მანჰეტენზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები | Allnews.Ge

მანჰეტენზე აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

უცხოური მედიის ინფორმაციით, მანჰეტენზე აფეთქება მოხდა. როგორც დასავლური მედია წერს, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული. დაკავებულია ერთი ადამიანი.

თავის მხრივ, ნიუ-იორკის პოლიცია მანჰეტენზე, 42-ე და მე-8 ქუჩების კვეთაზე აფეთქების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს, რასთან დაკავშირებული განცხადებაც ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის "ტვიტერის" მიკრობლოგში გამოქვეყნდა.

რით იყო გამოწვეული აფეთქება და აქვს თუ არა შემთხვევას კავშირი ტერორიზმთან, ამ ეტაპზე უცნობია.

მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ქუჩები გადაკეტა.

myquiz