რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა | Allnews.Ge

რატომ არ დაოჯახდა იაკობ გოგებაშვილი და რატომ არ შედიოდა ის სტამბაში, სადაც მისი წიგნები იბეჭდებოდა

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ში "დედა ენა" 33-ჯერ გა­მო­ი­ცა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ 25-ჯერ. გა­მო­ცე­მის­თა­ნა­ვე "დედა ენა“ ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ბა­და­ლი უწო­დეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე ხალ­ხი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნი გახ­და. ამ ავ­ტო­რის წიგ­ნე­ბი ათი ათა­სო­ბით ვრცელ­დე­ბო­და. ყო­ველ­წლი­უ­რად 20-25 ათა­სი "დედა ენა" და 5-6 ათა­სი "ბუ­ნე­ბის კარი" იყი­დე­ბო­და. ხოლო ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის 100 წლის­თა­ვის იუ­ბი­ლეს­თვის, მა­სობ­რი­ვი ტი­რა­ჟით გა­მო­ვი­და გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დედა ენი­სა" და "ბუ­ნე­ბის კა­რის" აღ­დგე­ნი­ლი გა­მო­ცე­მე­ბი.

გო­რის, თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებ­ლი­სა, აქვე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და კი­ე­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ ბო­ლოს­მა­ინც სა­ზო­გა­დებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. სუს­ტი ჯან­მრთე­ლო­ბის ია­კო­ბი კი­ევ­ში ტუ­ბერ­კუ­ლი­ო­ზით და­ა­ვა­და, ექი­მე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სწავ­ლა მე­სა­მე კურ­სზე მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რო­გორც ჩანს მისი და­ა­ვა­დე­ბა გე­ნე­ტი­კუ­რი იყო, რად­გან ია­კო­ბის მშობ­ლებ­სა და და-ძმა­საც სუს­ტი ფილ­ტვე­ბი ჰქონ­დათ.

gerontikuxaleishvili-042-38866-1674287618.jpg

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ქარ­თვე­ლებს ბევ­რი ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნი გვყავ­და, რო­მე­ლებ­მაც ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ტო­ვეს სა­სი­კე­თო კვა­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. პირ­ვე­ლი ასეთ მოღ­ვა­წედ ალ­ბათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე გვახ­სენ­დე­ბა, მაგ­რამ აქვე არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლიც. მეც­ნი­ე­რუ­ლი პე­და­გო­გი­კის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, პუბ­ლი­ცის­ტი, სა­ბავ­შვო მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში, რო­მელ­საც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და აკა­კი წე­რე­თე­ლი მე­თა­უ­რობ­დნენ. ამა­ვე დროს, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხალ­ხოს­კო­ლე­ბის შექ­მნა-დამ­კვიდ­რე­ბი­სათ­ვის იბ­რძო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია მისი ღვაწ­ლი ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­არ­სე­ბა­სა და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გო­გე­ბაშ­ვი­ლის სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­მა: "ქარ­თუ­ლი ენის ან­ბა­ნი და პირ­ვე­ლი სა­კი­თხა­ვი წიგ­ნი მოს­წავ­ლე­თათ­ვის“, "ბუ­ნე­ბის კარი“, "დედა ენა“, "რუს­კოე სლო­ვო“, დიდი როლი ითა­მა­შეს ახა­ლი ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დამ­კვიდ­რე­ბა­ში.

ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი არ იშუ­რებ­და სახ­სრებს სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის; იგი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ღა­რიბ მოს­წავ­ლე­ებს, ცალ­კე­ულ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს, პო­ე­ტებს, მწერ­ლებს. ბევ­რმა მისი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სტი­პენ­დია მი­ი­ღო, მათ შო­რის იყ­ვნენ შემ­დგომ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლი და დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლი. სის­ტე­მა­ტუ­რად უგ­ზავ­ნი­და ფულს რუ­სეთ­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მოს­წავ­ლე ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს, ციმ­ბირ­ში გა­და­სახ­ლე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს. ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში, სა­ბავ­შვო ჟურ­ნა­ლე­ბის გა­მო­ცე­მა­ში, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ნო­ტებ­ზე გა­და­ტა­ნა­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის და­არ­სე­ბა­ში და ა.შ. განაგრძეთ კითხვა

myquiz