ესპანელ "მაუგლის", რომელსაც მგლები 19 წლამდე ზრდიდნენ, კვლავ მგლებთან დაბრუნება სურს | Allnews.Ge

ესპანელ "მაუგლის", რომელსაც მგლები 19 წლამდე ზრდიდნენ, კვლავ მგლებთან დაბრუნება სურს

ადამიანს, რომელსაც 12 წლის მანძილზე მგლები ზრდიდნენ, კვლავ მგლებთან დაბრუნება სურს.

მგლების ხროვამ მარკოს როდრიგეს პანტოია მაშინ შეიფარა, როდესაც ის ესპანეთში, სიერა-მორენას მთებში 7 წლის ასაკში მარტო აღმოჩნდა. 3 წლის ასაკში ის მთებში მწყემსად გააგზავნეს.

მარკოსის დედა მშობიარობისას გარდაიცვალა, მამამ კი სხვა ქალი შეირთო და წავიდა. ადგილობრივმა მოხუცმა მარკოსს ცეცხლის გამოყენება და ჭურჭლის დამზადება ასწავლა, თუმცა შემდეგ ის გარდაიცვალა და ბავშვი სრულიად მარტო დარჩა. ის კენკრით იკვებებოდა, სანამ ის ძუ მგელმა არ შეიფარა.

როდესაც ის მგლის ლეკვებს ხორცს აჭმევდა, მარკოსმა ერთი ნაჭრის წაღება სცადა, თუმცა ძუ მგელმა მას დაუღრინა და მარკოსი შეჩერდა.

"როდესაც ლეკვებმა ჭამა დაასრულეს, მან ხორცის ნაჭერი გადმომიგდო. მეშინოდა და არ ვეკარებოდი, თუმცა მან ცხვირით ხორცი ჩემი მიმართულებით წამოწია. მე შევჭამე ხორცი და ვიფიქრე, რომ ახლა ძუ მგელი მე მიკბენდა, თუმცა მან ენა გადმოიღო და ლოკვა დამიწყო. ამის შემდეგ მე ხროვის ერთ-ერთი წევრი გავხვდი",- ყვება მარკოს როდრიგეს პანტოია.

როდესაც 19 წლის მარკოსი ადამიანებმა აღმოაჩინეს, ის ნახევრად შიშველი დარბოდა და ვერ საუბრობდა.

ახლა 72 წლის მაუგლი ქალაქ რანტეში, პატარა სახლში ცხოვრობს.

"როდესაც მე ჩემი სახლიდან - მღვიმიდან წამომიყვანეს, ჩემი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა და მე ვერ შევძელი საზოგადოებაში ინტეგრირება. მე მატყუებდნენ, გავმხდარვარ ძალადობის მსხვერპლი, მამუშავებდნენ და ხელფასს არ მიხდიდნენ. ჩემი ყველაზე ბედნიერი დღეები მღვიმეში გავატარე, სადაც ღამურებთან, გველებთან და ირმებთან ვცხოვრობდი", - აცხადებს მარკოსი.

ცივილიზაციაში დაბრუნების შემდეგ ის თავშესაფარში მოხვდა, სადაც მონაზვნებმა მას ორ ფეხზე სიარული და მაგიდასთან ჭამა ასწავლეს. გარკეული დროის განმავლობაში ის ეტლით გადაადგილდებოდა, თუმცა ცივილიზაციის ყველაზე საშინელი ატრიბუტი მისთვის ხმაური აღმოჩნდა.

მოგვიანებით მარკოსმა მთებში დაბრუნება სცადა, თუმცა მისი მღვიმის ადგილას უკვე ტურისტული კოტეჯები იდგა.

myquiz