თოჯინები, ვინტაჟური კომიქსები და მუმიფიცირებული მწერები - ვარსკვლავების უცნაური კოლექციები | Allnews.Ge

თოჯინები, ვინტაჟური კომიქსები და მუმიფიცირებული მწერები - ვარსკვლავების უცნაური კოლექციები

მსოფლიოს ვარსკვლავთა ინტერესი მხოლოდ ძვირადღირებული საათები და უნიკალური ავტომობილების კოლექცია არ არის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომლებიც მილიონებს და მილიარდებს ფლობენ, სიხარულს ისეთი ნივთების შეგროვება ანიჭებთ, როგორიც არის თოჯინები, გადაყრილი ლითონის ნაკეთობები, სუპერმენის აქსესუარები და ა.შ.   წარმოგიდგენთ ყველასთვის ცნობილი “ვარსკვლავების“ უცნაურ კოლექციებს.    ნიკოლას ქეიჯის ვინტაჟური კომიქსები   კომიქსების უზარმაზარი გულშემატკივარის, მსახიობ ნიკოლას ქეიჯის, ნამდვილი სახელი ნიკოლას კიმ კოპოლაა. ფსევდონიმი “ქეიჯი“ მან მარველის სუპერგმირისგან - ლუკ ქეიჯისგან აიღო. ქეიჯი “ძლიერ მამაკაცს“ ნიშნავს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული კოლექციის შეგროვებას ქეიჯმა წლები მოანდომა, იშვიათი გამოცემების შეძენას დღემდე აგრძელებს.

მსოფლიოს ვარსკვლავმა კომიქსების კოლექცია 2002 წელს აუქციონზე 1,6 მილიონ დოლარად შეიძინა. იგი ყველაზე ძვირფას ეგზემპლარს - N1 “პიტნის ასლსაც“ ფლობს. აღნიშნული გამოცემა 2000 წელს მოიპარეს, მაგრამ 2011 წელს სან – ფერნანდოს სათავსოში ისევ იპოვეს. მხოლოდ ეს ერთი ეგზემპლარი 2.1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ქეიჯმა ტიმ ბარტონის გაუქმებულ Superman Lives- ში, გმირის როლის შესრულება ვერ შეძლო, თუმცა 2018 Teen Titans GO- ში პერსონაჟის გახმოვანება მოასწრო!    შაკილ ო ნილის სუპერმენის აქსესუარები   თავად სუპერ ძალების მქონე შაკილ ო ნილის მთავარი ცხოვრებისეული გატაცება სუპერმენია. 1997 წელს ვარსკვლავი სუპერგმირის როლის შემსრულებელს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც კომიქსების გმირის აქსესუარების კოლექციის შეგროვება დაიწყო.   ო ნილს მეტსახელად “სუპერმენს“ უწოდებენ, მას ასევე აქვს სუპერმენის ტატუ მარცხენა მკლავზე, სუპერმენის ჯიპი, საწოლი, ხალიჩა, ბრილიანტის ბეჭედი და ა.შ.    ლეონარდო დიკაპრიოს საკულტო ფიგურები   როდესაც საქმე ეხება საკულტო ფილმებს, ლეონარდო დიკაპრიოს ვერავინ შეედრება. ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი კოლექციის ნაწილი 2006 წელს გასაყიდად გაიტანა. ლოტებში შეტანილი იყო ვარსკვლავური ომების 150 ფიგურა და 4500 დოლარიანი ვინილის ფირი, რომლის ფასიც დღეს 5,800 დოლარს შეადგენს.   გაყიდვამ საერთო ჯამში 110,000 დოლარი მოიზიდა. თანხა დიკაპრიოს საქველმოქმედო ფონდს გადაეცა.     დემი მურის თოჯინები   სახელგანთქმული კოლექციონერი დემი მური ათასობით ანტიკვარულ ფაიფურის თოჯინას ფლობს. კოლექცია იმდენად დიდია, რომ ჰოლივუდის მსახიობმა თოჯინებისთვის ცალკე სახლი შეიძინა.   მურის ყოფილი მეუღლე ეშტონ კატჩერი, რომელიც ახლა მილა კუნისზეა დაქორწინებული, იტერვიუებში აცხადებდა, რომ მისთვის თოჯინების სახლში ყოფნა მუდმივი დისკომფორტი იყო, რადგა თან სდევდა განცდა, რომ თოჯინები მუდმივად უყურებდნენ.     სილვესტერ სტალონეს იშვიათი წიგნები   შესაძლოა, ეს ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ სილვესტერ სტალონე იშვიათი წიგნების ერთ -ერთ ყველაზე დიდ კოლექციას ფლობს მსოფლიოში.   მაჩო ვარსკვლავის ბიბლიოთეკა მართლაც შთამბეჭდავია, წიგნებს შორის მოიძებნება ჩარლზ დიკენსის, ჯონათან სვიფტისა და ვოლტერის პირველი გამოცემები. 2017 წელს მან გასაყიდად გამოაქვეყნა თავისი წიგნების კოლექციის 1000 ტომი, რომელთა ფასმა მილიონს მიაღწია.

განაგრძეთ კითხვა  

myquiz