიოში მშვიდობის, პოლიტიკური და რეგიონული უშიშროების უზრუნველსაყოფად ნატოს საქმიანობა დაიყვანეს საბრძოლო მასალის შენახვისა და სამხედრო ბაზებზე დასაწყობებული ყუმბარების აფეთქებასთან დაკავშირებული შრომის უსაფრთხოების დაცვამდე ?! დღესავით ნათელია, რომ დევიზი ქართულად უნდა დაეწერათ ასე: „დემოკრატია, უშიშროება, კეთილდღეობა“, ხოლო ინგლისურად – „DEMOCRACY, SECURITY, PROSPERITY” . ტერმინ „უშიშროების“ შინაარსობრივი გაგებისა და გამოყენების თვალსაზრისით, როგორც ქართულ და ინგლისურ ენებშია, იგივე მდგომარეობა გვაქვს მრავალ სხვა ენაშიც. განსხვავებული მდგომარეობაა რუსულ და რამდენიმე სხვა ენაში, რომლებშიც ორივე მოვლენის 19 გამოსახატავად ერთი და იმავე სიტყვას იყენებენ. მაგალითად, რუსულ ენაში ორივე ტერმინის, როგორც „უშიშროების“ („Security“), გამოსახატავად („Safety“) ისე „უსაფრთხოების“ გამოყენებულია მხოლოდ ერთი ტერმინი „Безопасность“ (რუსებისაგან უკეთესი სხვა ვერაფერი გადმოვიღეთ და ქართველმა პოლიტიკურმა მედროვეებმა მიაღწიეს იმას, რომ დღეს საქართველოშიც იხმარება მხოლოდ ერთი ტერმინი „უსაფრთხოება“, ტერმინ „უშიშროების“ იგნორირების ხარჯზე). ცნობილია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოში ეროვნული უშიშროების კონცეფციაზე ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყო მუშაობა. მიმდინარეობდა კონცეფციის შემმუშავებელი კომისიის 45 წევრის, დარგობრივი სპეციალისტებისა და მეცნიერების მიერ პროექტის საფუძვლიანი განხილვა (მონაწილეობდა მთელი ქართული მეცნიერული ელიტა, ვისაც კი ამ სფეროში სიტყვა ეთქმოდა). ამავე დროს პროექტი დაიგზავნა აბსოლუტურად ყველა სამინისტროსა და უწყებაში, სამხარეო სტრუქტურებში და შემოსული შენიშვნები იხილებოდა სხდომაზე, კომისიის რომელსაც 131 შეკრებებზე. ერთ-ერთ ადამიანი ესწრებოდა, მხოლოდ კომისიის ორმა წევრმა გამოთქვა აზრი ტერმინ „უშიშროების“ ტერმინ „უსაფრთხოებით“ ჩანაცვლების თაობაზე. მიუხედავად ამისა, რომ 13120 დან მხოლოდ ორ ადამიანს ჰქონდა სხვა მოსაზრება და ჩვენ შეგვეძლო ყურადღება არც კი მიგვექცია ამ აშკარად უმცირესობაში მყოფთათვის, მაინც დამატებით მოვიწვიეთ ენათმეცნიერები და მხოლოდ ამის შემდეგ ეთქვა დასაბუთებული უარი იმ ორ პიროვნებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს საკითხი გადაწყდა არა პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების, თუნდაც საჯარო მოხელეების სუბიექტური მოსაზრებების მიხედვით, არამედ დარგის სპეციალისტებთან დამატებითი საფუძვლიანი კონსულტაციების შედეგად.5 ავტორს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში (1996–2004) ეკავა შემდეგი თანამდებობები: საინფორმაციოანალიტიკური სამსახურის უფროსი (1996–2002); უსაფრთხოების მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგის, ანალიზისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორი (2002–11.2003); საორგანიზაციო და საიდუმლოების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტი (11.2003–06.2004); ინფორმაციის ანალიზის განყოფილების უფროსი (06.2004–11.2004). 5 21 §.2 terminebis „uSiSroebisa“ da „usafrTxoebis“ lingvistur-istoriuli da politikuri anatomia termini „uSiSroeba“ უშიშროება – პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცული მდგომარეობა პოტენციური და რეალურად არსებული საფრთხისა და მუქარისგან ან ამგვარი საშიშროების არარსებობა. სხვანაირად, ადამიანის (საზოგადოების...) მიერ თავისი ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და საკუთარი უფლებების დაცულობის უზრუნველყოფაში მდგრადობის შეგრძნება... ტერმინის წარმოშობა ტერმინი ქართული „უშიშროება“ სიტყვისგან ზედმიწვნით: ნაწარმოებია „უშიშობა“ უშიშაროებაუშიშროება, ძველი (უშიშება) რომელიც ძველი ქართული ენის ლექსიკონში განმარტებულია, როგორც „უშიშრობა“ [3]. ეს ტერმინი გვხვდება ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში, 6 როგორიცაა: „ქართლის ცხოვრება“6 მეამაყება, რომ 1970 წელს ცნობილი ქართველი მწერლის დავით კასრაძის (1885–1965) პირადი ბიბლიოთეკიდან „ქართლის 22 – ლეონტი მროველის (VIII ს.) „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, „მატიანე ქართლისაÁ“, ლაშა-გიორგის7 დროინდელი მემატიანე (1223) „ცხორე[ბა გიორგი] მეფისა“, ჯუანშერი (VIII ს.) „ცხორებაÁ ვახტანგ გორგასლისა8...“, „ცხორებაÁ მეფეთ-მეფისა დავითისი“,9 „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, ჟამთააღმწერელი (XIV ს.) [4], ვახუშტი ბატონიშვილი (1696-1757) „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ [5] და სხვ. ტერმინ „უშიშობა“-ს კი საფუძვლად უდევს სიტყვა „შიში“. ტერმინ „შიში“-სა და მისგან წარმოებული ტერმინების მნიშვნელობა ლექსიკონებში ახსნილია შემდეგნაირად: 1. სულხან-საბა ორბელიანის (1658-1725) „ლექსიკონი ქართული“: 1) შიში, სიში – ხოლო შიშიცა განიყოფების ექვსად. ერთ-ერთი ახსნილია ასე: უღონოება – შიში განვრდომილებისა, რამეთუ შეგვეშინის რაჲ, ჴვებულ ყოფასა უღონოებითა; 2) საშიშარი – შიშის ადგილი; ცხოვრების“ აკადემიური გამოცემის 1–2 ტომი საჩუქრად გადმომცა მწერლის ქალიშვილმა, ქალბატონმა ნაისი კასრაძემ. 7 გიორგი IV ლაშა (1213–1223) – საქართველოს მეფე. თამარ მეფის (1184–1213) და დავით სოსლანის ძე (გარდ. 1205). 8 ვახტანგ I გორგასალი (დაიბადა დაახლ. V საუკუნის 40-იანი წლებში– 502) — ქართლის მეფე,. 9 დავით IV აღმაშენებლი (1089-1125), საქართველოს მეფე. 23 3) საშიში – შიშის საქმე (საქნელი) [6]. 2. ილია აბულაძის (1901-1968) „ძველი ქართული ენის ლექსიკონი“: 1) შიში – ზარი, ტუქსვა, ძრწოლა, თრთოლა; 2) შიშვა – შინება; 3) შიშნეული – მოშიშე; 4) შინება – შეშინება, მშიშრება, დამედგრება, განკრთომა, დახსნა; 5) უშიში – უშიშარი, კრძალული [3]. 3. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი: 1) შიში – მოსალოდნელი (ან თავსდატეხილი) საფრთხის განცდით; 2) გამოწვეული ცუდი, შემაწუხებელი გრძნობა; 24 3) შიშობს – ა) შიში აქვს რისამე (ეშინია). ბ) შეწუხებულია რაიმეს ცუდის მოლოდინით (ეშინია); 4) ეშინია უშიშარი (უშიშრისა) – ა) ვისაც არაფრის არ (გულადი, გაბედული, მამაცი). ბ) ასეთი ადამიანის შესაფერისი (უშიშარი გულის პატრონი). გ) სადაც საშიში არაფერია (უშიშარი ადგილი); 5) უშიშრობა – უშიშრის თვისება (გულადობა, მამაცობა) [7]. ტერმინის მნიშვნელობა ჩვენი წინაპრების მიერ, როგორც ამას ისტორიული წყაროები მოწმობენ, ტერმინი „უშიშროება“ (უშიშოებაÁ) ტრადიციულად გამოყენებულია მხოლოდ სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში (უშიშროება სახელმწიფოსი, ქვეყნის, საზოგადოების, ხელისუფლების, ადამიანის და სხვ.). მაგალითად, „ქართლის ცხოვრებაში“ ტერმინი „უშიშროება“ (უშიშოებაÁ) სწორედ ამ კონტექსტშია გამოყენებული მრავალგზის: 1) „და დაჯდა მირვან10 მცხეთას, მეფობდა ნებიერად და უშიშად“ [4, გვ. 28] (ლეონტი მროველი. მირვან (მირიან) I (ძვ. წ. 159-109) იბერიის მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის მე-3 წარმომადგენელი, მეფობდა ფარნავაზისა (ძვ. წ. 304–239) და საურმაგის (ძვ. წ. 234–159) შემდეგ. 10 25 ცხოვრება ქართველთა მეფეთა. მროველს ტერმინი გამოყენებული აქვს სამჯერ); 2) „სპარსეთისა სულტანნი, შორს მყოფნი და ახლოს მყოფნი, მეძღუნედ და მოხარკედ მისდა იყვნეს, და ყოველნი სანაპირონი სამეფოსა მისისანი უშიშად ჰქონდეს“ ანუ მთლიანად სამეფოს საზღვრების უშიშროება უზრუნველყოფილი იყო [4, გვ. 367]. (ლაშა- გიორგის დროინდელი მემატიანე. ცხორე[ბა გიორგი] მეფისა. ტერმინი გამოყენებულია ორჯერ); ასევე: 3) „იძებნეს უშიშოებაÁ და გამოიყვანეს მეფე მეფედ“ [4, გვ. 302] (მატიანე ქართლისაÁ. ტერმინი გამოყენებულია ორჯერ); 4) ჯუანშერი. „ცხორებაÁ ვახტანგ გორგასლისა...“, აქაც ტერმინი გვხვდება ოთხჯერ; 5) „ცხორებაÁ ისტორიულ მეფეთ-მეფისა წყაროშიც დავითისი“, ტერმინი ამ გამოყენებულია სამჯერ; 6) ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ამ ნაწარმოებში ტერმინი ნახმარია ერთჯერ; 7) ჟამთააღმწერელი ტერმინს იყენებს ცხრაჯერ... როგორც ზემოთ აღინიშნა, იმავე ტერმინს იცნობს ვახუშტი ბატონიშვილიც [5]. ეს ტერმინი გვხვდება არა მარტო საისტორიო, არამედ სასულიერო (ჰაგიოგრაფიულ) უძველეს მხატვრულ ლიტერატურაშიც. 26 და ასევე ტერმინი შიში და მისგან წარმოებული სიტყვები გვხვდება ჩვენს დრომდე მოღწეული ქართული მხატვრული ლიტერატურის უძველეს ძეგლში, მე-5 საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“: „რომელსა არცა ჭირი ეხილვა, არცა შიში, არცა მახჳლი...“ [8]. ტერმინ „უშიშ“-ის იყენებს მე-6 საუკუნის უცნობი ქართველი მწერალი ჰაგიოგრაფიული „ევსტათი მცხეთელის თხზულება მარტვილობაში“: „ესრეთ მტერთაგან უშიშ იქმნნეს“ [9]. იგივე მდგომარეობაა უძველეს ნათარგმნ ლიტერატურაში. მწერალმა და პოლიტიკურმა მოღვაწემ სარგის თმოგველმა11 XII საუკუნის შუა ხანებში გენიალურად თარგმნა სპარსელი პოეტის ფახრ-ედ-დინ გორგანის12 სამიჯნურო პოემა „ვის ო რამინი“. ქართულად ცნობისარგის თმოგველი – XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერალი, მეცნიერი, ფილოსოფოსი და რიტორი. მას ეკუთვნის რომანტიკულ-სათავგადასავლო პოემა „დილარგეთიანი“ („დილარიანი“), რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მასვე მიეწერება XI ს. სპარსული პოემის „ვის ო რომანის“ პროზაული ქართული თარგმანი – „ვისრამიანი“. 12 ფახრ-ედ-დინ გორგანი (გორგანელი) – მე-11 საუკუნის სპარსელი პოეტი. დაიბადა გორგანში (ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). მისი პოემა რომანტიკული ეპოსის ერთ-ერთი პირველი ძეგლია. დედანი არ შემორჩენილა. ქართულ ენაზე შემონახულია მსოფლიოში მე11–ისა და მე-17 საუკუნის ყველაზე ძველი თარგმანები. ქართულიდან ითარგმანა ინგლისურ (1914 წ.) და რუსულ ენებზე (1938 წ.). 11 27 ლი „ვისრამიანი“. მასში საერთოდ არაა ნახსენები ტერმინები უსაფრთხოება და საფრთხე, სამაგიეროდ, ტერმინი, „უშიშრობა“ (უშიშობა და სხვ.) 13-ჯერ არის გამოყენებული (თავები: 10, 31, 32, 39, 41-43, 49, 83-85, 87, 89). მაგალითად, 42-ე თავში წერია: „ესრე უშიშრად გაჴდა გურგანი, რომელ ცხუარნი და მგელნი ერთად იყვნიან“ [10] (ანუ უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისე უშიშარი გახადა ქვეყანა (გურგანი), რომ თხა და მგელი ერთად ძოვდნენ). ტერმინ „უშიშროებას“ იყენებდნენ ჩვენი სახელოვანი პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწენი: სოლომონ დოდაშვილი (1805-1836) – „რომელ მტკიცე მარჯვენა მეფისა ჰზრუნავს უშიშროებისათვის ჩვენისა და ყოველივე დაბორკილებანი აღხოცეს" [11]. ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) 1837 წელს ნიკოლოზ პირველისადმი13 წარდგენილ ნაშრომში „საქართველოს მოკლე ისტორიულ ნარკვევი და მდგომარეობა 1801-1831 წლამდე" იყენებს ტერმინს „უშიშროებას“: „უშიშროება არ იყო არც ქალაქად, არც სოფლად" [12]. ილია ჭავჭავაძე (1837-1907), 1889 წელს „ივერიაში“ (#90) გამოქვეყნებულ წერილში – „...რომ ჩვენი მიჯნა 13 ნიკოლოზ პირველი – რუსეთის იმპერატორი (1825–1855) 28 სამხრეთისა საქართველოზედ შორს გაედგა მოსვენებისა და უშიშროებისათვის...“ [13]. ასევე „ქვათა ღაღადში“– „მას აქეთ, რაც ვახტანგმა გორგასალმა ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიიმართა იმაზე, რომ სამხრეთით გაგვემაგრებინა ჩვენი თავი" [14]. ამ ტერმინს ილია ბევრგან ხმარობს – „დადგა ხანა, ხანა მოსვენებულის, ამიტომ უშიშარის შემოვიფარგლეთ ციტატით. 29 ცხოვრებისა" მხოლოდ [15], რამდენიმე ტერმინ „უშიშროებას“ იყენებს ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, სამოციანელთა თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ნიკო ნიკოლაძეც (18431928): „მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ უშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას.“ [16]. ხაზგასმით საუკუნეების უნდა აღინიშნოს, ქართულ რომ საისტორიო V-XIX წყაროებში, სასულიერო მწერლობასა და მხატვრულ ლიტერატურაში, ასევე ჩვენი სახელოვანი პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწეთა ნაწერებში14 გამოყენებულია მხოლოდ ტერმინი „უშიშროება“ (უშიშობა) და მაშინ, როდესაც საერთოდ არ გვხვდება მავანთა მიერ დღეს, ასე სრულიად დაუსაბუთებლად ლობირებული, შინაარსობრივად სხვა დატვირთვის მქონე ტერმინი „უსაფრთხოება“. შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ არის შეტანილი „ძველი ქართული ენის ლექსიკონშიც [3]. და ბოლოს, ქართული მეცნიერების კორიფეთა არნ. ჩიქობავა, ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი) რედაქტორო(აკადემიკოსები: ბით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიერ ქართული ენათმეცნიერების 14 სანიმუშოდ აქ მხოლოდ რამდენიმე მათგანი წარმოვადგინეთ. 30 აყვავების ეპოქაში გამოცემულ „ქართული განმარტებით ლექსიკონში“ ტერმინი ასევე, სოციო-პოლიტიკურ ენის „უშიშროება“, კონტექსტშია ახსნილი: „მდგომარეობა, როდესაც რისამე საფრთხე არ არსებობს, რაიმე საშიშროება, საფრთხე არ ემუქრება ვისმე, რასმე“ და მაგალითებად მოყვანილია „სახელმწიფო უშიშროების დაცვა“, „გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო“ და სხვ. [7]. ტერმინის გამოყენება როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია ტერმინ „უშიშროების“ ხმარების ისტორიული ტრადიაცია და ქართული ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილია შინაარსობრივად მისი გამოყენების კონტექსტი, მავანი გავლენიანი პირების ვოლუნტარისტული თვითნებობის შედეგად, სისტემებრ ადგილი აქვს მისი ტერმინ „უსაფრ- თხოებით“ ანუ შინაარსობრივად მისგან განსხვავებული ტერმინით ჩანაცვლების მცდელობას. „უშიშროების“ და „უსაფრთხოების“ ტერმინების შინაარსობრივი სხვაობის თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან ორ მაგალითს: პირველში, ტერმინების "სასურსათო უშიშროებისა" – "სასურსათო უსაფრთხოების" შედარებას და მეორეში, „ინფორმაციული უშიშროებისა“ – „ინფორმაციული უსაფრთხოების“ შედარებას. 31 პირველი, ტერმინ „სასურსათო უშიშროებაში“ იგულისხმება სახელმწიფოში სურსათის ამოწურვის საფრთხე, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება შიმშილი და სხვა თანამდევი პრობლემები გამოიწვიოს. შესაბამისად, სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფაში, ამ თვალსაზრისით იგულისხმება, რომ ეროვნული უშიშროების საბჭომ ხელისუფლებას უნდა მიაწოდოს რეკომენდაციების რამდენიმე ვარიანტი, რის საფუძველზეც მთავრობა შეიმუშავებს ისეთი პ ო ლ ი ტ ი კ ა ს, გაატარებს ისეთ წინმსწრებ ღონისძიებებს, რაც პოტენციურ მსხვერპლს ანუ ქვეყნის მოსახლეობას თავიდან ააცილებს მოსალოდნელ საშიშროებას. „სასურსათო უსაფრთხოებაში“ მოიაზრება სურსათი, რომელმაც შეიძლება ადამიანის მოწამვლა გამოიწვიოს, მაგალითად, თუ ის გაფუჭებულ კონსერვს გაუფრთხილებლობით შეჭამს ანუ ისევ ძველი ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ესაა ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვის, სხვანაირად, შრომის უსაფრთხოების, შრომის დაცვის სფერო. კიდევ უფრო ზუსტად, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ესაა „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (Health & Safety), შემოკლებით H&S და თანამედროვე საერთაშორისო კომპანიები ვალდებული გათვალისწინებული არიან ღონისძიებები გაატარონ. 32 H&S-ით ცხოვრებაში მოკლედ, ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო პირობებში თუ თუნუქის ქილაში მოთავსებულ თევზის კონსერვს იყიდი, უნდა დაიცვა უსაფრთხოების წესები ანუ გახსნის შემდეგ დიდხანს არ უნდა გააჩერო თუნუქის ქილაში, თორემ შეიძლება თქვენი მოწამვლა გამოიწვიოს ან ელექტროსაქონლის შეძენისას უნდა დავიცვათ ინსტრუქციით გათავალისწინებული უსაფრთხოების წესები, რათა დენმა არ დაგარტყათ და არ დაგაზიანოთ. მეორე, ტერმინი „ინფორმაციული უშიშროება“ გულისხმობს ინფორმაციულ სფეროში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცულობის მდგომარეობას, რასაც განსაზღვრავს პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბალანსირებული ინტერესების ერთობლიობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ტერმინ „უშიშროების“ მოწინააღმდეგეები ვერც ამ განსაზღვრების არსში ერკვევიან და უფრო მეტიც, მათ შეიმუშავეს კანონპროექტი „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“, რომელშიც, ტერმინიც და შინაარსიც არ ასახავს რეალობას. კანონპროექტი ეხება მხოლოდ „კიბერუსაფრთხოების“ განხორციელების სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და არა იმ ამოცანებს, რაც დღეს დგას საქართველოს ინფორმაციული უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით ანუ ლაპარაკია მის მხოლოდ ერთ კომპონენტზე. 33 ამ ნაწილში საგრძნობია ამერიკული დოკუმენტების გაუაზრებელი გავლენა. არაა გათვალისწინებული ის, რომ ამერიკელებმა ეტაპობრივად გაიარეს გრძელი გზა და თვისობრივად და ხარისხობრივად ახლა ისინი განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფებიან,15 შესაბამისად, მათ წინაშე მდგარი მიზნები და ამოცანები სრულიად განსხვავდება საქართველოსაგან, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნეა. ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატები წამყვანი სახელმწიფოა, დომინირებს მსოფლიოს საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ საქართველოს წარმოებულ საინფორმაციო ომში წინააღმდეგ რუსეთის მიერ გამოყენებული ინფორმაციული იარაღი და ბრძოლის რონალდ რეიგანის (1911–2004) ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (აშშ–ის პრეზიდენტი 1981–1989 წლებში) პრინციპულად ახლებური დატვირთვა შეიძინა ინფორმაციულმა ზემოქმედებამ, მკვეთრად გაიზარდა ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზემოქმედების, ფსიქოლოგიური ოპერაციების როლი აშშ-ის ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სისტემაში. რეიგანმა თეთრ სახლში მოსვლისთანავე წამოაყენა ეროვნული უშიშროების თავისი სტრატეგია, რომელიც დიპლომატიური, ეკონომიკური, სამხედრო და ინფორმაციული კომპონენტებისაგან შედგებოდა. 1983 წლის იანვარში მან ხელი მოაწერა #77 დირექტივას – „ეროვნული უშიშროების მიზნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი დიპლომატიის სახელმძღვანელო“. იმ პერიოდში უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დაიწყო გლობალური ომების ერა მთელი სახელმწიფოებრივი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციის საფუძველზე, ადამიანების (ერების) საზოგადოებრივი შეგნების სასურველი გზით წარმართვისათვის. 15 34 მეთოდები ქართულ სპეციფიკაზეა მორგებული. დასავლეთის სპეცსამსახურები აქამდე რომ ზოგადად იკვლევდნენ, ახლა ქართველთა ჩვევებსა საქართველოში გულმოდგინედ და სურვილებს, ბატონობისა სპეცსამსახურების სწავლობენ და საქმიანობის მაგრამ რუსული ორასწლოვანი გამოცდილების შედეგად, დღეს მსოფლიოში რუსებზე უკეთ, ზედმიწვნით, ნიუანსურადაც კი, არავინაა მცოდნე ქართველების ფსიქიკის, ქცევის, ტრადიციების, კულტურული და სულიერი ღირებულებებისა ანუ რუსეთს ძალზე ეფექტურად შეუძლია გამოიყენოს ინფორმაციული იარაღით ზიანის მიყენების მთავარი ფაქტორი - ცნობიერებით მანიპულაცია ანუ საქართველოს მოსახლეობის ინდივიდუალურ, ჯგუფურ და მასობრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების გზით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ასეთ ვითარებაში, რუსეთისგან თავდასაცავად, ჩვენთვის კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანია ყურადღების ზღვრელი (და აუცილებელად გამახვილებას), ამ ეტაპზე ნამდვილად – მაგრამ პატარა ძალზე მოითხოვს არა განმსა- ანალიზია იმის გასარკვევად, რომ შედარებით იოლი შესაფასებელი და მოსაგვარებელია უსაფრთხოების ამ პროექტით შესახებ") ("ინფორმაციული გათვალისწინებული უარყოფითი შედეგები და მტრის მიერ ქვეყნისთვის 35 მიყენებული პირდაპირი ინფორმაციული დაზიანების ზარალი (მაგალითად, ინფრასტრუქტურის გამოსწორება და ფიზიკური ინფორმაციული რესურსების აღდგენა). მაგრამ, ამ დროს, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაცილებით ძნელი შესაფასებელია კრემლის წინააღმდეგ წარმოებულ მიერ ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო–ფსიქოლო- გიურ ომში წაგების შედეგად მიღებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ზარალი აუნაზღაურებელი კოლოსალური დანაკარგებით (დღეს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ დიდი ნაწილია გამოყენებული მოქცეული რუსეთის ამ ჩვენს მთავარი იარაღის მოქმედების არეალში). ზერელე გაცნობითაც კარგად ჩანს, რომ 2000 წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინის16 ხელმოწერილ რუსეთის საინფორმაციო უშიშროების დოქტრინაში წამყვანი ადგილი სწორედ საინფორმაციო–ფსიქოლოგიურ ომს უკავია. ვინაიდან სწორედ პუტინის რუსეთისაგან გვიწევს თავდაცვა, შესაბამისად, უნდა შეიქმნას „საინფორმაციო უშიშროების დოქტრინა“ (კონცეფცია) და არა „საინფორმაციო უსაფრთხოებისა“ (რომელიც მხოლოდ ვლადიმერ პუტინი – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი – 2000–2008, პრემიერ–მინისტრი – 2008–2012 და კვლავ პრეზიდენტი 2012 წლიდან. 16 36 კომპონენტია „ეროვნული უშიშროების“), სადაც ერთ– ერთი წამყვანი უნდა იყოს სწორედ საქართველოს ეროვნული უშიშროების საინფორმაციო-ფსიქოლო- გიური უზრუნველყოფის ამოცანები:  მოსახლეობის ფსიქიკის, სოციალური ჯგუფების, მოქალაქეების დაცვა დესტრუქციული საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედებისაგან;  ქვეყნის თავდაცვითუნარიანობის შესუსტების მიზნით, საქართველოს სახელმწიფოსადმი მტრულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მხრიდან, მოსახლეობის მიერ ინფორმაციის აღქმის პროცესებით მანიპულირების მცდელობებისათვის წინააღმდეგობის გაწევა;  საინფორმაციო სივრცეში (გლობალურ, რეგიონულ, სუბრეგიონულ, ეროვნულ და სხვ.) საქართველოს ეროვნული ინტერესების, მიზნებისა და ღირებულებების დაცვა;  ეროვნული უშიშროების უმნიშვნელოვანესი პრობლემებისადმი საქართველოს საზოგადოებრიობის დამოკიდებულების მუდმივი მონიტორინგი (საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკური მდგომარეობის, საზოგადოებრივი აზრის დიაგნოსტიკა). მოკლედ, ტერმინ „ინფორმაციულ უშიშროებაში,“ როგორც აღინიშნა, მოიაზრება ინფორმაციულ სფეროში ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცულობის მდგომა37 რეობა (რაც განისაზღვრება პიროვნების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ბალანსირებული ინტერესების ერთობლიობით) და აქ სხვა კომპონენტებთან ერთად წამყვანია და სათანადოდ უნდა იქნეს გაცნობიერებული, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ უზრუნველყოფაში მუდმივი ყურადღების ობიექტებია (ცხადია, ადამიანისა და თავისუფლებების მოქალაქის დაცვის უფლებებისა პრინციპების და დაცვის გათვალისწინებით):  საზოგადოების საინფორმაციო-ფსიქოლოგიური გარემო (როგორც ინფორმაციული სივრცის ნაწილის);  საინფორმაციო რესურსები (კულტურული, ისტორიული, ეროვნული ღირებულებების, ტრადიციების შესახებ);  საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირების სისტემა (მსოფლმხედველობა, პოლიტიკური შეხედულებები, კულტურული და სულიერი ღირებულებები);  საზოგადოებრივი აზრის ფორმირების სისტემა;  პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების სისტემა;  ადამიანის ფსიქიკა და ქცევა. რაც შეეხება „ინფორმაციულ უსაფრთხოებას“, მასში მოიაზრება ინფორმაციული სისტემების, ავტომატიზებული სისტემების, ამ სისტემების რესურსების, მონაცემთა ბაზების და სხვ. დაცვა. კიდევ უფრო 38 მარტივად, კომპიუტერში პროგრამების ვირუსებისაგან დაცვა და სხვ. ანუ აქ ეროვნული და საერთაშორისო უშიშროების პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ უნდა დავიცვათ ტექნიკური უსაფრთხოების წესები. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ინფორმაციული უსაფრთხოება“ „ინფორმაციული უშიშროების“ შემადგენელია. უშიშროების სახეები და ტერმინის გამოყენების სფერო საერთაშორისო პრაქტიკაში ამჟამად უმეტესწილად აღიარებული და მიღებული უშიშროების სახეები და მისი გამოყენების სხვადასხვა სფერო: ეროვნული უშიშროება; ეროვნული უშიშროების საბჭო; სახელმწიფო უშიშროება; საერთაშორისო უშიშროება; პოლიტიკური უშიშროება (შიგასახელმწიფოებრივ-პოლიტიკური უშიშროება, საგარეო-პოლიტიკური უშიშროება); ეკონომიკური უშიშროება (საფინანსო-საბიუჯეტო უშიშროება, სასურსათო უშიშროება და სხვ.); ენერგეტიკული უშიშროება; სამხედრო უშიშროება; 39 ინფორმაციული უშიშროება – სხვა შინაარსის შემცველია ინფორმაციული უსაფრთხოება (როგორც ზემოთ აღინიშნა); საზოგადოებრივი უშიშროება; ეკოლოგიური უშიშროება; საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ტექნიკური უშიშროება; სოციალური უშიშროება; ტექნოლოგიური უშიშროება; ადამიანის უფლებათა დაცვითი და მოქალაქეთა პირადი უშიშროება; ჯანდაცვითი უშიშროება; გენეტიკური უშიშროება; დემოგრაფიული უშიშროება და სხვ. termini „“”’usafrTxoeba“ უსაფრთხოება – უბედური შემთხვევების, ავარიებისა და კატასტროფების არასასურველი შედეგებისაგან ადამიანის, გარემოს, სამრეწველო ობიექტებისა და მატერიალური ფასეულობების დაცულობის მდგომარეობა. 40 როგორია ტერმინის წარმოშობის ისტორია? როგორც ზემოთაც აღინიშნა, ტერმინი „უსაფრთხოება“ არ გვხვდება V-XIX საუკუნეების ქართულ საისტორიო წყაროებში, სასულიერო მწერლობასა და მხატვრულ ლიტერატურაში, პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწეთა ნაწერებში. აქედან გამომდინარეა, რომ არ არის შეტანილი „ძველი ქართული ენის ლექსიკონში [3]. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტერმინ „უსაფრთხოებას” საფუძვლად უდევს სიტყვა „საფრთხე“, რომელიც ამავე ლექსიკონში განმარტებულია, როგორც საშიში, სახიფათო რამე, ხიფათი, საშიშროება [7]. მომდინარეობდეს თავის მხრივ, ძველი საფრთხე ქართული უნდა სიტყვისაგან „საბრჴე“ (საფრჴე), რომელიც ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“ მიხედვით არის „მახე“, ხაფანგი, „საცთური“ ანუ „საფრჴე“ თავისი შინაარსით არის საფრთხის შემცველი, სახიფათო [3, გვ. 436-437]. სულხან–საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულის“ მიხედვით, „საბრჴე“ არის მახე-ჴუნდი. მახე ზოგადი სახელი არს ყოველთა მახეთა (შემდეგ განმარტებულია თითოეულ მახეთგანი: საბრჴე, ისხერტი, ირეჭი, საიფეჴიო, ილინჭა, აკანათი, პოტიკო, ფაცერკოდი, გაწარი, გულყო, დასაკავი, სარეგვავი და სხვ.). სულხან– საბა ასევე განმარტავს ტერმინებს საფრთხილო – 41 გასაკრძალავი და საფრთხოლი – დასაფრთხობელი, საფრთხული რამე [6, გვ. 21]. „საბრჴესთან“ კავშირშია ასევე სიტყვები „საფრჴეება“, „ფრთხობა“, „ფრთხილი“, „საფრთხილო“ და სხვ. ეს ტერმინები, მაგალითად, სულხან–საბა ორბე- ლიანთან ასეა განმარტებული: ფრთხილი – განკრძალული;17 საფრთხილო – გასაკრძალავი; ფრთხოლა – პირუტყვთ შეშინება; განფრთხობა – გამოფხიზლება; საფრთხოლი – დასაფრთხობელი, საფრთხული რამე; საფრთხული – იგივე საფრთხოლი, საფრთხოლი; ფრთხჳნვა – ცხენთ შიშის ჴმიანობა და სხვ. [6]. ხოლო ძველი ქართული ენის ლექსიკონში კი ამდაგვარად: საფრჴეება – დაბრკოლება; ფრთხილი – ფხიზელი, მღვიძარე, მორიდებული ფრთხილება – „კეტილ არს ფრთხილებაჲ“; ფრთხობა – შეშინება, შეძრწუნება, კრთომა (უფრო პირუტყვებს ეხება); ძველი ქართული ენის ლექსიკონის მიხედვით: განკრძალვა – „დამტკიცება“, მომზადება, გაფრთხილება, მსახურება, დაცვა, რიდება [3]. 17 42 სიფრთხილე, სიბრთხილე – სიფხიზლე „სთროდა მთრვალობითა მით სიფრთხილისაჲთა“ და სხვ. [3]. ტერმინის მნიშვნელობა ქართული ენის მითითებულია, რომ („უსაფრთხოობა“) განმარტებით ტერმინი იგივეა, რაც ლექსიკონში „უსაფრთხოება“ „უსაშიშროება“, ამ უკანასკნელის საფუძველია – „უსაშიშრო“ ანუ რაც საშიში არ არის და უხიფათოა, თუნდაც, უსაშიშრო მდგომარეობა, უსაშიშრო მოძრაობა, უსაშიშრო სამართებელი [7]. აქედან გამომდინარე, „უსაშიშროება“ განიხილება, როგორც „უსაშიშროს“ თვისება, მაგ., საშიშროებისგან დაცვის უზრუნველყოფა, მაგალითად, ტექნიკური უსაშიშროება და ა. შ. [7, გვ. 433]. ერთი სიტყვით, ენათმეცნიერთა მიერ ტერმინი „უსაფრთხოება“, მოიხსენიება „უშიშროებისაგან“ შინაარსობრივად განსხვავებულ კონტექსტში, როცა იგულისხმება საფრთხის წყარო, საწარმოო, ტექნოგენური და ბუნებრივ-ეკოლოგიური წარმოშობის მოვლენები და პროცესები. ისევე, როგორც ეს არის ინგლისურ ენაში, ზემოთაც აღინიშნა ამის შესახებ, ტერმინი „Safety“ იხმარება, „წარმოებაში ტექნიკური უსაფრთხოების“ 43 (Industrial safety), „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების“ (Road safety), „უსაფრთხოების ღვედების“ (Safety belts), „ტექნიკური უსაფრთხოების წესების“ (Safety code regulations) გამოსახატავად. როგორც ზემოთ ითქვა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) დოკუმენტებში ტერმინი „უსაფრთხოება” („Safety”) დაკავშირებულია ყუმბარების აფეთქების აფეთქების საშიშროებასთან და, აქედან გამომდინარე, მოიაზრება მხოლოდ ტექნიკური უსაფრთხოების კონტექსტში (ნატოში არის სტრუქტურული ერთეულებიც: The CNAD Ammunition Safety Group (AC/326 და Munitions Safety Information Analysis Center (MSIAC). ტერმინის გამოყენება თანამედროვე პირობებში, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, ტერმინი „უსაფრთხოება“ ასოცირდება შრომის დაცვასთან, რის შესახებ ზემოთაც ითქვა. ამასთან შრომის დაცვის გამოყენებული ტერმინი შრომის უსაფრთხოების შინაარსი შემადგენელია თანამედროვე საერთაშორისო კომპანიებში ხმარებული, უფრო ფართო შინაარსის მქონე ცნება–ტერმინისა „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ (Health & Safety (H&S)), რომელიც მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ– ეკონომიკურ, საორგანიზაციო-ტექნიკურ, სანიტარულ44 ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ, სარეაბილიტაციო, ტექნიკური საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებას და სხვა სახის ღონისძიებებს. მაგალითად, როდესაც ვიყენებთ ტერმინს „ადამიანის უსაფრთხოება“, მაშინ ამ კონტექსტში ვგულისხმობთ: ადამიანის ისეთი მდგომარეობა, როდესაც შიგა და გარე ფაქტორების მოქმედება არ იწვევს სიკვდილს, გონების, ფსიქიკისა და მთლიანად ადა- მიანის ორგანიზმის განვითარებისა და ფუნქციონირების გაუარესებას, ხელს არ უშლის გარკვეული სასურველი მიზნების მიღწევას. თვალსაჩინოებისთვის მარტივი მაგალითი: ობიექტზე მოვიყვანოთ საწარმოო დაცული უნდა თუ ძალიან სამშენებლო იქნეს შრომის უსაფრთხოების წესები, რათა მუშამ ან თითი არ გაიჭრას, ან გადმოვარდეს მშენებარე და შენობის სხვ. ხარაჩოდან (მასმედიიდან არ მრავალი ინფორმაცია გვაქვს სამშენებლო ობიექტებზე შრომის დაცვის წესების დარღვევის შედეგად დაღუპულ მუშებზე...). ცხადია, დიდია შინაარსობრივი სხვაობა ტერმინისგან „ადამიანის უშიშროება“, რომლის კონტექსტიც მოიაზრებს: ადამიანისა და მოქალაქისათვის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის უშიშროების უზრუნველყოფას და სხვ. 45 უსაფრთხოების სახეები და ტერმინის გამოყენების სფერო საერთაშორისო პრაქტიკაში ამჟამად უმეტესწილად აღიარებული და მიღებული უსაფრთხოების სახეები და მისი გამოყენების სხვადასხვა სფერო: საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება; სარკინიგზო მოძრაობის უსაფრთხოება; ფრენის უსაფრთხოება; მშენებლობის უსაფრთხოება; სატრანსპორტო უსაფრთხოება; საჰაერო უსაფრთხოება; საზღვაო უსაფრთხოება; ბიომეტრული უსაფრთხოების სისტემა; ვირუსული უსაფრთხოება; ინფორმაციული უსაფრთხოება (ინფორმაციის დაცვა, კომპიუტერული უსაფრთხოება...); მეტეოროლოგიური უსაფრთხოება; სახანძრო უსაფრთხოება; შრომის უსაფრთხოება; საველე უსაფრთხოება; საწარმოო უსაფრთხოება (მაგრამ სხვა არის „სამრეწველო უშიშროება“); რადიაციული უსაფრთხოება; სანიტარული უსაფრთხოება; უსაფრთხოების ტექნიკა; 46 ტექნიკური უსაფრთხოება; ტექნოგენური უსაფრთხოება; ქიმიური უსაფრთხოება; ელექტრო უსაფრთხოება (მაგრამ სხვა არის „ენერგეტიკული უშიშროება“); ბირთვული უსაფრთხოება; არსებობს უსაფრთხოების გამოყენების სხვა ფორმებიც: უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე; უსაფრთხოების ტანისამოსი; უსაფრთხოების ტექნიკა და სხვ. უსაფრთხოების სისტემა სამეცნიერო ლიტერატურაში საუბარია, აგრეთვე უსაფრთხოების სისტემების შესახებაც. რაშიც მოიაზრება ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების კომპლექსი, შიგნიდან, რომელიც ისე განკუთვნილია გარედან ნებისმიერი როგორც უარყოფითი ზემოქმედებისგან დასაცავად. უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური საშუალებები – ტექნიკურ გადაწყვეტილებათა და მოწყობილობათა კომპლექსი, რომელიც უზრუნვე- ლყოფს დასაცავი ობიექტის კონტროლს. თანამედროვე უსაფრთხოების სისტემები გახლავთ მაღალტექნოლოგიური პროგრამულ-სააპარატო 47 კომპლექსები, რომლებიც დაცვის, მოიცავენ სახანძრო და თვალთვალის, დამცავი პერიმეტრის სიგანლიზაციის სისტემებს, ასევე, დაშვების მართვისა და კონტროლის სისტემებს და სხვ. 48 daskvna ორივე ტერმინის ანალიზი მოწმობს, რომ ენათმეცნიერების მიერ დადგენილი ენობრივი ნორმების ჩარჩოებში, „უშიშროების“ შინაარსის, სახეებისა და გამოყენების სფეროები არსობრივადაა განსხვავებული „უსაფრთხოების“ შინაარსის, სახეებისა და გამოყენების სფეროებისაგან. ამასთან ცალ-ცალკე თითოეული მათგანის შინაარსი, მოქმედების არეალი, სახეები და გამოყენების სფეროები იმდენად ფართოა და მრავალფეროვანი, რომ მათი ხელოვნურად გაერთიანება ერთი რომელიმე ტერმინის სახელწოდებაში, მაგალითად, „უსაფრთხოების“ ქვეშ, როგორც ამას მავანნი გვთავაზობენ, მიზანშეუწონელია, რადგანაც გამოიწვევს საქმიანობის სპეციფიკის აღრევას და სხვა თანამდევ გაუგებრობებს. არ უნდა იყოს საკამათო და ძნელი გასაგები, რომ მედროვეებისა და არასპეციალისტების ახირებით არ უნდა ირღვეოდეს ავტორიტეტული ენათმეცნიერების მიერ დადგენილი ენობრივი ნორმები და არსებული ისტორიული ტრადიცია. ცხადია, რომ შესაბამის კონტექსტში უნდა გამოვიყენოთ ტერმინი „ეროვნული უშიშროება“. მით უმეტეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ქართულმა პარლამენტმა ენათმეცნიერებამ უპირატესობა და სწორედ საქართველოს ამ ტერმინს მიანიჭა, როდესაც კონსტიტუციაში დააფიქსირა იგი და 49 შემდეგ მიიღო „ეროვნული უშიშროების საბჭო“-ს შესახებ კანონი [17-30]. რაც შეეხება ტერმინ „უსაფრთხოებას“, როგორც ენათმეცნიერების მიერ დადგენილი ენობრივი ნორმები ითვალისწინებს, უნდა ვიხმაროთ ტექნოგენური და ბუნებრივ-ეკოლოგიური წარმოშობის მოვლენებთან და პროცესებთან მიმართებაში და რაც მთავარია, საწარმოო სფეროში შრომის დაცვასთან, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონტექსტში, უფრო ზუსტად, თანამედროვე საერთაშორისო კომპანიებში ხმარებულ ცნება-ტერმინში („ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ – Health & Safety, უფრო ცნობილია მისი შემოკლებული აბრევიატურა H&S) მოაზრებული შინაარსის ფარგლებში (შრომის უსაფრთხოება, ტექნიკური უსაფრთხოება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, უსაფრთხოების ღვედები, უსაფრთხო სექსი18 და სხვ.). თავის დაცვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ან დაუგეგმავი ორსულობისგან. 18 50 Ggamoyenebuli literatura 1. საქართველოს კონსტიტუცია (2014 წლის 15 მაისის მდგომარეობით). თბილისი, „უნივერსალი“, 2014. 2. საქართველოს კანონი ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ. 1996 წლის 24 იანვარი. 3. ილია აბულაძე. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბილისი, „მეცნიერება“, 1973. 4. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I, თბილისი, „სახელგამი“, 1955. 5. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. „ქართლის ცხოვრება“. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1973. 6. სულხან–საბა ორბელიანი. ლექსიკონი ქართული. ტომი მეორე, თბილისი, „მერანი“, 1993. 7. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. სარედაქციო კოლეგია: არნ. ჩიქობავა (მთ. რედაქტორი), ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, შ. ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 1986. 8. იაკობ ცურტაველი. შუშანიკის წამება. შემდგ. და რედ.: ო. ეგაძე. თბილისი, „ხელოვნება“, 1983, გვ. 83–86. 51 9. ქართული მწერლობა. ტ. 1, (V-X საუკუნეთა მწერლობა), რედ.: რ. სირაძე, თბილისი, „ნაკადული“, 1987. 10. ვისრამიანი. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთეს ალ. გვახარიამ და მ. თოდუამ. რედ.: გ. წერეთელი, თბილისი, გამომც. და სტ., სსსრ მეცნიერებათა აკადემია, აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი. 1962. 11. სოლომონ დოდაშვილი. წერილი ტფილისიდან პეტერბურგს ძმისადმი. ჟურნ. "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", 1832, #2, გვ. 47. 12. ალექსანდრე ჭავჭავაძე. თხზულებანი. რედ. ი. გრიშაშვილი. თბილისი, „ფედერაცია“, 1940, გვ. 243. 13. იხ., ჯორჯაძე ა. წერილები. თბილისი, მერანი", 1989. გვ. 63-64. 14. ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი. შეადგინა მ. ლებანიძემ (მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა; ტ. 63. სერია I), თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1984, გვ. 805. 15. ილია ჭავჭავაძე. თხზულებანი. პავლე ინგოროყვას რედაქციით, ტ. 2, 1941, გვ. 498. 16. იხ., ვაჟა შუბითიძე. ნიკო ნიკოლაძე – ოცდამეერთე საუკუნის მოაზროვნე. ნიკოლაძე ნიკო – 160. საიუბილეო კრებული. თბილისი, «ნეკერი», 2003. გვ. 30. 17. ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროება: პრობლემური სიტუაცია და კრიტერიუმები (საქართველოს ეროვნული უშიშროების კვლევის 52 თეორიულ-მეთოდოლოგიური ასპექტები). - პოლიტოლოგია. რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ სტუდენტებისათვის. /პროფ. ო. გოგიაშვილის რედაქციით. თბილისი, თსუ გამომცემლობა. 2004. თავი X, გვ. 328-351. 18. ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროების ცნების შინაარსი, პრობლემური სიტუაციის დახასიათება. საისტორიო ვერტიკალები. # 6, 2004. გვ. 51-60. 19. ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ასპექტი. გაზ. "24 საათი". # 254. 2004 წლის 26 ოქტომბერი. 20. ჰენრი კუპრაშვილი. ენის გენოციდი?! გაზ. "ხვალინდელი დღე". # 200. 2004 წლის 19 ოქტომბერი. 21. ჰენრი კუპრაშვილი. იყო ორი, გახდა ერთი! გაზ. "სამხედრო - 24 საათი". # 20. 2004 წლის 11-17 ოქტომბერი. 22. ჰენრი კუპრაშვილი. "მეფემ არ იცის, თორემ..." გაზ. "24 საათი". # 142. 2004 წლის 17 ივნისი. 23. ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უშიშროება თუ ეროვნული უსაფრთხოება? გაზ. "რეზონანსი". #132. 2004 წლის 19 მაისი. 24. ჰენრი კუპრაშვილი. ეროვნული უსაფრთხოება თუ ეროვნული უშიშროება? (ქართულ ენაში 53 ტერმინ „ეროვნული უშიშროების“ გამოყენების შესახებ). საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია: ორი წლის გამოცდილება. თბილისი, 2007 წლის 11 –12 ივლისი. 25. ჰენრი კუპრაშვილი. საქართველოს ინფორმა- ციული უშიშროების უზრუნველყოფის რამდენიმე ასპექტი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკად. ივერი ფრანგიშვილის დაბადების 80 წლისთავისადმი "საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოდელირება, მართვა", მოხსენებათა თეზისები. თბილისი, 2010. გვ. 122-123. ეროვნული უშიშროება (security) თუ ეროვნული უსაფრთხოება (safety)? 26. ჰენრი კუპრაშვილი. ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი" , 19:56 – 19.02.11, http://www.ghn.ge/news-35066.html „ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი გამო- 27. ჰენრი კუპრაშვილი. ყენების საკითხი“. საერთაშორისო სამეცნიეროტექნიკური კონფერენცია „მართვის ავტომატიზებული სისტემები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები“. თბილისი, 2011 წლის 20-22 მაისი. 54 28. ჰენრი კუპრაშვილი. „ტერმინები უშიშროება (security) თუ უსაფრთხოება (safety) და მათი გამოყენების საკითხი“. ჟურნ. „პარალელი“,#2, 2011, გვ. 154-157. ტერმინები უშიშროება (security) და უსაფრთხოება (safety) და მათი 29. ჰენრი კუპრაშვილი. გამოყენების ზოგიერთი ასპექტი. ჟურნ. „მკვლევარი“. 10.04.2012. 30. პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ირინა იმერლი- შვილს ღია წერილით მიმართავს. ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენი", 20:45 http://www.ghn.ge/news-100523.html 55 - 18.12.2013, sakuTar saxelTa saZiebeli 1. აბაშიძე ირაკლი 29,50 2. აბულაძე ილია 50 3. ალავიძე მიხეილ 8 1. აღმაშენებელი დავით მეოთხე 22 2. ბატონიშვილი (ბაგრატიონი) ვახუშტი 22, 25, 50 3. ბერიძე ვუკოლ 5 4. გახოკიძე ჯემალ 2 5. გვახარია ალ. 51 6. გიორგი IV ლაშა 22, 25 7. გოგიაშვილი ომარ 52 8. გორგანი (გორგანელი) ფახრ-ედ-დინ 21 9. გორგასალი ვახტანგ პირველი 22, 25, 28 10. გრიშაშვილი იოსებ 51 11. გურგენიძე ნათელა 6 12. დავით სოსლანის ძე 22 13. დანელია კორნელი 6 14. დოდაშვილი სოლომონ 27, 51 15. დოლიძე გოგი 9 16. ვაჟა-ფშაველა 5 17. თამარ მეფე 22 18. თმოგველი სარგის 26 19. თოდუა მაგალი 51 20. იმერლიშვილი ირინა 54 21. იმნაიშვილი გრიგოლ 5 56 22. ინგოროყვა პავლე 51 23. კასრაძე დავით 21, 24. კასრაძე ნაისი 22 25. კვესელავა იგორ 2 26. კიწმარიშვილი ნიკოლოზ 5, 6 27. კუპრაშვილი ლუკა 13 28. კუპრაშვილი ჰენრი 4, 6, 51–54 29. ლეონიძე გიორგი 6 30. მაისურაძე ილია 6 31. მარტიროსოვი არამ 5 32. მემატიანე ლაშა-გიორგის დროინდელი 22, 25 33. მეტრეველი როინ 4, 29, 50 34. მირვან (მირიან) პირველი 24 35. მროველი ლეონტი 22, 24 36. მცხეთელი ევსტათი 26 37. ნიკოლაძე ნიკო 9, 29, 51 38. ნიკოლოზ პირველი (რომანოვი) 27 39. ორბელიანი სულხან–საბა 22, 40, 41, 50 40. ჟამთააღმწერელი 22, 25 41. ჟღენტი სერგი 5 42. პუტინი ვლადიმერ 35 43. რეიგანი რონალდ 33 44. რუზველტი თეოდორ 15 45. სააკაშვილი მიხეილ 11 46. საურმაგი 24 57 47. სირაძე რევაზ 50 48. სიხარულიძე ავთანდილ 6 49. ტრუმენი ჰარი 15 50. ფარნავაზი 24 51. ფრანგიშვილი ივერი 53 52. ღლონტი ალექსანდრე 5 53. ყაუხჩიშვილი სიმონ 50 54. შარაშიძე გიორგი 6 55. შუბითიძე ვაჟა 51 56. ჩიქობავა არნოლდ 5, 14, 29, 50 57. ცურტაველი იაკობ 26, 50 58. ცხადაძე ბადრი 2, 5, 7, 8 59. ცხადაძე ეკა 7 60. ძიძიგური შოთა 29, 50 61. წერეთელი აკაკი 9 62. წერეთელი გიორგი 51 63. ჭაბაშვილი მიხეილ 29, 50 64. ჭავჭავაძე ალექსანდრე 27, 51 65. ჭავჭავაძე ილია 27, 51 66. ჯაჯანიძე პოლიკარპე 5 67. ჯორჯაძე ალექსანდრე 51 68. ჯუანშერი 22, 25 58 reziume inglisur da rusul enebze TERMS „USHISHROEBA“ (SECURITY) AND „USAPRTKHOEBA“ (SAFETY) AND ISSUES RELATED TO THEIR USAGE Henri Kuprashvili Full Professor of Georgian Technical University, Doctor of Political Sciences I want to touch the problem of using the terms „ushishroeba“ (security) and „usaprtkhoeba“ (safety) in Georgian language. Very sorrowful tendency have been inculcate in Georgia this recent time. Some Georgian words are under the danger of forever disappearance. We have two terms in Georgian language „ushishroeba“ (security) and „usaprtkhoeba“ (safety) and each of them had its natural place in the language according to their meaning. Traditionally, in Georgia, the term „ushishroeba“ (security) was being used in the next context: „Security of the country“, „Security council“, „Defence of the State Security“ etc. The term „Security“ was being used in the same context by Ilia Chavchavadze in 1889, when he published the letter in the newspaper „Iveria“ (#90): „...that he has placed far away the Southern border of Georgia for our repose and security“ (Look, Archil Jorjadze. letters. Tbilisi, „Merani“, 1989, p. 63-64), he uses the same term in „cry out of stones“ – „After the time when Vakhtang Gorgasali have strengthened and secured North part of Georgia, all our history was dedicated to 59 strengthening the Southern part of our country“ (Ilia Chavchavadze. Writing. Part 1, 1984, p. 80). The term „usaprtkhoeba“ (safety) is being used in different context, for instance, „Defence of the technical safety“ and etc. Unfortunately, some journalists, members of governmental or non-governmental organizations „became angry“ with the term „Security“ and from the last of XX century instead of it use the term „Safety“ that has radically different meaning from the term „Security“, uses one word to describe two different events, like as Russians use one term („Security“ – „Безопасность“ and „Safety“ – „Безопасность“). People, who are against of using the term „security“ assist that the term is being associated with the Soviet Union KGB. This argument is sentimentalism. After some time „KGB“ shouldn’t have such emotional meaning, but our language should loose one more Georgian term. Why have we to loose any word and artificially impoverish our language? According to explanatory dictionary, published by Georgia’s Academy of Sciences, Institute of linguistics and Georgian encyclopaedia (Chief editor Arnold Chikobava), „security“ is „the condition, when there isn’t any danger, nothing causes danger to some one. For instance, Defence of State Security. – „United Nations’ Security Council“, but „Safety“ means „securing defence against danger. For example, Technical Safety“. 60 In English language too the term ”security” is used in the context of „National Security“, „Security Council“, „Security information“ and mean a potential sacrifice, but the term „Safety“ is used in context of „Industrial safety“, „Road safety“, „Safety belt“, „Safety code regulations“, as in Georgian language. It mean the spring of the danger. The same condition is in many languages, unlike Russian, Armenian and Azerbaijanian languages, where only one word is used to describe these two different events. To see the difference between meanings of these two words more clearly we can analyze one example – in „Provisions’ safety“ we mean provisions, that can poison people, but in „Provisions’ security“, we can very easily say, the danger of provisions’ depletion that in perspective can cause hunger and lots of problems. It’s important not to break tradition and use the term „National Security“ in correct meaning. In this context the term „Security“ describes main point of the subject more correctly than the term „safety“ (it’s possible, when is danger but isn’t fear), all the more, Georgian linguistics and Georgian parliament have paid advantage to the term „security“. The term „National Security Council“ is written in 73rd article of Georgian constitution and on 24th January, 1996 the law is passed about „National Security“. Correspondingly, we have to use the term „Safety“ only to describe industrial, technological and natural-ecological 61 events and processes (technical safety, road traffic safety, belts of safety and et.). ТЕРМИНЫ «УШИШРОЕБА» (SECURITY БЕЗОПАСНОСТЬ) И «УСАПРТХОЕБА» (SAFETY – БЕЗОПАСНОСТЬ) И ВОПРОС ИХ УПАТРЕБЛЕНЯ Генри Купрашвили Профессор грузинского технического университета, доктор политических наук К сожалению, с конца последнего десятилетия ХХ века, наблюдается тенденция, вместо «ушишроеба» (Security Безопасность) термина используется термин другого смыслового содержания «усапртхоеба» (Safety – совершенно Безопасность), отличных т.е. по для передачи содержанию двух терминов внедряется один - «усапртхоеба» (Safety – Безопасность). 62 gamomcemloba `universali~, 2014 Tbilisi, 0179, i. WavWavaZis gamz. 19, : 2 22 36 09, 5(99) 17 22 30 E–mail: universal@internet.ge 63