სახიფათოა თუ არა ორსულობის დროს სპორტული აქტივობა | Allnews.Ge

სახიფათოა თუ არა ორსულობის დროს სპორტული აქტივობა

ბევრი პროფესიონალი სპორტსმენი აგრძელებს ვარჯიშსა და შეჯიბრებში მონაწილეობას მაშინაც კი, როდესაც ორსულადაა.

დედისა და შვილის ჯანმრთელობისთვის რისკი ამ შემთხვევაში ნამდვილად მინიმალურია. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალ დასკვნაშია ნათქვამი.

1983 წლის 20 მარტს, გრძელ დისტანციებზე მორბენალმა ნორვეგიელმა სპორტსმენმა, ინგრიდ კრისტიანსენმა, მძლეოსნური კროსის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა.

წინა ორი კვირის განმავლობაში ის თავს დაღლილად გრძნობდა. თუმცა, საერთო დაღლილობა ინგრიდმა საათის სარტყელის გამოცვლით გამოწვეული დღე-ღამის რიტმის შეცვლას დაუკავშირა, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მას აშშ-ში ორჯერ გაფრენა მოუწია.

მიუხედავად იმისა, რომ კრისტიანსენი კროსის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მან შეჯიბრი ჩააგდო.

"პირველი წრე ნორვეგიელებს შორის ყველაზე ცუდად გავირბინე, რაც ჩემს მწვრთნელს ძალიან გაუკვირდა", - იხსენებს კრისტიანსენი. მან შეჯიბრი 35-ე ადგილით დაასრულა.

მალე გაირკვა, რომ კრისტიანსენი ორსულად იყო. ეს ნიშნავდა, რომ მან აშშ-ში გამართული მარათონი უკვე ორსულად ყოფნისას მოიგო. ინგრიდმა დისტანცია 2 საათსა და 33 წუთში გადალახა.

2014 წლის ივნისში ამერიკულ მედიასაშუალებებში გავრცელდა ალისია მონტანოს სურათები, რომლებიც აშშ-ის ჩემპიონატის დროს იყო გადაღებული. შეჯიბრის დროს ალისია მონტანო მერვე თვეში იყო.

როგორც ცნობილია, სპორტსმენებში ხშირია მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ამიტომ ხშირად ისინი გვიან იგებენ საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, მინიმუმ 17 ფეხმძიმედ მყოფი სპორტსმენი მონაწილეობდა. მათგან ზოგიერთმა, რა თქმა უნდა, იცოდა ამის შესახებ.

რამდენად უსაფრთხოა ორსულობის დროს ვარჯიში და შეჯიბრებში მონაწილეობა?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თხოვნით, მეცნიერთა ჯგუფმა ეს თემა შეისწავლა.

კვლევის ძირითადი გზავნილი ასეთია: "უმაღლესი კლასის სპორტსმენები ფეხმძიმობის დროს ვარჯიშს აგრძელებენ და ეს მათ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს.

როგორც ჩანს, არც დედაც და არც ნაყოფს ეს არ ვნებს", - ამბობს სპორტული მეცნიერებების ნორვეგიული სკოლის პროფესორი კარი ბიო.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით

myquiz