ვაჟა-ფშაველას პირადი ცხოვრება და გენიალური შეგონებები, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის | Allnews.Ge

ვაჟა-ფშაველას პირადი ცხოვრება და გენიალური შეგონებები, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სის, გე­ნი­ო­სი პო­ე­ტის, მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და მო­აზ­როვ­ნის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას და­ბა­დე­ბი­დან 160 წელი შეს­რულ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ვაჟა-ფშა­ვე­ლა და­ი­ბა­და 1861 წლის 14 ივ­ლისს, თუმ­ცა 1912 წელს „სა­ხალ­ხო გა­ზეთ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვა­ჟა­სა­ვე წე­რილ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ და­ი­ბა­და ძვ. სტი­ლით 1862 წლის 15 მა­ისს (ახ. სტი­ლით 27 მა­ი­სი). ჩარ­გალ­ში 14 ივ­ლისს ვა­ჟას შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ვა­ჟა­ო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ და გე­ნი­ა­ლუ­რი კლა­სი­კო­სი მწერ­ლის ხსოვ­ნას და მემ­კვიდ­რე­ო­ბას მი­ა­გე­ბენ პა­ტივს.

"ცო­ლე­ბი" და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბი

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა იცო­დეს, თუმ­ცა ბუმ­ბე­რა­ზი პო­ე­ტის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ე­ბი - ცო­ტამ. ცნო­ბი­ლია, რომ ვა­ჟას ორი ცოლი ჰყავ­და, სიყ­ვა­რუ­ლით კი ბევ­რჯერ ჰყვა­რე­ბია, თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო სქესს სიყ­ვა­რულ­ში ხში­რად ვერ უტყდე­ბო­და.

ლუკა რა­ზი­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე AMBEBI.GE-ს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი თა­მარ შა­რა­ბა­ძე ესა­უბ­რა:

"ვაჟა, რო­გორც თა­ვის და­უმ­თავ­რე­ბელ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში წერს, ხში­რად ყო­ფი­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს სიყ­ვა­რუ­ლი დარ­ჩე­ნი­ლა მას­ში, სა­ნამ ერთხე­ლაც ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვილს სიყ­ვა­რულ­ში არ გა­მო­უ­ტყდა.

ვაჟა ცნო­ბი­ლი თა­ვა­დის, ოთარ ამი­ლახ­ვრის ოჯახ­ში შინა მას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვი­ეს, სწო­რედ ამ ოჯახ­ში შე­უყ­ვარ­და ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი, დაქვრი­ვე­ბუ­ლი ქალი კეკე. იმ დროს უკა­ნო­ნო შვი­ლი შვი­ლად არ ით­ვლე­ბო­და, ამი­ტომ კე­კეს დე­დის გვა­რი, ნე­ბი­ე­რი­ძე ჰქონ­და", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ შა­რა­ბა­ძემ.

vaja-fshavela-46610-1627879367.jpg

თუმ­ცა, პო­ე­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ის მკვლე­ვარ­მა, არ­ჩილ ღიბ­რა­ძემ ახ­ლა­ხან სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით და­ამ­ტკი­ცა, რომ კე­კეს გვა­რი არა ნე­ბი­ე­რი­ძე, არა­მედ ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლავთ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ტამ თუ იცის, ვინ იყო ვაჟა-ფშა­ვე­ლას პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე და ისი­ნიც, ვინც ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლო­ბენ, ეკა­ტე­რი­ნეს გვა­რად ნე­ბი­ე­რი­ძეს ასა­ხე­ლე­ბენ. ეს გვა­რი არას­წო­რად პო­ე­ტის ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რის, სო­ლო­მონ ყუ­ბა­ნე­იშ­ვი­ლის უნებ­ლიე შეც­დო­მის გამო გავ­რცელ­და, ვინც თა­ვის მხრივ, რო­გორც ვა­ჟას ბი­ოგ­რა­ფი­ის მკვლე­ვარ­მა, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეროვ­ნუ­ლი საქ­მე გას­წია. ვა­ჟას ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი კვლე­ვის შე­დე­გად, სა­ბო­ლო­ოდ დად­გინ­და, რომ ეკა­ტე­რი­ნე გვა­რად არა ნე­ბი­ე­რი­ძე, არა­მედ ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლდათ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მისი მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი თა­ვა­დის, ოთარ ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი იყო და დე­დის გვარ­ზე იწე­რე­ბო­და, რაც ცენ­ტრა­ლურ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ოთა­რა­შე­ნის, ოთარ ამი­ლახ­ვრის სა­სახ­ლის, წმ. ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის 1865 წლის სა­ეკ­ლე­სიო წიგნ­ში და­ცუ­ლი ჩა­ნა­წე­რით დას­ტურ­დე­ბა. ეკა­ტე­რი­ნეს დედა - ანა ნე­ბა­ლა­ძე იყო. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბა­ლა­ძე გახ­ლდათ მისი ქა­ლიშ­ვი­ლის გვა­რიც. ამ ცნო­ბას ადას­ტუ­რებს აგ­რეთ­ვე, ჩარ­გლის წმ. გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის 1886 წლის ჩა­ნა­წე­რი ვა­ჟას უფ­რო­სი შვი­ლის, თა­მა­რის და­ბა­დე­ბის შე­სა­ხებ. ჩარ­გლის ეკ­ლე­სი­ის ჩა­ნა­წერ­ში გან­სხვა­ვე­ბა მხო­ლოდ ერთ ასო­შია - ასო-ბგე­რა "ა" შეც­ვლი­ლია ასო-ბგე­რა - "ე"-თი.1885 წლის შე­მოდ­გო­მით, ქარ­თლის სო­ფელ ოთა­რა­შე­ნის დიდ­მა ფე­ო­დალ­მა, ოთარ ამი­ლახ­ვარ­მა ვაჟა-ფშა­ვე­ლა შინ თა­ვი­სი შვი­ლის, გი­ორ­გის მას­წავ­ლებ­ლად მი­იწ­ვია. ამ ოჯახ­ში გა­იც­ნო ვა­ჟამ ამი­ლახ­ვრის უკა­ნო­ნო შვი­ლი ეკა­ტე­რი­ნე (კეკე).

ნა­ად­რე­ვად გა­თხო­ვილ­მა და დაქვრი­ვე­ბულ­მა კე­კემ თავი კვლავ ამი­ლახ­ვრე­ბის სახ­ლს შე­ა­ფა­რა. მას­წავ­ლებ­ლად მი­სულ ვა­ჟას ქალი შე­უყ­ვარ­და და მისი შერ­თვა გა­და­წყვი­ტა.ოჯა­ხი ღა­რი­ბუ­ლად, თუმ­ცა, ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. კეკე, რო­მელ­მაც ქვეყ­ნად ოთხი შვი­ლი (თა­მა­რი, მა­რი­ა­მი, გულ­ქა­ნი და ლე­ვა­ნი) მო­ავ­ლი­ნა, ყვე­ლას გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და. ვა­ჟას ძმე­ბი ეთაყ­ვა­ნე­ბოდ­ნენ საყ­ვა­რელ რძალს. ტა­ნად მომცროს, თურ­მე, ხელ­ში ბავ­შვი­ვით აიყ­ვან­დნენ და ასე ათა­მა­შებ­დნენ. ბო­ბო­ქა­რი, ფი­ცხი ხა­სი­ა­თის ვა­ჟას მე­უღ­ლე ირ­გვლივ მყოფთ სიმ­შვი­დით აო­ცებ­და. როცა ლუკა გა­ჯავ­რდე­ბო­და, ის უცებ გა­იქ­ცე­ო­და და ყელ­ზე ეხ­ვე­ო­და, რაც მა­შინ­ვე და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და "აზ­ვირ­თე­ბულ" გე­ნი­ოს­ზე...

1902 წლის ზამ­თარ­ში დას­თან, მარ­თას­თან ყვა­რელ­ში მყოფ ვა­ჟას მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს. პო­ე­ტი ხში­რად და­დი­ო­და დას­თან, სა­დაც ნა­დი­რობ­და და სხვა პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად ოჯახ­ში ნა­ნა­დი­რე­ვიც მიჰ­ქონ­და. კეკე მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 36 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა. ის მე­ხუ­თე შვილ­ზე ნა­ად­რევ­მა მშო­ბი­ა­რო­ბამ შე­ი­წი­რა.

პო­ე­ტის ძმამ, ბა­ჩა­ნამ იფიქ­რა, ვაჟა თა­ვის დრო­ზე მა­ინც ვერ ჩა­მო­ვაო და საყ­ვა­რე­ლი რძა­ლი მი­წას მე­სა­მე დღეს მი­ა­ბა­რა... უბე­დუ­რე­ბის შე­ტყო­ბი­სას ლუკა ყვარ­ლის მთებ­ში იყო სა­ნა­დი­როდ და ტყი­დან მოკ­ლულ ირემს მო­ათ­რევ­და. როცა ამ­ბის მიმ­ტან­მა და­ბა­რე­ბუ­ლი გა­დას­ცა, ნა­ნა­დი­რე­ვი მი­ა­ტო­ვა და მარ­თას­თან დაბ­რუნ­და. ცხე­ნი მო­ი­კი­თხა, წას­ვლას იმ ღა­მეს­ვე აპი­რებ­და, თუმ­ცა, მარ­თამ გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა, სთხო­ვა, დი­ლამ­დე მო­ე­ცა­და. ვა­ჟამ და­ლია (თუმ­ცა, მო­გო­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მძაფ­რი ემო­ცი­ით გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ოდ­ნა­ვაც არ შე­ზარ­ხო­შე­ბუ­ლა), ფან­დუ­რი აიღო და სწო­რედ მა­შინ უკარ­ნა­ხა გულ­მა და გო­ნე­ბამ ლექ­სი "იას უთხა­რით, ტურ­ფა­სა"", - ყვე­ბა არ­ჩილ ღიბ­რა­ძე.

vaja0fshavela-1627879423.jpg

რო­გორც თა­მარ შა­რა­ბა­ძე გვიყ­ვე­ბა: "კე­კეს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ვა­ჟას შვი­ლე­ბის აღ­ზრდა­ში მისი ძმის, ბა­ჩა­ნას ცოლი ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლამ ურ­ჩია, მე­ო­რე ცოლი მო­ეყ­ვა­ნა. პო­ე­ტის რჩე­უ­ლი თა­მარ დი­დე­ბაშ­ვი­ლი გახ­და. ვაჟა ძმას­თან ერ­თად ქა­ლის და­სა­ნიშ­ნად წა­ვი­და. არ­სე­ბობს თა­მა­რის მა­მას­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, სა­დაც წე­რია, რომ ვა­ჟას ეს ქალი ხა­სად მოჰ­ყავ­და, მაგ­რამ ხასა საყ­ვა­რელს არ ნიშ­ნავ­და. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ვაჟა შე­ხე­დავ­და თა­მარს თუ რო­გორ მო­უვ­ლი­და მის შვი­ლებს, ოჯახს და ამის შემ­დეგ გა­და­წყვეტ­და, და­ე­წე­რა თუ არა მას­ზე ჯვა­რი.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის შემ­დეგ ვა­ჟამ ქალი მა­ღა­როს­კარ­ში ჩა­მო­იყ­ვა­ნა, სა­დაც შვი­ლე­ბი და ძმა ელო­დე­ბოდ­ნენ. არ­სე­ბობს ვა­ჟას შვი­ლის, გულ­ქა­ნის ასე­თი მო­გო­ნე­ბა - ბა­ჩა­ნას ცოლს პა­ტა­რე­ბის­თვის უთ­ქვამს, რომ დედა მო­დი­სო, ბავ­შვე­ბიც მიც­ვივ­დნენ და ცხენ­ზე მჯდომ თა­მარს შე­მო­ეხ­ვივ­ნენ, მან კი პა­ტა­რებს ცო­ტა­თი ფეხი გაჰ­კრაო. თა­მა­რი უცხო ოჯახ­ში შე­დი­ო­და და შე­იძ­ლე­ბა ნერ­ვი­უ­ლობ­და, ბა­ჩა­ნას ცოლს კი უთ­ქვამს, თა­მარ ესე­ნი ობ­ლე­ბი არი­ან და ღმერ­თი არ გა­პა­ტი­ებ­სო.

თა­მარს შე­ე­ძი­ნა შვი­ლი ვახ­ტან­გი, მაგ­რამ კა­მა­თო­ბენ, რომ ვახ­ტან­გი ვა­ჟას შვი­ლი არ იყო. ამ­ბო­ბენ, თა­მარს რკი­ნიგ­ზე­ლი მუშა უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც და­ი­ღუ­პა და ვახ­ტან­გი მის­გან ჰყო­ლია. როცა ბავ­შვი ეყო­ლა, ვა­ჟას­თან ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ პო­ე­ტის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ვახ­ტანგს გვა­რი რა­ზი­კაშ­ვი­ლი მერე მის­ცე­სო, ეტყო­ბა ვაჟა ყოყ­მა­ნობ­და, მი­ე­ცა თუ არა მის­თვის გვა­რი.

ვაჟა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, თა­მა­რი ცო­ცხა­ლი იყო. რო­დე­საც ცოლ-შვი­ლი პა­ნაშ­ვიდ­ზე ჩა­მო­ვი­და, მათ და­ნახ­ვა­ზე ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში მდგა­რი ხალ­ხი ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყო, ოჯახ­მა პო­ე­ტი ხმა­მაღ­ლა ვერ და­ი­ტი­რა, რად­გან სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი ძა­ლი­ან მორ­ცხვე­ბი იყ­ვნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­მა­რი და გულ­ქა­ნი ამ­ბობ­დნენ, არ გვე­გო­ნა მამა ასე­თი და­ფა­სე­ბუ­ლი და დიდი თუ ყო­ფი­ლაო".

განაგრძეთ კითხვა

myquiz