თურქეთი ჰოლანდიასთან დიპლომატიურ კონტაქტებს წყვეტს | Allnews.Ge

თურქეთი ჰოლანდიასთან დიპლომატიურ კონტაქტებს წყვეტს

თურქეთი იძულებულია ნიდერლანდებთან მაღალ დონეზე არსებული დიპლომატიური კონტაქტები შაჩეროს- განცხადება ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა გააკეთა. მისი განმარტებით, ოფიციალურმა ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე დიპლომატიური კონფლიქტიდან გამომდინარე მიიღო.

ქვეყნის ვიცე-პრემიერის განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, მიგრანტების თაობაზე ევროკავშირთან არსებულ შეთანხმებასაც გადახედოს.

"ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმას, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენ მიმართ. ნიდერლანდების დიპლომატების რეისებს ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვების ნებას არ მივცემთ და არც ჩვენი საჰაერო სივრცის გამოყენების უფებას მივცემთ. აღნიშნული კრიზისული მდგომრეობის დარეგულირებაზე პასუხისმგებლობა მის შემქმნელებს ეკისრებათ"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

შაბათს ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის ორი უწყების წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლის უფელება არ მისცა, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუც იყო.

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ნიდერლანდებში არსებული თურქული სათვისტომოსთვის ქვეყანაში დაგეგმილი რეფერენდუმის წინ ერდოღანის ინიციატივის მხარდამჭერი აგიტაციის ჩატარებას გეგმავდნენ.

myquiz