კაცს, რომელიც სიამის ტყუპი დებიდან ერთ-ერთზე დაქორწინდა, ყოფილი ცოლი უჩივის - რა სკანდალში ეხვევა ჯოშუა ბოულინგი? | Allnews.Ge

კაცს, რომელიც სიამის ტყუპი დებიდან ერთ-ერთზე დაქორწინდა, ყოფილი ცოლი უჩივის - რა სკანდალში ეხვევა ჯოშუა ბოულინგი?

სი­ა­მის ტყუ­პი დე­ბის, ები და ბრი­ტა­ნი ჰენ­სე­ლე­ბის მე­უღ­ლის ჯო­შუა ბო­უ­ლინ­გის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს. ჯო­შუ­ას ყო­ფილ­მა ცოლ­მა ანი­კამ ბავ­შვზე მე­ურ­ვე­ო­ბის და­სა­კის­რებ­ლად სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა.

ჯო­შუა უკვე ორი წე­ლია, რაც სი­ა­მის ერთ-ერთ ტყუპ­ზე, ები­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ანი­კა და ჯო­შუა 2010-2019 წლებ­ში იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, სარ­ჩე­ლი მათ 3 წლის შვილს უნდა ეხე­ბო­დეს, რო­მე­ლიც 2020 წელს, წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ და­ი­ბა­და.

happy-day-conjoined-twin-reality-890154551-65513-1712071274.jpg

ები და მისი ტყუ­პის­ცა­ლი ბრი­ტა­ნი TLC-ის რე­ა­ლი­თი შო­უ­თი გახ­დნენ ცნო­ბი­ლი, სა­ხელ­წო­დე­ბით Abby and Brittany. შოუ 2012 წელს გა­ვი­და ეთერ­ში და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ტყუ­პე­ბი 1990 წელს ამე­რი­კა­ში, მი­ნე­სო­ტის შტატ­ში და­ი­ბად­ნენ და აქვთ სა­ერ­თო მხრე­ბი, ხე­ლე­ბი, ორი ფეხი და ორი გული. ები მარ­ჯვე­ნა მკლავ­სა და ფეხს აკონ­ტრო­ლებს, ბრი­ტა­ნი კი მარ­ცხე­ნას.

სი­ა­მის ტყუ­პე­ბი პრე­სის პირ­ველ გვერ­დებ­ზე გა­სულ კვი­რას მოხ­ვდნენ, როცა გა­ირ­კვა, რომ 2021 წელს ები აშშ-ს არ­მი­ის ვე­ტე­რან მა­მა­კაც­ზე და­ქორ­წინ­და.

New York Post-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, სარ­ჩე­ლი ჯო­შუ­ას ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, ანი­კამ მი­ნე­სო­ტას სა­სა­მარ­თლო­ში 2023 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში შე­ი­ტა­ნა. სა­ბუ­თე­ბის მი­ხედ­ვით, ანი­კას და ჯო­შუ­ას სა­ერ­თო მე­ურ­ვე­ო­ბა აქვთ 8 წლის იზა­ბე­ლა­ზე. მა­მო­ბის სარ­ჩე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ანი­კას მე­ო­რე შვილს უნდა ეხე­ბო­დეს, რო­მე­ლიც 2020 წელს და­ი­ბა­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე სხვა დე­ტა­ლე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლია. მე­ურ­ვე­ო­ბა­ზე სარ­ჩე­ლი 2024 წლის 7 მარტს გა­ნახ­ლდა, როცა სა­სა­მარ­თლო­ში გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის დას­კვნა შე­ი­ტა­ნეს. იხილეთ სრულად

myquiz