''ქურდული გარჩევები'' ონლაინ - დაკავებულია ხუთი პირი

11 თებერვალი 2019, 00:00 2346 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავა, ერთ ე.წ. კანონიერ ქურდს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.  

დაკავებულებმა საქმე ინტერპოლით ძებნილი, კანონიერი ქურდის დახმარებით, ონლაინ გაარჩიეს​

''გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები. ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.

დაკავებულებს შორის სამი მოქალაქე წარსულში უკვე ნასამართლევია.  

საცხოვრებელი ბინების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ​სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე  ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდეს. 

ამავე კატეგორიაში