დევნილი წყვილის წალკოტი წეროვანში - "თითო ვარდს წლობით ველოდით... საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია" | Allnews.Ge

დევნილი წყვილის წალკოტი წეროვანში - "თითო ვარდს წლობით ველოდით... საკოლექციო ვარდებზე დიდი რიგია"

ელე­ნე კახ­ნი­აშ­ვი­ლი სა­მა­ჩაბ­ლო­დან დევ­ნი­ლია, ოჯახ­თან ერ­თად წე­რო­ვან­ში დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს. სა­კუ­თა­რი კარ­მი­და­მო­დან იძუ­ლე­ბით აყ­რი­ლი ხალ­ხი უი­მე­დო­ბა­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლა - ელე­ნემ და მის­მა მე­უღ­ლემ, ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა შეძ­ლეს... სა­ო­ცა­რი შრო­მის ფა­სად, მი­წის ფარ­თო­ბი, რო­მე­ლიც წე­რო­ვან­ში ერ­გოთ, აა­ბაღ­ნა­რეს, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ვარ­დე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბი­დან არა­ერ­თს შეხ­ვდე­ბით. ელე­ნე კახ­ნი­აშ­ვი­ლი ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რია და არა მარ­ტო სა­კუ­თარ ბაღ­ზე, ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- „ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტე­ტი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით არ მი­მუ­შა­ვია, რად­გა­ნაც დრო ოჯა­ხის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას და­ვუთ­მე. ჩემი საყ­ვა­რე­ლი სფე­რო კუ­ლი­ნა­რი­აა. ამი­ტომ, 2 წის წინ კუ­ლი­ნა­რი­ულ აკა­დე­მი­ა­ში სას­წავ­ლო კურ­სი გა­ვი­ა­რე და ამ კუ­თხით სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმუ­შა­ობ. ჩემი ოჯა­ხი დევ­ნი­ლი ჯერ კი­დევ 1992 წელს გახ­და და ცხინ­ვა­ლი­დან სო­ფელ კეხვში გა­და­ვე­დით. 2008 წელს კი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი კუ­თხე სა­ბო­ლო­ოდ დაგ­ვა­ტო­ვე­ბი­ნეს... წე­როვ­ნის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში 2008 წლის დე­კემ­ბრი­დან ვცხოვ­რობთ და მას შემ­დეგ ვცდი­ლობთ, მო­ვი­წყოთ ცხოვ­რე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი შე­ვიქ­მნათ. მყავს მე­უღ­ლე და სამი შვი­ლი. მე­უღ­ლე ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი, კარ­გი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა­ნაც არ მო­ი­წყენ, ყვე­ლა პრობ­ლე­მას ად­ვი­ლად გა­და­ლა­ხავ. 21 წე­ლია, რაც ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით, ისიც სა­მა­ჩაბ­ლო­ში გა­ვი­ცა­ნი, იქ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს გა­დი­ო­და. ჯა­რის შემ­დეგ ურ­თირ­თო­ბა გა­ვაგ­რძე­ლეთ და მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით.

104302339-703854110406143-926541364000169926-n-52206-1619671861.jpg

104456255-730020764467940-6293779563641416199-n-52218-1619671894.jpg

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს ბაღ­ნარ­ზე, რო­მე­ლის გა­შე­ნე­ბა 2008 წლი­დან და­ი­წყეთ...

- ჩვე­ნი მთლი­ა­ნი ფარ­თი 400 კვმ-ია, ანუ ზუს­ტად ის, რაც დევ­ნილ­თა ოჯა­ხე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. აქ­დან 70 კვმ-მდე შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბას უკა­ვია, და­ნარ­ჩე­ნი - ბაღ-ბოს­ტანს. თა­ვი­დან ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იყო, იქა­უ­რო­ბა გაგ­ვე­ლა­მა­ზე­ბი­ნა, რომ მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლი გვქო­ნო­და, რად­გან სა­ცხოვ­რებ­ლად ცუდი პი­რო­ბე­ბი იყო. გარ­შე­მო არა­ნა­ი­რი ნარ­გა­ვი არ იყო. პირ­ვე­ლად ბა­და­გი­სა და ჩურ­ჩხე­ლის­თვის ვე­ნა­ხი ჩავ­ყა­რეთ. ღვი­ნო­ზე არც გვი­ფიქ­რია, მაგ­რამ ამ ხნის მან­ძილ­ზე ვე­ნა­ხი იმ­ხე­ლა გახ­და, რომ უკვე ყვე­ლაფ­რის­თვის გვყოფ­ნის. შემ­დეგ ყვა­ვი­ლე­ბი გა­ვამ­რავ­ლეთ, რომ გა­რე­მო გა­მო­ცო­ცხლე­ბუ­ლი­ყო. ამა­სო­ბა­ში ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და გე­მოვ­ნე­ბა იმ­დე­ნად და­იხ­ვე­წა, რომ ვარ­დე­ბის გა­შე­ნე­ბაც გა­დავ­წყვი­ტეთ. თა­ვი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ­დე­ბი დავრგეთ, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­დაც იყო. მას შემ­დეგ კი, რაც უცხო­ე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლებ­ზე მემ­ცე­ნა­რე­ებ­ში მო­თხოვ­ნა გა­ი­ზარ­და, უკვე ისი­ნიც. ჩვენ­ზე უფრო დიდი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის­გან სა­უ­ცხოო ჯი­შებს ვყი­დუ­ლობთ. მერე ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას, ცოდ­ნას ვუ­ზი­ა­რებთ, თი­თო­ე­უ­ლი რო­გორ ყვა­ვი­ლობს, რა სიხ­ში­რით, ვას­წავ­ლით წამ­ლო­ბებს, რო­მე­ლი წა­მა­ლი, პრე­პა­რა­ტია უკე­თე­სი. აღ­მო­სავ­ლეთ­ში ვარ­დი სხვა­ნა­ი­რად ყვა­ვი­ლობს, და­სავ­ლეთ­ში - სხვა­ნა­ი­რად. ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს ამ გა­მოც­დი­ლე­ბა­საც ვაც­ნობთ.

104462089-948819322229783-469225893208007606-n-52252-1619671950.jpg

ასევე დაგაინტერესებთ 13:33 / 14-06-2020ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან" 18:02 / 21-06-2020ფერმერი მედდა აბაშიდან, რომელიც უზარმაზარ მეურნეობას უძღვება - "სოფელში ადამიანი მშიერი როგორ უნდა იყოს?!"- ვარ­დებს მხო­ლოდ თქვენ უვ­ლით?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე. მას ამ საქ­მე­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის. მი­წას­თან მუ­შა­ო­ბა ქა­ლის­თვის რთუ­ლია, ვარ­დებს მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა ნი­ა­და­გის გა­ფხვი­ე­რე­ბა, შე­მო­თხოვ­ნა, შე­მო­ბარ­ვა, მი­წის შე­მოყ­რა, რომ რბილ მი­წა­ში ახა­ლი ნა­ყა­რი გა­ი­კე­თოს. შე­წამ­ვლა სჭირ­დე­ბა, შე­სა­წამ­ლი აპა­რა­ტუ­რა ქა­ლის­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა, ამი­ტომ, მე­უღ­ლე მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლია და 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რთუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვს, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა და მისი როლი ამ საქ­მე­ში დი­დია.

104463409-186116079492756-8305575430226536669-n-52280-1619671976.jpg

- იმის­თვის, რომ ვარ­დის ბაღი გა­ვა­შე­ნოთ, რა არის სა­ჭი­რო?

- უპირ­ვე­ლე­სად ცოდ­ნაა სა­ჭი­რო, ამის გა­რე­შე ვარდს ვერ გა­მო­იყ­ვან. მი­უ­ხე­და­ვა­და იმი­სა, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე დაგ­ვიგ­როვ­და, ჯერ კი­დევ ვსწავ­ლობთ, ცოდ­ნის დაგ­რო­ვე­ბას 5-6 წელი მო­ვუნ­დით, ბოლო-2 წე­ლი­წად­ში კი მა­სობ­რი­ვი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა მოხ­და. მა­ნამ­დე სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო, თითო ვარდს წლო­ბით ვე­ლო­დე­ბო­დით, რომ შეგ­ვხვედ­რო­და, რად­გა­ნაც სა­კო­ლექ­ციო ვარ­დებ­ზე დიდი რი­გია... ასე­ვე გვაქვს აფ­რი­კუ­ლი სე­ლექ­ცი­ის იები. ამ პა­ტა­რა სახ­ლში, სა­ძი­ნებ­ლის ერთი კე­დე­ლი ამ მცე­ნა­რეს და­ვუთ­მეთ.

104693950-263208041440026-413272087467706948-n-52305-1619672001.jpg

განაგრძეთ კითხვა

myquiz