სკოლის პედაგოგი, 43 წლის ნინო ქუთელია, რომელიც კორონავირუსის გართულებული ფორმით ქუთაისში “ბომონდის” კლინიკაში მოათავსეს, დღეს დილით გარდაიცვალა.
მას საკეისრო კვეთა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
43 წლის ქალი კორონავირუსით, მშობიარობამდე ორი კვირით ადრე დაინფიცირდა, რის გამოც მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.
კომენტარები