როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული "კასანდრა" დღეს | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს ერთ დროს პოპულარული "კასანდრა" დღეს

კო­რა­ი­მა ტო­რე­სი - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ალ­ბათ ბევრ ქარ­თველს ეც­ნო­ბა, თუმ­ცა თუ გე­ტყვი, რომ კა­სან­დრა­ზე ვწერთ, ყვე­ლა­ფე­რი უფრო მარ­ტი­ვად იქ­ნე­ბა, რად­გან წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს სე­რი­ა­ლი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და.

ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კო­რა­ი­მა ტო­რე­სი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა "კა­სან­დრას" წყა­ლო­ბით გახ­და. სე­რი­ა­ლი მსოფ­ლი­ოს ასზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნეს და დღემ­დე 32 ენა­ზეა ნა­თარ­გმნი. ამის გამო, სე­რი­ა­ლი გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­შიც კი მოხ­ვდა.

mv5botg4mmzmm2ytytjiyy00zjfhltg1njitn2q1ngvlzdvjnjnkl2ltywdll2ltywdlxkeyxkfqcgdeqxvynjcyotkznti-1665125764._V1_.jpg

კო­რა­ი­მა ალე­ხან­დრა ტო­რეს დი­ა­სი 1973 წლის 6 ივ­ნისს ვე­ნე­სუ­ე­ლის ქა­ლაქ ვა­ლენ­სი­ა­ში და­ი­ბა­და. ის იყო მე­ო­თხე შვი­ლი ოჯახ­ში. გო­გო­ნა იუ­რის­ტო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ცხრა წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად შე­ვი­და თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე, რა­მაც მისი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა.

ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს არ უყ­ვარ­და სწავ­ლა და ხში­რად აც­დენ­და გაკ­ვე­თი­ლებს. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მან უკვე ზუს­ტად იცო­და, თუ რისი გა­კე­თე­ბა სურ­და.

310576649-1306423286769549-7234394571356228161-n-42904-1665125619.jpg

"მე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ გულ­მოდ­გი­ნე მოს­წავ­ლე, სა­მა­გი­ე­როდ - ვი­ყა­ვი აგ­რე­სი­უ­ლი და მო­ძა­ლა­დე და ხში­რად გავ­რბო­დი", - აღი­ა­რა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მსა­ხი­ობ­მა.

კო­რა­ი­მამ კა­რა­კა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა, სა­დაც რე­ჟი­სო­რი ლუის ლა­მა­ტე გა­იც­ნო, რო­მელ­მაც იგი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა.

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა

1989 წელს კო­რა­ი­მა ტო­რეს­მა მი­ი­ღო პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი ტე­ლე­ნო­ვე­ლა­ში The Lark. ერთი წლის შემ­დეგ მან ითა­მა­შა სე­რი­ალ Gardenia-ში.

კო­რა­ი­მა ტო­რე­სის მე­სა­მე ნა­მუ­შე­ვარ­მა მსა­ხი­ობს მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. სე­რი­ა­ლი „კა­სან­დრა“, რო­მელ­შიც მან პუ­ერ­ტო რი­კო­ელ მსა­ხი­ობ ოს­ვალ­დო რი­ოს­თან ერ­თად ითა­მა­შა. თუმ­ცა, დიდ­მა წარ­მა­ტე­ბა კო­რა­ი­მას ცხოვ­რე­ბა­ში დე­დის ავად­მყო­ფო­ბამ და გარ­დაც­ვა­ლე­ბამ დაჩ­რდი­ლა. ეს ამ­ბა­ვი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა მის­თვის, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დაბ­რუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­და.

იხილეთ სრულად

myquiz