ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა 2 კოვიდინფიცირებული ახალშობილის მდგომარეობა, ორივე მათგანი 1 თვემდე ასაკისაა.
ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი სამედიცინო დაწესებულების განცხადების საფუძველზე ავრცელებს და წერს: „ახალშობილთა განყოფილებაშია 4 პაციენტია, რომელთაგან 2 კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, პედიატრიულ რეანიმაციაში სტაბილურად მძიმეა 1 პაციენტის მდგომარეობა.”
ბევრია ახალშობილთა ინფიცირების ფაქტები, რომლებიც მძიმედ მიმდინარეობს. გუშინ კიდევ შემოვიდა 2 ახალშობილი. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ახალშობილები მაქსიმალურად უნდა იყვნენ იზოლირებულნი”- განაცხადა მედიასთან რეზო ნაკაშიძემ.
კომენტარები