ქობულეთის 4 სოფელში მოსახლეობა პენსიას მოძრავი სადგურის მეშვეობით აიღებს

23 აპრილი 2020, 15:38 2963 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონის სოფლებში: ლეღვაში, წყავროკაში, მუხაესტატესა და გვარაში მოსახლეობა კუთვნილ პენსიას "ლიბერთი ბანკის" მოძრავი სადგურის საშუალებით აიღებს.

გადაწყეტილება ქობულეთის მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც სოფლებში მკაცრი საკარანტინო პირობები გამოცხადდა, სოფლებში კი პენსიისა და სოციალური დახმარების ასაღებად ბანკომატები არ არის.

პენსიების გაცემა დღეს დილიდან სოფელ ლეღვადან დაიწყო. პენსიების გაცემის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება და ის ყველა ზემოთხსენებულ სოფელს მოიცავს.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით "ლიბერთი ბანკის" მოძრავი სადგური ხვალ შემდეგი გრაფიკით იმოძრავებს: წყავროკა: შესვლა 10:00-გასვლა 12:00 სთ , მუხაისტატე: შესვლა12:10 -გასვლა 14სთ,  ქაქუთი: შესვლა 14:20- გასვლა 16:20, გვარა: შესვლა 16:40გასვლა -17:30.

მოსახლეობისთვის კუთვნილი პენსიების გაცემის პროცესს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ასევე სოციალური დისტანციის დაცვის საკითხს აკონტროლებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში