Academia.eduAcademia.edu
ელა სააკიანი ჯვარის მამა ძველი თბილისის უბნებში, ქუჩათა ქსელებში გაფანტულ სხვადასხვა ტაძრებს ვხვდებით. ერთ-ერთი განსაკუთრებულად დამალულა უზარმაზარი ეკლესიების ფონზე, გამწვანებული ხეების უკან. ესაა ჯვარის მამა, რომელიც იერუსალიმის, და კოტე აფხაზის ჯვარედინზე დგას. ტაძარი ნაგებია აგურით და თარიღდება XVI საუკუნით. ეს სრულიად უცნაური და ამავდრულად საინტერესო ეკლესიაა. მსგავს ტაძრებს „კუპელჰალეს“ უწოდებენ, როდესაც დარბაზულ ეკლესიას გუმბათი ახლავს. მათ როგორც XVI საუკუნეებში ასევე ადრეულ ეპოქებშიც აშენებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში საოცარი გადაწყვეტით ხდება ორი ტიპის ნაგებობის შერწყმა. მთლიანი გეგმა თითქოს ორ ნაწილადაა დაყოფილი: აღმოსავლეთის ნახევარი გუმბათიან ნაწილს წარმოადგენს, ხოლო დასავლეთის დანარჩენი ნახევარი - ბაზილიკურს. ანუ აღმოსავლეთიდან ტაძარი ჩაწერილი ჭვრის ტიპისაა, დასავლეთისკენ მიყოლებით კი დარბაზული ტიპის ტაძრის მსგავსად სრულდება. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებს და გრძივი კედლებიდან გამოსულ შვერილებს ეყრდნობა. გუმბათზე თორმეტ წახნაგზე ძალიან ვიწრო და გრძელი სარკმელია, რომლებსაც გარშემო აგურებით შექმნილი ბრტყელი ნახევარწრიული ფორმები გარს ევლება, მათ შორის კი სივრცე ძალიან ვიწროა. აფსიდის ორივე მხარეს ვიწრო სათავსებია. კარი - ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აქვს. სახურავი კრამიტისაა. ფასადები, გარდა დასავლეთისა სამ-სამი ჯვარითაა გამოყვანილი ერთი საფეხურით დაბლა. მსგავსი მორთულობა XVI საუკუნის ხუროთმოძღვრებაში ხშირად გვხვდება, რადგანაც აგურით ფორმების გამოყვანა რთულია, ამიტომ ოსტატები საფეხურებად ქმნიან ფორმებს. ეს შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საფეხურით დაბლა ამოყვანილი სიბრტყეები (ხშირად ჯვრების სახით). აღმოსავლეთ ფასადის სამი ჯვარიდან ცენტრალური ყველაზე მეტადაა გამახვილებული. ის გვერდითა ჯვრებისაგან განსხვავებით უფრო ამაღლებულია, გამოირჩევა სიდიდით და ქვედა ღერძზე საფეხურებრივი ფორმებით. მის ქვემოთ გრძელი ვიწრო სარკმელია რაც ფასადზე ვერტიკალურ ღერძს ქმნის. გვერდებში კი სარკმლები სამჯერ უფრო მცირეა. გამოდის სადა ფასადზე სამ-სამი ჯვარ-სარკმელის. თითო ჯვარი და სარკმელი ეკუთვნის საკურთხეველს და პასტოფორიუმებს. სამხრეთი და ჩრდილოეთ ფასადების მორთულობა სრულიად იდენტურია. ამასთან ერთად ის საკმაოდ გრძელია, რაც იმით შეიძლება აიხსნას რომ ჯვარ-გუმბათოვან ნაწილს დარბაზული სივრცე მიჰყვება. სამხრეთსა და ჩრდილოეთ ფასადებს გუმბათოვან ნაწილს სამი ჯვარი აქვს ამოკვეთილი მსგავსად აღმოსავლეთ ფასადისა, აქაც შუა ჯვარი განსხვავებულადაა ამოკვეთილი საფეხურებითა და ზომებით, თუმცა სარკმელი მხოლოდ შუა ჯვრების ქვემოთაა - ისევე გრძელი და ვიწრო. ერთადერთი რითაც გუმბათოვანი ნაწილის სამხრეთისა და ჩრდილო ფასადების ნაწილები განსხვავდება - სამხრეთით ადამიანის სიმაღლის დონეზე ნახევარწრიული ნიშაა ამოკვეთილი, რომელსაც შვერილი თაღი მოსდევს. ამავე ზომის შესასვლელი აქვს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, რაც სავარაუდოდ პასტოფორიუმში შესასვლელია. ჩრდილოეთ ფასადს არც ნიში და არც კარი გააჩნია პასტოფორიუმში. ბაზილიკურ ნაწილს რაც შეეხება სამხრეთი და ჩრდილოეთის იცენტურადაა მორთული. შესასვლელი კარი პირდაპირ ბაზილიკური ნაწილის 1 დაწყებასთანაა ამოკვეთილი როგორც ჩრდილოეთით ასევე სამხრეთით. ისინი ერთმანეთს პარალელურად შეჰყურებენ. ზედა ნაწილებში ორი მცირე ზომის შეისრული სარკმლებია მათ შორის კი მცირე ზომის ამოკვეთილი ჯვარი. მათ ქვემოთ ფასადის ნახევარზე ჰორიზონტალური ზოლი დარბაზული ნაწილის ყველა ფასადს: სამხრეთს, დასავლეთსა და ჩრდილოეთს მიუყვება და კარის ღიობებთან სრულდება. ჰორიზონტალური ღერძი ძირითადად არქიტექტურას ვიზუალურად ამძიმებს. დასავლეთ ფასადს გარდა ჰორიზონტალური ზოლისა ღიობებიც აქვს, რომელიც მეორე სართულს, პატრონიკეს ეკუთვნის: გვერდებში მცირე ზომის სარკმლები და შუა ნაწილში - კარის ღიობი, რომელსაც დღესდღეისობით ხის აივანი აქვს მიდგმული და მისი მეშვეობით ხერხდება შესვლა პატრონიკეში. რაც შეეხება კარნიზებს ის მთლიან ეკლესიას გარშემო მოსდევს. ესაა ორ საფეხურად დაყოფილი კარნიზი, რომელიც აგურის კუთხითაა, ანუ დიაგონალურადაა დადებული და შეიძლება ითქვას ერთგვარ დეკორატიულ ნაწილს წარმოადგენს. ამგვარადვე თუმცა განსაკუთრებულად მორთულია დასავლეთ ფასადი, რომელიც კარნიზების კუთხეებს ჰორიზონტალური ზოლით აერთიანებს და სამკუთხედი იქმნება, ამგვარივე მორთულობა დასავლეთით ცალქანობა სახურავების კუთხეებს მიჰყვება. საერთოდ გუმბათს რომ აღმოსავლეთიდან ვუყურებთ, ტაძრის ტანისაგან განსხვავებით ის საკმაოდ განიერი ჩანს, რაც აწვება ფასადებს და სიმძიმეს უქმნის. თუმცა ეკლესია სრულიად არ ქმნის სიმძიმის შთაბეჭდილებას ვინაიდან გუმბათი რომელის ამძიმებს ტანს, უკანასკნელი მას უპირისპირდება და ამგვარად ისეთი შერწყმა გამოდის, რომ ორივე ნაწილი ერთმანეთს აწონასწორებს. ინტერიერში შესვლისას სულად არ ჩნდება იმის შთაბეჭდილება რომ ეს ორი ტიპის ტაძრის ერთში შერწყმაა, მით უმეტეს ბაზილიკური სივრცისა. ეს უფრო ნართექსის სივრცეს გავს. შესასვლელი ვინაიდან სამხრეთისა და ჩრდილოეთის თითქმის დასავლეთისკენაა ამოჭრილი, პირველი რაც თვალში გვხვდება დასავლეთ კედელია, რომელიც შემდეგ მზერას მარჯვნივ, აღმოსავლეთისკენ გიწევს და ტაძარში შესვლას გაიძულებს. ასევე ის, სადაც ინტერიერში ბაზილიკური და გუმბათოვანი ნაწილების შეერთების ადგილია, ინტერიერში საფეხურადაა ამოკვეთილი. როგორც კი ამ საფეხურს გადაკვეთ, იწყება გუმბათოვანი სივრცე, რაც აიძულებს მზერას მაღლა, გუმბათისაკენ უცბად ახედვას. ინტერიერი განსხვავებით ექსტერიერისაგან უფრო მცირე ზომის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ არა გუმბათი, ალბათ სუნთქვაც გაგვიჭირდებოდა. მხოლოდ ამ გასაოცარი და, ალბათ, გამიზნულად შექმნილი მზერისათვის სანახაობის შემდეგ შეიძლება თავისუფლად ტაძრის მთლიანი სივრცის უკეთ დათვალიერება, სადაც ჩანს პატრონიკე, ვხედავთ საკმაოდ ვიწრო კარებს პასტოფორიუმებში, შვერილ პილასტრებს, რომელზედაც გუმბათია დაყრდნობილი...საკმაოდ მრავალი დეტალისა და პარალელების აღმოჩენა შეიძლება შენობათა გარშემო დამალულ მოკრძალებულ პოზაში აღმართულ ტაძარში, რომელიც თავის თავში უზარმაზარ საიდუმლოებებს ინახავს... 2