"პუტინს ბოლოს თავისივე გარემოცვა მოუღებს" - ვინ შეიძლება დაამხოს რუსი დიქტატორი? | Allnews.Ge

"პუტინს ბოლოს თავისივე გარემოცვა მოუღებს" - ვინ შეიძლება დაამხოს რუსი დიქტატორი?

"რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის დას­რუ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ლო­გი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა პუ­ტი­ნის და­სუს­ტე­ბაა იმ­დე­ნად, რომ და­ინ­გრეს მისი უძ­ლე­ვე­ლო­ბის მითი, რა­ზეც დგას სის­ტე­მა", - ამ­ბობს ანა­ლი­ტი­კო­სი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი და პრი­გო­ჟი­ნის მოს­კოვ­ზე მარ­ში ამის­კენ გა­დად­გმულ პირ­ველ სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯად მი­აჩ­ნია, - ეს გზავ­ნი­ლია ყვე­ლა იმ პი­რის­თვის, ვი­საც პო­ტენ­ცი­უ­რად შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ში - " არ გა­ბე­დოთ გან­ძრე­ვა, ყვე­ლას მოგ­წვდე­ბი­თო. მე­ო­რე მხრივ, ის­ტო­რი­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა, რო­დე­საც სის­ტე­მა ასეთ ქმე­დე­ბებ­ზე გა­და­დის, ეს მისი ბოლო აგო­ნი­უ­რი გაბ­რძო­ლე­ბაა, რაც უცი­ლო­ბე­ლი კრა­ხით დას­რულ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს ანა­ლი­ტი­კო­სი. რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია პუ­ტი­ნის და­სუს­ტე­ბა, რა წვლი­ლის შე­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ ამ საქ­მე­ში ლი­დე­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ "ვაგ­ნე­რე­ლებს", რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შე­უძ­ლია პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ჩა­ნაც­ვლე­ბა და ვის­თან ითა­ნამ­შრომ­ლებს და­სავ­ლე­თი, ამ სა­კი­თხებ­ზე გია ხუ­ხაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი სტრა­ტე­გი­უ­ლად უკვე და­მარ­ცხე­ბუ­ლია, რო­დე­საც ომი დრო­ში იწე­ლე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ იმარ­ჯვებს ის, ვი­საც მეტი რე­სურ­სი აქვს. ამ მხრივ დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა კო­ლექ­ტი­ურ და­სავ­ლეთს აქვს. რუ­სე­თი, ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად და­მარ­ცხდე­ბა, მაგ­რამ მა­ნამ­დე ჯერ დიდი დროა. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ რუ­სეთს ატო­მუ­რი ია­რა­ღი აქვს და წი­თელ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რა შე­უძ­ლია, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ და­სავ­ლეთს აქ­ცენ­ტი რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შიგ­ნი­დან შეც­ვლა­ზე, ანუ პუ­ტი­ნის დამ­ხო­ბა­ზე აქვს. მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში მი­სი­ო­ნის­ტუ­რი გან­წყო­ბის შეც­ვლა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ომი გა­ცი­ლე­ბით მალე, ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გით დას­რულ­დე­ბა. ამის შან­სი დი­დია, ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ის­ტო­რი­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა.

პუ­ტი­ნი მი­სი­ო­ნის­ტია, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ხალ­ხს არ­წმუ­ნებს, რომ თით­ქოს რა­ღაც მი­სი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია. მარ­თლაც, მის ირ­გვლივ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­სო­ლი­და­ცი­აა რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ასე­ვე ელი­ტის. იმი­სათ­ვის, რომ პუ­ტი­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბა შე­იც­ვა­ლოს, სა­ჭი­როა მისი უძ­ლე­ვე­ლო­ბის მი­თის დამ­სხვრე­ვა. ამ ამ­ბავ­ში კარ­გი ის არის, რომ რო­გორც კი მი­თო­ლო­გი­უ­რი ლი­დე­რი სი­სუს­ტეს გა­მო­ავ­ლენს, პრო­ცე­სე­ბი ფორ­სი­რე­ბუ­ლად ვი­თარ­დე­ბა. რო­გორც კი უკ­რა­ი­ნა პირ­ველ და­მა­ჯე­რე­ბელ გა­მარ­ჯვე­ბას მო­ი­პო­ვებს, რუს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­შინ­ვე და­იმ­სხვრე­ვა პუ­ტი­ნის უძ­ლე­ვე­ლო­ბის მითი და და­ი­წყე­ბა შიდა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ამა თუ იმ ფორ­მით. მა­ინ­ცდა­მა­ინც რე­ვო­ლუ­ცი­ას არ ვგუ­ლის­ხმობ, შე­იძ­ლე­ბა შიდა კა­რის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა იყოს. ასე­თი ამ­ბა­ვი არა­ერ­თხელ მომ­ხდა­რა ის­ტო­რი­ა­ში, ეს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა. სხვა­თა შო­რის, პრი­გო­ჟი­ნის მარ­ში მოს­კოვ­ზე ამის ერთ-ერთი სიმპტო­მია. პუ­ტინ­მა ეს ძა­ლი­ან კარ­გად იცის და ამი­ტო­მაც და­სა­ჯა (მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით).

პრი­გო­ჟი­ნის დას­ჯა ერ­თგვა­რი გზავ­ნი­ლია რუ­სუ­ლი ელი­ტის­თვის, პუ­ტინ­მა მათ მი­ა­ნიშ­ნა, რომ მსგავ­სი რამ არ გა­ბე­დონ, თო­რემ ყვე­ლას მის­წვდე­ბა, ყვე­ლას გა­ა­ნად­გუ­რებს! შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, პუ­ტი­ნის ეს გზავ­ნი­ლი აგო­ნი­ის შე­დე­გია. წე­სით, მან უნდა იცო­დეს, რომ ბოთ­ლი­დან გა­მოშ­ვე­ბულ ჯინს უკან ვე­ღარ ჩა­აბ­რუ­ნებს.

ფაქ­ტია, პუ­ტინ­მა სი­სუს­ტე გა­მო­ავ­ლი­ნა. იცით, პრი­გო­ჟი­ნის მარ­ში რო­დის და­ი­წყო? რო­დე­საც უკ­რა­ი­ნამ კონ­ტრშე­ტე­ვის და­წყე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. კონ­ტრშე­ტე­ვა მხო­ლოდ გა­მო­ცხად­და, მოქ­მე­დე­ბა ჯერ არც იყო და­წყე­ბუ­ლი, რომ რუ­სეთ­ში უკვე და­ი­წყო შიდა რყე­ვე­ბი - ელი­ტა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ი­ძა­ბა, რა­საც პრი­გო­ჟი­ნის მარ­ში მოჰ­ყვა. ჩემი აზ­რით, პუ­ტი­ნის ირ­გვლივ წრე უფრო და უფრო ვიწ­როვ­დე­ბა, მგო­ნი, არც ისე შორს ვართ იმ დღის­გან, რო­დე­საც თა­ვად რუ­სე­ბი გა­მო­უ­ტა­ნენ გა­ნა­ჩენს. ეს იქ­ნე­ბა ომის და­სას­რუ­ლის და­სა­წყი­სი, რა­ღაც შე­თან­ხმე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა.

- რა გაძ­ლევთ სა­ფუძ­ველს, რომ პუ­ტი­ნის გზავ­ნი­ლი არ იმუ­შა­ვებს და პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სამ­ხედ­რო ელი­ტა არ შე­შინ­დე­ბა?

- აუ­ცი­ლებ­ლად შე­შინ­დე­ბა, მაგ­რამ შიში ეპი­ზო­დუ­რი ემო­ცი­აა. შე­ში­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ერთხანს ყუჩ­დე­ბა და მერე გა­დარ­ჩე­ნა­ზე იწყებს ფიქ­რს. ე.ი. თან შე­შინ­დე­ბი­ან და თან მიხ­ვდე­ბი­ან, რომ მშვი­დად ვე­ღარ იცხოვ­რე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მო­მენტს და­ე­ლო­დე­ბი­ან და რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­დავ­ლენ. ვფიქ­რობ, ეს დრო შორს აღარ არის - ერთი ან ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა შიდა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა.

- შე­ში­ნე­ბუ­ლი და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ელი­ტე­ბი ვის და­ეყ­რდნო­ბი­ან, რო­დე­საც პუ­ტინს ოპო­ზი­ცი­უ­რი ველი მთლი­ა­ნად მო­სუფ­თა­ვე­ბუ­ლი აქვს?

- დიახ, რუ­სეთ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი ვე­ლიც მო­სუფ­თა­ვე­ბუ­ლია და პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სიც ჩამ­კვდა­რია, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ცო­ცხლდე­ბა. პუ­ტინს ბო­ლოს თა­ვი­სი­ვე გა­რე­მოც­ვა მო­უ­ღებს.

- ზო­გი­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სის აზ­რით, პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვი­დან ვი­ღა­ცებს სწო­რედ და­სუს­ტე­ბუ­ლი პუ­ტი­ნი აწყობთ, რათა პრო­ცე­სე­ბი კუ­ლუ­ა­რე­ბი­დან მარ­თონ.

- მე გა­მოვ­რი­ცხავ ამ ვერ­სი­ას. უკვე ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ რუ­სუ­ლი ელი­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ომის დას­რუ­ლე­ბაა, ომი კი არ დას­რულ­დე­ბა, ვიდ­რე პუ­ტი­ნი ცო­ცხა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, პუ­ტი­ნის ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz