რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ ლოგინის თეთრეული | Allnews.Ge

რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ ლოგინის თეთრეული

სუფთა თეთრეულში გახვევას არაფერი სჯობს, თუმცა თეთრეულის გამოცვლამდე მისი გარეცხვისა და გაშრობის აუცილებლობა გვახსენდება, რის გამოც, ბევრი ადამიანი ერთსა და იმავე თეთრეულში დიდი ხნის განვალობაში წოლას ამჯობინებს.

როგორც აღმოჩნდა, ამ უსუფთაო ჩვევის ჰიგიენური და სამედიცინო შედეგი საკმაოდ შემაშფოთებელია. მარტივად გეტყვით, ჭუჭყიანი გადასაფარებელი სოკოს საყვარელი ადგილია, განსაკუთრებით როდესაც გარეთ ცხელი და ტენიანი ამინდია. მაშინაც კი როდესაც ტემპერატურა ცხელი სულაც არ არის, ადამიანის ორგანიზმი საწოლში ყოველწლიურად 80 ლიტრ ოფლს გამოყოფს. ეს წინაპირობა კი საუკეთესო გარემოს ქმნის სოკოებისთვის.

უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ სინთეტიკისა და ბუმბულის ბალიშები, რომლებსაც 1,5-დან 20 წლის განმავლობაში ვიყენებთ, სოკოს 16 სახეობის თავშესაფარი შეიძლება იყოს.

თუ ეს საკმაოდ დამამძიმებლად არ ჟღერდა, გეტყვით, რომ ბაქტერიები შეიძლება გამოიყოს ოფლთან, კანის უჯრედებთან, ნერწყვთან და ლორწოსთან ერთად.

ყველა ამ ელემენტს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს თქვენს ჯანმრთელობაზე და გამოიწვიოს ისეთი ალერგიული რეაქცია, როგორიც ცემინებაა. განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანი კი იქნება მათთვის ვისაც ასთმა აწუხებს.

რა უნდა გავაკეთოთ ამ დამამძიმებელი ეფექტებისგან თავის ასარიდებლად?

ნიუ იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი, ფილიპ ტიერნო რეკომენდაციას გვაძლევს თეთრეული ყოველკვირეულად გავრეცხოთ.

"წარმოიდგინეთ რომ ქუჩაში რაღაც ბინძურს შეეხეთ, ხომ მოგინდებათ ხელის დავბანა, იგივე შეიძლება ითქვას თქვენს თეთრეულზეც. თქვენ რომ შეგეძლოთ იმის დანახვა, რაც დროთა განმავლობაში გროვდება თეთრეულში, საკუთარ თავს ჰკითხავდით -მინდა ამ საწოლში დაძინება?"- აღნიშნავს ექსპერტი.

myquiz